Quick Share საშუალებას გაძლევს სწრაფად და მარტივად გააზიარო ფაილები, მათ შორის სენსიტიური მონაცემები ნებისმიერი მანძილით დაშორებულ Galaxy და არა მხოლოდ Galaxy მოწყობილობებს შორის.


გაუზიარე ფაილები შენს მეგობრებს სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად Quick Share ფუნქციის მეშვეობით. ეკრანზე მხოლოდ რამდენიმეჯერ შეხებით შეგიძლია სურათების, ვიდეოების, ფოტოების და სხვა ტიპის ფაილების გაგზავნა. ფაილების გაზიარება შესაძლებელია Galaxy მოწყობილობებიდან სხვა მწარმოებლების PC-ებზეც კი.1, 2

ფოტოებზე გამოსახულია სამი ადამიანი. გასაზიარებელი ფოტოს არჩევის შემდეგ, გააქტიურდება გაზიარების (Share) ღილაკი, შემდეგ კი - Quick Share ფუნქცია. ეკრანზე ჩანს Quick Share-ის მომხმარებლის ინტერფეისი, რომელზეც მოცემულია შერჩეული სურათი. განყოფილებაში „ახლოს მდებარე მოწყობილობებთან გაზიარება“ ჩანს სახელები: Hannah, Tyler, Ava's Z Flip 5 და David. გარდა ამისა, მოცემულია განყოფილება „კონტაქტებთან გაგზავნა“, ტექსტით „ფაილების გაზიარება კონტაქტებთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ახლოს არ იმყოფებიან“. ხდება დასაწყისში არჩეული ფოტოს გაგზავნა შერჩეულ მოწყობილობებზე. ნაჩვენებია სმარტფონი, რომლის ეკრანზეც ჩანს Quick Share-ის გაზიარების პროცესი, გამოყოფილია Quick Share-ის იასამნისფერი ლოგო. ფოტოებზე გამოსახულია სამი ადამიანი. გასაზიარებელი ფოტოს არჩევის შემდეგ, გააქტიურდება გაზიარების (Share) ღილაკი, შემდეგ კი - Quick Share ფუნქცია. ეკრანზე ჩანს Quick Share-ის მომხმარებლის ინტერფეისი, რომელზეც მოცემულია შერჩეული სურათი. განყოფილებაში „ახლოს მდებარე მოწყობილობებთან გაზიარება“ ჩანს სახელები: Hannah, Tyler, Ava's Z Flip 5 და David. გარდა ამისა, მოცემულია განყოფილება „კონტაქტებთან გაგზავნა“, ტექსტით „ფაილების გაზიარება კონტაქტებთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ახლოს არ იმყოფებიან“. ხდება დასაწყისში არჩეული ფოტოს გაგზავნა შერჩეულ მოწყობილობებზე. ნაჩვენებია სმარტფონი, რომლის ეკრანზეც ჩანს Quick Share-ის გაზიარების პროცესი, გამოყოფილია Quick Share-ის იასამნისფერი ლოგო.

რატომ უნდა გამოიყენო Quick Share


Quick Share-ის მეშვეობით შესაძლებელია ფაილების სწრაფად და მარტივად გაზიარება არა მხოლოდ ახლო მდებარე, არამედ შორი მანძილით დაშორებულ მოწყობილობებზეც. ის თავსებადია მრავალი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობასთან — Samsung-ის სმარტფონებთან და პლანშეტებთან, სხვა Android მოწყობილობებზე და როგორც Samsung-ის, ისე სხვა მწარმოებლების მიერ მოწოდებულ პერსონალურ კომპიუტერებზე. 2 Nearby Sharing ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ Galaxy, არამედ სხვა Android მობილურ მოწყობილობებზე.3 ფაილების კონტაქტებთან გაგზავნისას, Quick Share-ს არ გააჩნია მანძილთან დაკავშირებული არავითარი შეზღუდვა. iOS მობილურ მოწყობილობებზე ფაილების მიღება შესაძლებელია QR კოდების და ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით. Private Sharing ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია სენსიტიური ან პირადი ინფორმაციის უსაფრთხოდ გაზიარება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ახლოს მდებარე მოწყობილობებზე გაზიარება ეკრანზე მხოლოდ რამდენიმეჯერ შეხებით

