ისტორია, რომელიც ჩვენ დავიწყეთ 1969 წელს, ვითარდებოდა და ფართოვდებოდა ათწლეულების განმავლობაში. კორეულ ენაზე სიტყვა „Samsung“ ნიშნავს „სამ ვარსკვლავს“ – ეს სახელი ასახავს კომპანიის დამფუძნებლის, ლი ბიუნგ-ჩულის ხედვას, რომელიც შემდეგში მდგომარეობს-კომპანია ცაში ვარსკვლავივით უნდა ბრწყინავდეს, ის უნდა იყოს კაშკაშა და მარადიული. მას შემდეგ, ჩვენ გავხსენით შესაძლებლობათა მთელი სამყარო. მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი ბრენდის მემკვიდრეობა, ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. გეპატიჟებით, გაეცნო ჩვენი კომპანიის განვითარების ძირითად ეტაპებს და წლების განმავლობაში ჩვენი ლოგოს ევოლუციას.
თქვენ გვერდით
პირველი მსოფლიო აღიარება 70-იან წლებში მივიღეთ, როდესაც დავიწყეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მასიური წარმოება. ჩვენ, სწრაფად გავხდით შავ-თეთრი ტელევიზორების წამყვანი მწარმოებელი და შევქმენით საფუძველი, ლიდერობისთვის,ნახევარ გამტარი მოწყობილობების ინდუსტრიაში. სამი ვარსკვლავი, რომელიც წარმოადგენს Samsung-ის ხედვას, გამოიყენებოდა ჩვენს ადრინდელ ლოგოებში, 1993 წლამდე.
ჩვენთვის პატარა ნაბიჯი, ყველასთვის დიდი ნახტომი
1980-იანი წლები დინამიური ეპოქა იყო ელექტრონული ინდუსტრიისთვის და Samsung-ისთვის. ჩვენ დავაარსეთ კვლევისა და განვითარების 2 ცენტრი, რომლებიც, დღესდღეობით საფუძველია ჩვენი წამყვანი გლობალური ტექნოლოგიების განვითარებისათვის. ახალი შესაძლებლობების ასეთი დასაწყისის აღსანიშნავად, ჩვენ განვაახლეთ ჩვენი ლოგო, რომელმაც გააერთიანა იმიჯი საფირმო სტილთან.
მოწინავე ტექნოლოგიების საფირმო სტილი
1990-იან წლებში მსოფლიოს მრავალი ახალი პროდუქტი წარვუდგინეთ: მსოფლიოში პირველი 64 MP DRAM, ციფრული ტელევიზია, ტელეფონი MP3-ით და სხვა. იმისათვის, რომ შთაბეჭდილება მოგვეხდინა ჩვენს მომხმარებლებზე მთელ მსოფლიოში, Samsung-მა გაიარა რებრენდინგი. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი ლოგო-თეთრი ასოები ლურჯ ოვალში. ლურჯი კი ბრენდის ფერად ავარჩიეთ.
უბრალოდ საკულტო
ციფრული ეპოქის გარიჟრაჟზე, ჩვენ განვაგრძობდით კონკურენტუნარიანი პროდუქტების შექმნას, მუდმივი ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით. მაგრამ ჩვენ უფრო მაღლა ვუმიზნებთ. ჩვენი მიზანი იყო, გავმხდარიყავით წამყვანი გლობალური ბრენდი. ჩვენ გავამარტივეთ ლოგო, შევცვალეთ ის ჩვენს საკულტო Samsung Blue-ზე, ოვალის მოცილებით, რომელიც ფონად მისდევდა.
ყოველთვის წინ
ჩვენ არ ვაგდებთ ტემპს. ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებლების გამოცდილება უკეთესი გავხადოთ და მეტი კრეატიულობა შემოვიტანოთ მსოფლიოში, ისეთი პროდუქტების სახით, როგორიცაა Galaxy Z სერია, Bespoke საყოფაცხოვრებო ტექნიკა და Lifestyle ტელევიზორები. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საზღვრების გაფართოებას და შემოგთავაზებთ, უფრო პერსონალიზებულ და მორგებულ გამოცდილებას, მომდევნო წლების განმავლობაში.
გავიდა 50 წელი და ჩვენ ვაგრძელებთ
პროდუქტებში ინოვაციების დანერგვით , ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციას მომავალ ტექნოლოგიებში; როგორიცაა 5G/6G, ხელოვნური ინტელექტი და რობოტები. ამ გზით, ვაძლიერებთ ჩვენს ლიდერობას ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.
ჩვენს გლობალურ მასშტაბებთან შესაბამისობაში ყოფნისთვის, გადავწყვიტეთ, ლოგოში წარმოგვედგინა გამოსახულება, რომლითაც მსოფლიო გაგვიცნობს. ამისთვის, გადავწყვიტეთ, ლოგო მხოლოდ იმ ძირითად ადგილებში გამოვიყენოთ, სადაც ჩვენს კლიენტებს ვხვდებით.