ეთიკა

ეთიკა

სამართლიანი და გამჭვირვალე
კორპორაციული კულტურა

სამართლიანი და გამჭვირვალე კორპორაციული კულტურა

ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანობას ყოველდღიურ საქმიანობაში, ჩვენი სოციალური პასუხიმგებლობიდან გამომდინარე. პასუხს ვაგებთ, როგორც მაღალი კლასის გლობალური კომპანია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანობას ყოველდღიურ საქმიანობაში, ჩვენი სოციალური პასუხიმგებლობიდან გამომდინარე. პასუხს ვაგებთ, როგორც მაღალი კლასის გლობალური კომპანია.

იქიდან გამომდინარე რომ, ჩვენი ბიზნესი მოიცავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, ჩვენ აღვრიცხავთ და ვაანალიზებთ სხვადასხვა ქვეყნების კანონებში, რეგულაციებსა და პრაქტიკაში არსებულ განსხვავებებს და ვაწარმოებთ ბიზნესს კანონიერი და ეთიკური გზით. ჩვენ ასევე ვამუშავებთ და ვახორციელებთ გლობალურ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რათა დავიცვათ ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების კონფიდენციალურობა. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, სისტემატურად ვმართოთ შესაბამისობა, ნორმატიულ-სამართლებრივი და ეთიკური რისკები, რომელიც ეფუძნება Samsung-ის ქცევის გლობალურ კოდექსს და ბიზნეს ქცევის პრინციპებს და არეგულირებს ჩვენი ყველა თანამშრომლის ქმედებასა და გადაწყვეტილებას. ჩვენი ნორმატიულ-სამართლებრივი დეპარტამენტი, ადრე იურიდიული დეპარტამენტის ნაწილი იყო, ახლა უშუალოდ ექვემდებარება აღმასრულებელ დირექტორს, მისი ხელძღვანელი ესწრება საბჭოს ყველა სხდომას, რათა მხარი დაუჭიროს საბჭოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვყავს გამოყოფილი გუნდები, თითოეულ ბიზნეს ერთეულში და საზღვარგარეთის რეგიონულ ოფისებში, რათა გადაწყვიტონ ნორმატიულ-სამართლებრივი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეულ ბიზნესებთან და რეგიონებთან.

ეთიკის მართვა

ჩვენ ვაცნობთ ჩვენს გლობალურ ქცევის კოდექს (<< Samsung-ის ბიზნესის მართვის პრინციპები >>) ჩვენს მომმარაგებლებს, კლიენტებს და სხვა გარე დაინტერესებულ მხარეებს, ასევე ჩვენს თანამშრომლებს ჩვენს ვებგვერდზე, ეთიკის მართვის არხის საშუალებით. ამ ვებგვერდის გამოყენებით, მათ შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ნებისმიერ კანონდარღვევაზე ეთიკის სტანდარტების კუთხით.

ამის გარდა <<თანამშრომლების საქმიანი ქცევის პრინციპები>>, რომელიც არის ჩვენი თანამშრომლების ეთიკის სტანდარტი, თარგმნილია 15 ენაზე (კორეულის ჩათვლით) და ხელმისაწვდომია ჩვენს შიდა ქსელში. შესაბამისი ცნობები ვრცელდება ყველა ჩვენს თანამშრომელზე კოლექტიურად, ონლაინ და აუდიო/ვიდეო სწავლებით, რომლებიც წელიწადში არანაკლებ ერთხელ ტარდება. ცალკეული << საქმიანი ქცევის პრინციპები>> ასევე მიეწოდებათ ჩვენს მომმარაგებლებს, რათა თანამშრომლობა იყოს გამსჭვალული ნდობით და პატივისცემით.