შეგიძლია სწრაფად და მარტივად გააზიარო ნებისმიერი რაოდენობის და ზომის ფოტოები, ვიდეოები, დოკუმენტები და სხვა ტიპის ფაილები.3
შენს მეგობრებთან ფაილების გაზიარება შეგიძლია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი iOS მოწყობილობას იყენებენ, რისთვისაც მხოლოდ QR კოდის დასკანერება იქნება საჭირო.4

მომენტალურად გაუგზავნე ფაილები შენს მეგობრებს, თქვენ შორის არსებული მანძილის მიუხედავად

მანძილი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენი მეგობრები შენგან შორს არიან, Quick Share ფუნქცია საშუალებას გაძლევს კონტაქტების მეშვეობით გაუზიარო მათ ფაილები, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მოწყობილობას იყენებენ ისინი.

*ეს ფუნქცია არ არის მხარდაჭერილი Samsung-ის და სხვა მწარმოებლების PC-ებზე.

*ეს ფუნქცია არ არის მხარდაჭერილი Samsung-ის და სხვა მწარმოებლების PC-ებზე.

გააგზავნე მნიშვნელოვანი ფაილები ყოველგვარი შიშის გარეშე

შეინარჩუნე მნიშვნელოვანი ფაილების უსაფრთხოება მათი გაზიარების შემდეგაც კი. „პირადი გაზიარების“ (Private Sharing) ფუნქციის მეშვეობით შეძლებ ფაილებისთვის შეარჩიო მოქმედების ვადის გასვლის თარიღი და დრო. გარდა ამისა, შეგიძლია მიმღებ პირებს შეუზღუდო ფაილებისთვის ეკრანის ანაბეჭდების გადაღების, შენახვის და გადაგზავნის შესაძლებლობა.5

*„პირადი გაზიარების“ (Private Sharing) ფუნქციით ფაილების გაზიარება შესაძლებელია მხოლოდ Samsung Galaxy მოწყობილობებს შორის.

*„პირადი გაზიარების“ (Private Sharing) ფუნქციით ფაილების გაზიარება შესაძლებელია მხოლოდ Samsung Galaxy მოწყობილობებს შორის.

მარტივი გაზიარება სხვა მწარმოებლების PC-ებზეც კი

გაქვს Windows PC, რომელიც არ არის Galaxy Book? Quick Share-ს ახლა უკვე უფრო მეტი ტიპის პერსონალური კომპიუტერის მხარდაჭერა აქვს — ფაილების ახალ მოწყობილობებზე ან სხვა მწარმოებლების მიერ მოწოდებულ პერსონალურ კომპიუტერებზე გასაზიარებლად საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის ჩამოტვირთვა Microsoft store-იდან.2

*იხილე ქვემოთ მოცემული მხარდაჭერილი Windows PC-ის სპეციფიკაციები.

*იხილე ქვემოთ მოცემული მხარდაჭერილი Windows PC-ის სპეციფიკაციები.

როგორ გამოვიყენოთ Quick Share

Quick Share ფუნქციის პერსონალურ კომპიუტერებზე გამოყენების ინსტრუქცია

ხშირად დასმული კითხვები

  • რომელ მოწყობილობებს აქვს Quick Share ფუნქციის მხარდაჭერა?

    გაეცანი Quick Share ფუნქციის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

    [სმარტფონი/პლანშეტი]
    • Galaxy მოწყობილობა Android OS 10 (Q OS) ან უფრო ახალი ვერსიით და One UI 2.1 ან უფრო ახალი ვერსიით


    [PC]
    მხარდაჭერილი სპეციფიკაციები
    • OS: Windows 10 2004 ან უფრო ახალი ვერსია
    • Bluetooth დრაივერი: Intel 22.50.02 ან უფრო ახალი ვერსია
    • Wi-Fi დრაივერი: Intel 22.50.07 ან უფრო ახალი ვერსია

    მხარდაჭერილი მოწყობილობები
    • Samsung Galaxy Book (მათ შორის Qualcomm-ზე დაფუძნებული PC-ები, რომელიც გამოშვებულია 2020 წელს ან უფრო მოგვიანებით)
    • სხვა მწარმოებლების Windows PC ინტეგრირებული Intel Bluetooth/Wi-Fi დრაივერებით

    • მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა Windows OS და Bluetooth/Wi-Fi დრაივერების დროულად განახლება უახლეს ვერსიაზე.
    • მწარმოებლის და მოდელის შესაბამისად, შესაძლოა დაწესდეს შეზღუდვები ამ ფუნქციის ზოგიერთ ან ყველა სერვისზე.

