Galaxy Buds FE
SM-R400NZAACIS
დაასკანერე QR კოდი სმარტფონით და მოათავსე ობიექტი შენს სივრცეში
გამორჩეული მახასიათებლები
სპეციფიკაციები
Galaxy AI აქ არის
გააუმჯობესე შენი Galaxy AI გამოცდილება Galaxy Buds2 FE-ს მეშვეობით, ახლა თარჯიმანი მუდამ გვერდით გყავს. დააკავშირე Galaxy Buds2 FE შენს Samsung Galaxy სმარტფონთან და გაააქტიურე თარგმანის ფუნქციები. შეიძინე მეგობრები პირისპირ ან ტელეფონით საუბრისას და არ იდარდო ენობრივ ბარიერზე.
დატოვე Galaxy Buds FE შენს Samsung Galaxy სმარტფონთან დაკავშირებული მაშინაც კი, როდესაც გჭირდება Interpreter აპლიკაციის გამოყენება.
Live Translation ზარის დროს Galaxy Buds2 FE-ს მიკროფონები მარტივად ამოიცნობს შენს სიტყვებს ხმის ამოცნობის ალგორითმის წყალობით.
შენი ყოველდღიური აუდიო კომპანიონი
კომპაქტური და ერგონომიული დიზაინის მქონე Galaxy Buds FE უზრუნველყოფს მოსმენის საუკეთესო გამოცდილებას. ჩაახშე არასასურველი ხმაური ხმის აქტიური ჩახშობის ფუნქციის მეშვეობით, მოახდინე მორგების პერსონალიზება სხვადასხვა თავაკის მეშვეობით და უპრობლემოდ დააკავშირე შენს Samsung Galaxy მოწყობილობებთან. ისიამოვნე ყოველდღიური აუდიო კომპანიონით, რომელიც იდეალურად ერგება შენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
*Galaxy S23 FE და Galaxy Tab S9 FE იყიდება ცალ-ცალკე. Galaxy Tab S9 FE-ს მოჰყვება S Pen.**გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნებისთვის. რეალური UI შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოდგენილისგან.
გამოეთიშე სამყაროს მძლავრი ANC-ის მეშვეობით
გათიშე ხმაური, ჩართე შენი სამყარო. ხმის აქტიური ჩახშობის ფუნქციის მეშვეობით მოგეცემა საშუალება დარჩე მარტო შენს მუსიკასთან, მშვიდ გარემოში. აირიდე თავიდან გონების გამფანტავი დეტალები და გადაეშვი საოცარი ჟღერადობის სამყაროში.
*ANC(ხმის აქტიური ჩახშობა) გააქტიურებულია ნაგულისხმევი პარამეტრებით. ANC-ის ჩასართავად ხანგრძლივად შეხების ფუნქციის კონფიგურაცია შესაძლებელია Galaxy Wearable აპლიკაციაში.
სიჩუმე თითის ერთი შეხებით
ჩართე ან გამორთე მარტივად ხმის აქტიური ჩახშობის ფუნქცია შეხების ღილაკზე დიდხანს დაჭერით. თუ გსურს შენს გვერდით მჯდომს ესაუბრო, შეგიძლია გაააქტიურო ფონური ხმის რეჟიმი, ასე შეძლებ მათ მოსმენას ყურსასმენების მოხსნის გარეშე.
*Galaxy Wearable აპლიკაციაში, ფონური ხმის სიმაღლის 3 სხვადასხვა რეჟიმზე გადასასვლელად, გადადი ჩანართზე Earbuds პარამეტრები > დამატებითი ფუნქციები > ფონური ხმის კონფიგურირება.**ANC-ის ჩასართავად ხანგრძლივად შეხების ფუნქციის კონფიგურაცია შესაძლებელია Galaxy Wearable აპლიკაციაში.***ვიდეო წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებისთვის და შესაძლოა მასში არ იყოს ასახული პროდუქტის ზუსტი ასლი. რეალური მონაცემები და ზომა შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოდგენილისგან.ბასის მაღალი ჟღერადობა
ისიამოვნე Galaxy Buds FE-ის საოცარი ჟღერადობით რასაც არ უნდა უსმენდე, ახალი 1-არხიანი დინამიკის მეშვეობით მიღებული ძლიერი, მკვეთრი ბასებით.
*გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნებისთვის.გამძლე ელემენტი
კომპაქტური ზომის, თუმცა მძლავრი. ერთ ჯერზე დამუხტული ელემენტი ძლებს 30 საათის განმავლობაში, შესაბამისად, მისი მეშვეობით შეძლებ მოუსმინო შენი საყვარელი სიმღერების უსასრულო სიას, პოდკასტებს და უყურო სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეოებს მთელი დღის განმავლობაში.
*როდესაც ANC გამორთულია, სრულად დამუხტული ყურსასმენები და ქეისი ძლებს 30 საათის განმავლობაში. როდესაც ANC ჩართულია, სრულად დამუხტული ყურსასმენები და ქეისი ძლებს დაახლოებით 21 საათის განმავლობაში. მონაცემები დაფუძნებულია შიდა ტესტირების შედეგებზე. ჩართვის დრო შემოწმებულია წინასწარი წარმოების Galaxy Buds FE-ის Galaxy-ს უახლეს სმარტფონთან დაკავშირებით, ნაგულისხმევი პარამეტრებით. ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავებული იყოს, გამოყენების პირობებიდან, პარამეტრებიდან, დამუხტვის სიხშირიდან, Bluetooth სიგნალის სიმძლავრიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. „ჩართვის დრო“ ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც Galaxy Buds FE დაკავშირებულია ტელეფონთან და უკრავს მუსიკა.**ჩართვის დრო შეიძლება განსხვავდებოდეს პარამეტრებიდან გამომდინარე.
*როდესაც ANC გამორთულია, სრულად დამუხტული ყურსასმენები და ქეისი ძლებს 30 საათის განმავლობაში. როდესაც ANC ჩართულია, სრულად დამუხტული ყურსასმენები და ქეისი ძლებს დაახლოებით 21 საათის განმავლობაში. მონაცემები დაფუძნებულია შიდა ტესტირების შედეგებზე. ჩართვის დრო შემოწმებულია წინასწარი წარმოების Galaxy Buds FE-ის Galaxy-ს უახლეს სმარტფონთან დაკავშირებით, ნაგულისხმევი პარამეტრებით. ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავებული იყოს, გამოყენების პირობებიდან, პარამეტრებიდან, დამუხტვის სიხშირიდან, Bluetooth სიგნალის სიმძლავრიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. „ჩართვის დრო“ ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც Galaxy Buds FE დაკავშირებულია ტელეფონთან და უკრავს მუსიკა.**ჩართვის დრო შეიძლება განსხვავდებოდეს პარამეტრებიდან გამომდინარე.
მკაფიო და მკვეთრი ხმა
სხვადასხვა მოწყობილობაზე გადართვა დაპაუზების გარეშე
შენი ხმა არ გაწყდება მაშინაც კი, როდესაც ყურსასმენებს Samsung Galaxy-ს სხვა მოწყობილობას დაუკავშირებ ავტომატური გადართვის ფუნქციის, შეხების, ან Bixby-ს მეშვეობით. ხმა არ გაწყება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწყობილობას გადართავ შენი სმარტფონიდან ტელევიზორზე, Smart View ფუნქციის მეშვეობით. ამ გზით შეძლებ შენს საყვარელ სატელევიზიო შოუს უფრო დიდ ეკრანზე უყურო ისე, რომ არ გამოტოვო არც ერთი მომენტი.
*ავტომატური გადართვის ფუნქციის გამოსაყენებლად, Samsung Galaxy-ის ის მოწყობილობა, რომელზე გადართვასაც გეგმავ, დაკავშირებული უნდა იყოს შენს Galaxy Buds FE-სთან. **Smart View-თან ავტომატური დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ 2023 წლის შემდეგ გამოშვებული Samsung TV-ის და 2023 წლის ივლისის შემდეგ განახლებული firmware-ის გამოყენების შემთხვევაში. ***ამ ეტაპზე, ავტომატური გადართვის ფუნქციის პერსონალურ კომპიუტერებზე გამოყენება არ არის შესაძლებელი. ****Galaxy Buds FE თავსებადია Android 8.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე და 1.5GB-ზე მეტი ტევადობის მქონე Galaxy-ის სმარტფონებზე. *****ავტომატური გადართვის ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ One UI 3.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Galaxy-ის სმარტფონებზე და Galaxy Watch4 ან უფრო ახალი სერიის მოდელებზე. ავტომატური გადართვის ფუნქციის გამოსაყენებლად, მოწყობილობებში ჩართული უნდა იყოს Samsung-ის ანგარიში. მხარდაჭერილია ყურსასმენების Galaxy Buds Plus-ის შემდეგ გამოშვებული მოდელები (Buds Plus, Buds Live, Buds Pro, Buds2, Buds2 Pro and Buds FE).
