როგორ გადავტვირთო პარამეტრები Samsung-ის ტელევიზორზე
რა მოხდება ტელევიზორის პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ
- ყველა პარამეტრი (გარდა ქსელის პარამეტრებისა) დაბრუნდება ქარხნულ მაჩვენებლებზე;
- ტელეარხების ყველა პარამეტრი წაიშლება;
- firmware არ შეიცვლება.
ყურადღება!
დარწმუნდი, რომ შენი ტელევიზორი სერტიფიცირებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში პარამეტრების გადატვირთვამ შესაძლოა Smart TV-ის ფუნქციების გამოყენების შეზღუდვა გამოიწვიოს.
დააზუსტე შენი ტელევიზორის სერია და გაეცანი ქვემოთ მოცემულ შესაბამის ინსტრუქციებს.
ინსტრუქციებში აღწერილია მოქმედებები დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით. თუ შენი დისტანციური მართვის პულტი არ მუშაობს, პარამეტრების გადატვირთვისთვის შეგიძლია გამოიყენო ტელევიზორის კორპუსზე არსებული მართვის ღილაკები. ქმედებების თანმიმდევრობა უცვლელია.
იმის გასაგებად, თუ როგორ გადატვირთო პარამეტრები R, T, A, B, C და შემდეგი სერიის (2019 წელს და შემდეგ გამოშვებული) ტელევიზორზე, დააჭირე აქ
- იმის მიხედვით, თუ რომელ პულტს იყენებ, დააჭირე ღილაკს Menu, Home, More ან Keypad
- და ტელევიზორის ეკრანზე აირჩიე „პარამეტრები“.
იმის გასაგებად, თუ როგორ გადატვირთო პარამეტრები E, F, H, J, K, M და N სერიის (2012-2018 წლებში გამოშვებული) ტელევიზორზე, დააჭირე აქ
![Menu](http://images.samsung.com/is/image/samsung/assets/az/support/ge/faq/how-do-i-reset-settings-on-my-samsung-tv/menu.jpg?$ORIGIN_JPG$)
![Menu123](http://images.samsung.com/is/image/samsung/assets/az/support/ge/faq/how-do-i-reset-settings-on-my-samsung-tv/menu-j.png?$ORIGIN_PNG$)