    ※ Quick Share შესაძლოა მხარდაჭერილი იყოს Android 6 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე მოწყობილობებზე, Chromebook-ზე და ზოგიერთ Windows მოწყობილობაზე. შესაძლოა განსხვავებული იყოს ზოგიერთი ფუნქცია და პარამეტრი.
  • მობილური მოწყობილობების და პლანშეტების შემთხვევაში, ამ ეტაპზე მხარდაჭერილია მხოლოდ Galaxy პროდუქტები. პერსონალური კომპიუტერების შემთხვევაში, მხარდაჭერილია როგორც Galaxy პროდუქტები, ისე სხვა ბრენდების Windows PC-ები. მხარდაჭერასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გაეცანი Quick Share-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობების განყოფილებაში მოცემულ ინფორმაციას.
  • იმისათვის, რომ შეძლო ახლოს მდებარე მოწყობილობებიდან ფაილების მიღება, შენი მოწყობილობის ეკრანი აქტიური უნდა იყოს და Quick Share-ის პარამეტრებში „ვის შეუძლია შენთვის გაზიარება“ (Who can share with you), არჩეული უნდა იყოს „მხოლოდ კონტაქტები“ (Contacts only) ან „ნებისმიერი ახლოს მყოფი პირი“ (Anyone nearby). იმ მოწყობილობებს, რომელშიც გააქტიურებულია Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ერთმანეთთან ფაილების გაზიარება ან მიღება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვარიანტია არჩეული პარამეტრებში „ვის შეუძლია შენთვის გაზიარება“ (Who can share with you).
  • პარამეტრების „ვის შეუძლია შენთვის გაზიარება“ (Who can share with you) თითოეული ვარიანტის განმარტება მოცემულია ქვემოთ.

    • არავის (No one): ვერავინ შეძლებს შენთვის გაზიარებას.
    • მხოლოდ კონტაქტებს (Contacts only): მხოლოდ შენს კონტაქტებში არსებულ Samsung-ის ანგარიშის მქონე მოწყობილობებს შეუძლია შენთვის გაზიარება.
    • ნებისმიერი ახლოს მყოფი პირი (Anyone nearby): შენთვის გაზიარებას შეძლებს ნებისმიერი პირი, რომელიც შენთან ახლოს იმყოფება.

    *იმ მოწყობილობებს, რომლებიც რეგისტრირებულია Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიშით, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ერთმანეთთან ფაილების გაზიარება, მიუხედავად არჩეული პარამეტრებისა.
  • "ახლოს მდებარე მოწყობილობებზე გაზიარება
    - ფაილების გაიარება შესაძლებელია მობილური ინტერნეტის გამოყენების გარეშე.

    QR კოდის გამოყენებით გაზიარება/კონტაქტებისთვის გაზიარება
    - საჭიროა მობილური ინტერნეტის გამოყენება. რეკომენდებულია დიდი ზომის ფაილების Wi-Fi კავშირის მეშვეობით გაზიარება."
  • "ფაილების ახლოს მდებარე მოწყობილობებზე გაზიარების შემთხვევაში, არ არსებობს არავითარი შეზღუდვა გასაზიარებელი ფაილების რაოდენობასთან და ზომასთან დაკავშირებით.
    ფაილების QR კოდების და კონტაქტებთან გაზიარების შემთხვევაში, შესაძლებელია მაქსიმუმ 1 000 ფაილის გაზიარება. რაც შეეხება ზომასთან დაკავშირებულ შეზღუდვას, თითო ფაილის მაქსიმალური დასაშვები ზომაა 3GB, ხოლო ერთ დღეში შესაძლებელია მაქსიმუმ 5GB მოცულობის ფაილების გაგზავნა.
    პირადი გაზიარების (Private sharing) ფუნქციის გამოყენებისას ერთ ჯერზე დაშვებულია მაქსიმუმ 20, ჯამში 200MB მონაცემების გაზიარება."
  • ფაილების ახლოს მდებარე მოწყობილობებზე გაზიარებისას არ არსებობს არავითარი შეზღუდვა ფაილის ტიპთან დაკავშირებით. თავისუფლად შეიძლება სხვადასხვა ტიპის სურათების, ვიდეოების, აუდიო ფაილების, დოკუმენტების, APK-ების, URL-ების და სხვა ფაილების გაზიარება.

