Samsung health
ყოველდღიური ჯანმრთელობა
*მოწყობილობების და ეკრანის სურათები მოდელირებულია ილუსტრირებისთვის. მომხმარებლის გამოცდილება და ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს პროგრამული უზრუნველყოფის, მოდელის, რეგიონის და სხვა ფაქტორების მიხედვით.
შენი ყოველდღიური მზაობის ინდექსი Galaxy AI-სგან
ენერგიის ქულის განსაზღვრის ფუნქციის მეშვეობით შეძლებ ყოველდღიურად იზრუნო შენს ჯანმრთელობაზე
ენერგიის ქულა არის შენი ფიზიკური და მენტალური ენერგიის და მზაობის ყოველდღიური მაჩვენებელი. Samsung Galaxy-ს ტარებადი მოწყობილობების მეშვეობით მომდევნო დღის მაჩვენებლის განსაზღვრისთვის გამოიყენება შენი ძილის ანალიზის, აქტივობის და გულისცემის სიხშირის მაჩვენებლები.1,2
გააუმჯობესე შენი ენერგიულობის დონე პერსონალიზებული რეკომენდაციების მეშვეობით
რა შეგიძლია გააკეთო შენი ქულის გასაუმჯობესებლად? მიიღე ყოველდღიური რჩევები, რომლებიც დაგეხმარება შენი ენერგიის ქულის გაუმჯობესებაში, შეადგინე შენი ყოველდღიური რუტინა და მარტივად მართე ის.1,2
ჯანმრთელობის რეკომენდაციები
დაისახე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მიზნები
განსაზღვრე შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებული პრიორიტეტები შენი საჭიროებების მიხედვით—არ აქვს მნიშვნელობა რა არის შენი მიზანი, ვარჯიშის შედეგების გაუმჯობესება თუ შენი ძილის ყოველდღიური ჩვევების უკეთ შესწავლა.2
მიიღე სასარგებლო რჩევები, რომლებიც დაგეხმარება შენი მიზნების მიღწევაში
მიიღე მეტი ინფორმაცია შენს პროგრესთან დაკავშირებით იმის მიხედვით, თუ რას აკეთებ ყოველდღიურად შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ფუნქცია გიგზავნის დეტალური ინფორმაციის შემცველ შეტყობინებას, რომლის მოსამზადებლადაც გამოყენებულია Samsung Health-ის მიერ შეგროვებული მონაცემები.2
ძილთან დაკავშირებული პერსონალიზებული რჩევები
აღმოაჩინე შენი ძილის ქულა
მიიღე ინფორმაცია შენი ძილის დროის, ძილის თითოეული ფაზის ხანგრძლივობის და ღამის განმავლობაში შენი სხეულის მოძრაობების შესახებ და გაიუმჯობესე ძილის ხარისხი.3
უფრო ხარისხიანი ძილისთვის
მიიღე მეტი ინფორმაცია შენი გულისცემის სიხშირის, ძილის ფაზების, ხვრინვის და სხვა მაჩვენებლების შესახებ!*3,4
*სისხლში ჟანგბადის შემცველობა, გულისცემის სიხშირე, ხვრინვა, სხეულის ტემპერატურა და ძილის ფაზები.
ძილის ქოუჩინგი
ძილის ქოუჩინგის ფუნქციის მეშვეობით შეძლებ აკონტროლო და გაანალიზო შენი ძილთან დაკავშირებული ჩვევები და დაისახო და მიაღწიო ძილის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ მიზნებს.5
შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესის ჰარმონიზაცია
მოიპოვე წვდომა შენს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ზოგად სიჯანსაღესთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და აკონტროლე ის შენს Samsung Galaxy მოწყობილობაზე დაინსტალებული Samsung Health app-ის მეშვეობით. გამოიყენე დეტალური მონაცემები და მიაღწიე ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებით დასახულ მიზნებს.
- *საჭიროებს Samsung Health აპლიკაციის 6.24 ან უფრო ახალ ვერსიას.
- **Galaxy Watch7 დაკავშირებული უნდა იყოს Android 11-ზე მომუშავე Samsung Galaxy სმარტფონთან.
აკონტროლე და გააუმჯობესე შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა
მიაღწიე ფიტნეს მიზნებს უფრო ეფექტურად სხეულის შემადგენლობის გაზომვის ფუნქციებით.
გაიუმჯობესე ცხოვრების ხარისხი
როგორ აკონტროლო შენი ჯანმრთელობა Samsung-თან ერთად
მარტივი გზა Samsung Health-ის უპირატესობებით სარგებლობისთვის.
ძილის ანალიზი
ვარჯიშის რუტინა
პერსონალიზებული გულისცემის სიხშირის ზონა
FTP (ზღვრული ფუნქციური ენერგია)
თავსებადი მოწყობილობები
გააუმჯობესე ცხოვრება Galaxy-სთან ერთად.
- საჭიროა Samsung account-ზე ავტორიზაცია. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის/რეგიონის მიხედვით.
- არ არის განკუთვნილი რაიმე სამედიცინო მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირების და მკურნალობისთვის. მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
- აქ წარმოდგენილი ყველა სერვისი, ფუნქცია, მახასიათებელი, კონტენტი, მომხმარებლის ინტერფეისი და უპირატესობა შეიძლება შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე და მათი ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის/რეგიონის, მოწყობილობის მოდელის და ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით. ფასიანი სერვისები ხელმისაწვდომია მათი შეძენის შემდეგ.
- მოწყობილობები და ეკრანის ანაბეჭდები სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით. UX/UI განსხვავდება პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, მოდელის, ქვეყნის/რეგიონის და სხვა ფაქტორების მიხედვით.
- ენერგიის ქულის შესამოწმებლად უნდა მოხდეს Samsung Galaxy Watch-ის (Galaxy Watch 4 სერიის და უფრო ახალი მოდელები, Galaxy Fit3-ის გარდა) ან Samsung Galaxy Ring-ის მეშვეობით შეგროვებული მონაცემების სინქრონიზაცია Samsung Health აპლიკაციაში. საჭიროა სულ მცირე წინა დღის აქტივობის, ძილის და ძილის დროს გულისცემის სიხშირის მონაცემები.
- ენერგიის ქულის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ფუნქცია ხელმისაწვდომია Android სმარტფონებზე (Android 10 ან უფრო ახალი ვერსია) და საჭიროებს Samsung Health აპლიკაციას (v6.27 ან უფრო ახალი ვერსია).
- ხელმისაწვდომია Galaxy Watch4 სერიის ან უფრო ახალ მოდელებზე. ძილის მონიტორინგის ფუნქციები განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის ან ძილის დარღვევების გამოვლენის, დიაგნოსტირების და მკურნალობისთვის. მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
- ხვრინვის ჩასაწერად, გაიკეთე შენი საათი ძილის დროს და მოათავსე შენი სმარტფონი შენს თავთან ახლოს სწორ ზედაპირზე, მაგალითად ტუმბოზე ისე, რომ ტელეფონის ქვედა ნაწილი შენკენ იყოს მომართული.
- საჭიროებს Samsung Health აპლიკაციის 6.24 ან უფრო ახალ ვერსიას. ძილის ქოუჩინგის ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა სულ მცირე 7 დღის, მათ შორის სულ მცირე 1 სამუშაო დღის და 1 დასვენების დღის ძილის მონაცემები.