ჩვენი ნორმატიულ სამართლებრივი შესაბამისობის

პროგრამა მიზნად ისახავს კორპორატიული შესაბამისობის კულტურის ჩამოყალიბებას, ბიზნეს რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. რისკები შეიძლება გაჩნდეს ფასების ფიქსირებით ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევით. ასევე, ჩვენ ვცდილობთ, მეტი პასუხისმგელობა ავიღოთ ადამიანის უფლებების, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს სფეროში. ნორმატიულ- სამართლებრივი შესაბამისობის პროგრამის მართვის (CPMS), IT სისტემა, რომელიც შექმნილია შესაბამისობის რისკების მართვისთვის, ხელს უწყობს ჩვენი რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და უზრუნველყოფს საკითხების დეტალურ მონიტორინგს რეგიონულ დონეზე. სამუშაოსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, ან თუ ჩვენი თანამშრომლები თვლიან, რომ ჩვენი ინსტრუქციები არ არის საკმარისი ამა თუ იმ ქმედების კანონიერების შესამოწმებლად, მათ შეუძლიათ დახმარებისთვის მიმართონ მხარდაჭერის სამსახურს, რომელიც თავის მხრივ, აკავშირებს თანამშრომლებს შესაბამის ექსპერტებთან ინდივიდუალური რჩევის მისაღებად. ჩვენი დარღვევების შესახებ ინფორმირების სისტემა, რომელიც შემუშავებულია CPMS-ის ფარგლებში თანამშრომლებისთვის, საიმედოდ უზრუნველყოფს იმ პირთა კონფიდენციალურობას, რომლებიც გვამცნობენ დარღვევების შესახებ.

სამართლებრივი შესაბამისობის პროცესების მართვა

სამართლებრივი შესაბამისობის პროცესების მართვა სამართლებრივი შესაბამისობის პროცესების მართვა
  • პრევენცია

    შესთავაზე ტრეინინგები თანამშრომლებს, მოამზადე და გაითვალისწინე რეკომენდაციები, ჩაატარე სისტემური თვით შეფასებები, შექმენი მხარდაჭერის ჯგუფი, აკონტროლე ძველი და შექმენი ახალი წესები.

  • მონიტორინგი

    სპეციალური დანაყოფების ან თანამშრომლების დახმარებით, რეგულარული/შემთხვევითი მონიტორინგის ჩატარება.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენ ოფიციალურად გამოვაცხადეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიღების შესახებ, რომელიც გლობალური სტანდარტია და შევიმუშავეთ შესაბამისი პოლიტიკა, რომელიც ასახავს რეგიონულ რეგულაციას და ადგილობრივ მოთხოვნებს. ამის წყალობით, შევძელით, მიგვეცა ჩვენი თანამშრომლებისთვის "გლობალური პერსონალური მონაცემების დამუშავების გზამკვლევი" და "პერსონალური მონაცემების დამუშავების აუთსორსინგის სახელმძღვანელო", რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც წესები. ჩვენ ვმართავთ ჩვენს პროცესებს ისეთი გზით, რომ ჩვენი პოლიტიკა დავნერგოთ ყოველდღიურობაში და ვაგრძელებთ შემოწებებების ჩატარებას და ტრეინინგების შეთავაზებას მთელი კომპანიის მასშტაბით.

 

სპეციალიზებული დანაყოფების მუშაობა.

შეიქმნას გლობალური კონფიდენციალურობის დეპარტამენტი, კორპორატიული და იურიდიული განყოფილებების ფარგლებში, აღმასრულებელი დირექტორის უშუალო ხელმძღვანელობით. მოიძიონ იურისტები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, შესაბამის ბიზნეს ერთეულებში.
 

სამუშაო სისტემების დეტალური მიმოხილვა

ჩვენი კლიენტების და თანამშრომლების კონფიდენციალურობის დასაცავად, რეგულარული შემოწმებების ჩატარება და საჭირო ცვლილებების შეტანა ჩვენს სისტემებსა და სერვისებში, ასევე მართვის, ტექნიკურ და ფიზიკურ დაცვის სისტემაში, რომელიც პასუხიმგებელია მონაცემთა შეგროვებაზე, დამუშავებაზე და წაშლის მთელ პროცესზე.
 

კონფიდენციალურობის პოლიტიკის ტრენინგი

კონფიდენციალურობის პოლიტიკის ონლაინ/ოფლაინ ტრენინგის ჩატარება, შესაბამისი განყოფილების მოთხოვნებიდან გამომდინარე (დაგეგმვა, კვლევა და განვითარება, მარკეტინგი და ა.შ.), საბაზისო ტრენინგი ყველა თანამშრომლისათვის.
 

მართვის სისტემის (PLMS) ფუნქციონირება

სავალდებულოა პრევენციული ზომების მიღება, საჭიროა შეიქმნას სია, მონაცემთა კონფიდენციალურობის რისკების შესამოწმებლად, რომელიც შემუშავებული იქნება კონფიდენციალურობის რისკების გაანალიზებისთვის, მომსახურების და პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპზე, დაგეგმვიდან - შესრულებამდე, ამასთან ერთად, ასეთი სია უნდა შემოწმდეს მოწვეული იურისტების მონაწილეობით.