    ფაილების QR კოდების და კონტაქტების აპლიკაციის მეშვეობით გაზიარების შემთხვევაში, არ არის მხარდაჭერილი კონკრეტული ტიპის ფაილები:
    კოდირებული ფაილები: .exe, .com, .bat, .cmd, .vbs, .reg, .msi.

    პირადი გაზიარების (Private Sharing) ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია შემდეგი ტიპის ფაილების გაზიარება:
    • სურათები: ""jpeg"", ""jpg"", ""png"", ""gif"", ""bmp"", ""webp"", ""heic"", ""dng""
    • ვიდეოები: ""webm"", ""mp4"", ""3gp"", ""3g2"", ""mkv""
    • აუდიო ფაილები: “mp3”, “wav”, “ogg”, “m4a”
    • დოკუმენტები: “txt”, “pdf”
  • "პირადი გაზიარების (Private Sharing) ფუნქციის გამოსაყენებლად, შეეხე მენიუს „მეტი ვარიანტი“ (More options), რომელიც მოცემულია Quick Share ეკრანის დასაწყისში და აირჩიე „პირადი გაზიარების გააქტიურება“ (Turn on Private Sharing).
    პირადი გაზიარების რეჟიმში, მიმღები პირები ვერ შეძლებენ გაზიარებული ფაილების ეკრანის ანაბეჭდების გადაღებას, შენახვას ან გადაგზავნას.
    გარდა ამისა, შესაძლებელია ამ ფაილებისთვის მოქმედების ვადის გასვლის დროის და თარიღის შერჩევა, რათა განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ მიმღებ პირს შეეზღუდოს მათზე წვდომა.
    რეკომენდებულია პირადი გაზიარების ფუნქციის პირადი ინფორმაციის შემცველი სენსიტიური ფაილების ან კონკრეტულად ამ პიროვნებისთვის განკუთვნილი კონფიდენციალური ფაილების გასაზიარებლად გამოყენება.
    *პირადი გაზიარების ფუნქცია ხელმისაწვდომია Galaxy სმარტფონებზე, პლანშეტებზე და Books-ზე."
  • პირადი გაზიარების (Private sharing) ფუნქციის გამოყენებისას ერთ ჯერზე დაშვებულია მაქსიმუმ 20, ჯამში 200MB მონაცემების გაზიარება.
  • პირადი გაზიარების“ (Private sharing) ფუნქციით შესაძლებელია შემდეგი ტიპის ფაილების გაზიარება.

    • სურათები: ""jpeg"", ""jpg"", ""png"", ""gif"", ""bmp"", ""webp"", ""heic"", ""dng""
    • ვიდეოები: ""webm"", ""mp4"", ""3gp"", ""3g2"", ""mkv""
    • აუდიო ფაილები: “mp3”, “wav”, “ogg”, “m4a”
    • დოკუმენტები: “txt”, “pdf”

რატომ GALAXY

სიცოცხლე იხსნება Galaxy-სთან ერთად

გულახდილობა არის ის, რისიც ჩვენ გვჯერა. Samsung Galaxy შეიქმნა შესაძლებლობების რეალიზებისთვის.
რაც უფრო ნაკლები საზღვრებია სამყაროში, მით უფრო შორს შევძლებთ წასვლას.

 

Galaxy Smartphone

 

