ჩვენი ისტორია დაიწყო 1969 წელს, როცა კომპანია Samsung გაჩნდა მსოფლიო ბაზარზე, ამბიციით, დაეხმარებოდა ხალხს, შეუძლებლის მიღწევაში. გავიდა 50 წელზე მეტი და ჩვენ დღემდე, ვნერგავთ ინოვაციებს, ვავითარებთ ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას იძლევა დაანგრიო ბარიერები და გეხმარება, გააკეთო ის, რაც ამ დრომდე შეუძლებელი იყო. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მიზნით, რომ მთავარია ადამიანები და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ამიტომ, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
ჩვენ ვცხოვრობთ იმ ფასეულობებით, რომლებიც გვამოძრავებს
ჩვენი ფასეულობები საფუძვლად უდევს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ვეყრდნობით ხუთ ძირითად პრინციპს, რომლებიც ასახავს ჩვენს ერთგულებას ადამიანების, ჯანსაღი ცვლილებების, ერთიანობისა და საერთო კეთილდღეობის მიმართ. ჩვენ ორიენტირებული ვართ ამ პრინციპებზე, ყოველდღე ვცხოვრობთ ჩვენი ღირებულებებით, ვაგრძელებთ ზრდას, ინოვაციების დანერგვას და ვამსხვრევთ სტერეოტიპებს.
ჩვენ დაუღალავი მაძიებლები ვართ
ჩვენ მივიწევთ წინ, იმიტომ რომ, დაბრკოლებებს შესაძლებლობად ვხედავთ. არ გვაქვს სიახლისა თუ ამოუცნობის შიში. იმიტომ, რომ ჩვენ ვიგონებთ და ვქმნით ტექნოლოგიებს, რომლებიც ხსნის ახალ ჰორიზონტებს და საშუალებას აძლევს ადამიანებს, გააკეთონ ის, რაც აქამდე არ შეეძლოთ.
გამოხატვის ხელოვნება
ის, თუ როგორ გამოვხატავთ ჩვენს თავს, ბევრის მთქმელია, იმაზე თუ ვინ ვართ ჩვენ. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ საკუთარი თავის გამოხატვის გზებს, ჩვენს საქმიანობასა და პროექტებში. ვცდილობთ ვიმოქმედოთ თამამად, გულწრფელად, თანამედროვედ და შემოქმედებითად.