აპლიკაცია და სერვისები

  • რეალური UX/UI შესაძლოა განსხვავდებოდეს პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, მოდელის და სხვა ფაქტორების მიხედვით.
  • ფუნქციის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და რეგიონის მიხედვით.
  1. ხელმისაწვდომია მოწყობილობებზე, რომლებზეც დაინსტალებულია One UI 2.1 ან უფრო ახალი ვერსია და Android OS 10 (Q OS) ან უფრო ახალი ვერსია. მხარდაჭერილი PC-ები მოიცავს Galaxy Books-ს, მათ შორის Qualcomm-ზე დაფუძნებულ PC-ებს, რომელიც გამოშვებულია 2020 წელს ან უფრო მოგვიანებით და სხვა მწარმოებლების Windows PC-ებს, რომლებშიც ინტეგრირებულია Intel Bluetooth/Wi-Fi დრაივერები (ოპერაციული სისტემა: Windows 10 2004 ან უფრო ახალი ვერსია, Bluetooth დრაივერი: Intel 22.50.02 ან უფრო ახალი ვერსია, Wi-Fi დრაივერი: Intel 22.50.07 ან უფრო ახალი ვერსია). Quick Share ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Bluetooth და Wi-Fi კავშირი. იმ მოწყობილობების რაოდენობა, რომელზეც ერთდროულადაა შესაძლებელი Quick Share ფუნქციის ფაილების გასაზიარებლად გამოყენება, განსხვავდებოდა იმ მოწყობილობის Wi-Fi ჩიპის მიხედვით, რომლიდანაც ხდება გაზიარება. გაზიარების რეალური სისწრაფე განსხვავდება მოწყობილობის, ქსელთან დაკავშირების პირობების და მომხმარებლის გარემო პირობების მიხედვით.

  2. [სმარტფონი/პლანშეტი]
    • Galaxy მოწყობილობა Android OS 10 (Q OS) ან უფრო ახალი ვერსიით და One UI 2.1 ან უფრო ახალი ვერსიით.
    [PC]
    მხარდაჭერილი სპეციფიკაციები
    • ოპერაციული სისტემა: Windows 10 2004 (წარმოების ნომერი 19041) ან უფრო ახალი ვერსია
    • Bluetooth დრაივერი: Intel 22.50.02 ან უფრო ახალი ვერსია
    • Wi-Fi დრაივერი: Intel 22.50.07 ან უფრო ახალი ვერსია
    მხარდაჭერილი მოწყობილობები
    • Samsung Galaxy Books (მათ შორის Qualcomm-ზე დაფუძნებული PC-ები, რომლებიც გამოშვებულია 2020 წელს ან უფრო მოგვიანებით)
    • სხვა მწარმოებლების Windows PC-ები Intel Bluetooth/Wi-Fi ჩიპსეტით
    • მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა Windows OS და Bluetooth/Wi-Fi დრაივერების დროულად განახლება უახლეს ვერსიაზე.
    • მწარმოებლის და მოდელის შესაბამისად, შესაძლოა დაწესდეს შეზღუდვები ამ ფუნქციის ზოგიერთ ან ყველა სერვისზე.

  3. Quick Share შესაძლოა მხარდაჭერილი იყოს Android 6 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე მოწყობილობებზე, Chromebook-ზე და ზოგიერთ Windows მოწყობილობაზე. შესაძლოა განსხვავებული იყოს ზოგიერთი ფუნქცია და პარამეტრი.

  4. ფაილების QR კოდების გამოყენებით ან კონტაქტებთან გაზიარების შემთხვევაში, შესაძლებელია ერთ ჯერზე მაქსიმუმ 1,000 ფაილის გაგზავნა. ერთი ფაილის მაქსიმალური დაშვებული ზომაა 10GB. დღეში შესაძლებელია მაქსიმუმ 10GB მოცულობის ფაილების გაგზავნა. ბმული გაუქმდება ორი დღის შემდეგ. გამგზავნის მოწყობილობაზე გააქტიურებული უნდა იყოს Samsung-ის ანგარიში. როგორც გამგზავნის, ისე მიმღების მოწყობილობას უნდა ჰქონდეს ინტერნეტ-კავშირი.

    არ არის მხარდაჭერილი ზოგიერთი ტიპის ფაილი:
    • კოდირებული ფაილები (.exe, .com, .bat, .cmd, .vbs, .reg, .msi)

  5. Private sharing ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ Galaxy მოწყობილობებს შორის, მაქსიმუმ 20 ფაილის და 200MB მოცულობის ფაილების გასაგზავნად.

    გაზიარების მხარდაჭერის მქონე ფაილების ტიპები:
    • სურათები (.jpg, .jpeg, .png, .gif, .bmp, .webp, .heic, .dng)
    • ვიდეოები (.webm, .mp4, .3gp, .3g2, .mkv)
    • აუდიო ფაილები (.mp3, .wav, .ogg, .m4a)
    • დოკუმენტები (.txt, .pdf)