Hi Bixby, play my favorite song
ჩართე Bixby-ს ხმით გააქტიურების რეჟიმი და გამოიყენე შენი ხმა ამინდის შესამოწმებლად, სიმღერების მოსაძებნად, მეგობრებისთვის შეტყობინების გასაგზავნად და ა.შ. უბრალოდ თქვი „Hi, Bixby“ და დაავალე Bixby-ს ნებისმიერი რამ.
*Bixby-ს სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, ოპერატორის და მოწყობილობის მიხედვით.**Bixby-ის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის, Galaxy Buds FE დაკავშირებული უნდა იყოს ჭკვიან მოწყობილობასთან, რომელშიც გააქტიურებულია ფიჭური კავშირი ან Wi-Fi; ასევე აუცილებელია Samsung-ია ანგარიშზე ავტორიზაციის გავლა.***Bixby-ისა და კონტენტის პროვაიდერების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, ან ენის მიხედვით; Bixby-ს შეუძლია ინგლისურის (UK), ინგლისურის (US), ფრანგულის (საფრანგეთი), გერმანულის (გერმანია), იტალიურის (იტალია), კორეულის (სამხრეთ კორეა), მანდარინის (ჩინეთი), ესპანურის (ესპანეთი) და პორტუგალიურის (ბრაზილია) მხოლოდ კონკრეტული აქცენტებისა და დიალექტების ამოცნობა.
*Bixby-ს სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, ოპერატორის და მოწყობილობის მიხედვით.**Bixby-ის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის, Galaxy Buds FE დაკავშირებული უნდა იყოს ჭკვიან მოწყობილობასთან, რომელშიც გააქტიურებულია ფიჭური კავშირი ან Wi-Fi; ასევე აუცილებელია Samsung-ია ანგარიშზე ავტორიზაციის გავლა.***Bixby-ისა და კონტენტის პროვაიდერების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, ან ენის მიხედვით; Bixby-ს შეუძლია ინგლისურის (UK), ინგლისურის (US), ფრანგულის (საფრანგეთი), გერმანულის (გერმანია), იტალიურის (იტალია), კორეულის (სამხრეთ კორეა), მანდარინის (ჩინეთი), ესპანურის (ესპანეთი) და პორტუგალიურის (ბრაზილია) მხოლოდ კონკრეტული აქცენტებისა და დიალექტების ამოცნობა.
იპოვე დაკარგული ყურსასმენი
ყურსასმენები დაკარგე? ეს დიდ ხანს არ გასტანს. მოძებნე ისინი შენი დაკარგული ყურსასმენების ადგილმდებარეობის ფუნქციის გამოყენებით. თუ მათი პოვნა სხვა ტელეფონით მოხდება, შენი საკონტაქტო ინფორმაცია გაიგზავნება ამ მოწყობილობაზე, შეტყობინებასთან „დაკარგული ნაპოვნია“ ერთად. იქონიე შენი Galaxy Buds FE შენთან ახლოს.
*დაკარგვის რეჟიმის გააქტიურება ხდება მაშინ, როდესაც Samsung Galaxy-ის მოწყობილობა, რომელშიც ჩართულია Samsung-ის ანგარიში და არ ეკუთვნის თვდაპირველ მფლობელს, შეეცდება შენს დაკარგულ Galaxy Buds FE-სთან დაკავშირებას Galaxy Wearable აპლიკაციის მეშვეობით. საჭიროა დაკარგვის რეჟიმის გააქტიურება პარამეტრებში. **საჭიროა საკონტაქტო ინფორმაციის წინასწარ შეყვანა პარამეტრებში. ***დაკარგვის რეჟიმი არ მოქმედებს Galaxy Buds FE-ის დამუხტვის ქეისზე. *****დაკარგვის რეჟიმის ფარგლებში იმ მოწყობილობაზე შეტყობინების გასაგზავნად, რომლითაც მოხდა ყურსასმენების პოვნა, უნდა მოხდეს საკონტაქტო ინფორმაციის და შეტყობინების წინასწარ შეყვანა SmartThings აპლიკაციაში. იმისათვის, რომ მპოვნელი პირის მოწყობილობის დაკავშირებისას მოხდეს წინასწარ დარეგისტრირებული საკონტაქტო ინფორმაციის მიღება, ამ მოწყობილობაზე გააქტიურებული უნდა იყოს ინტერნეტ-კავშირი. ფუნქციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის თავსებადობის შესაბამისად.
მეგობრული შეხსენება იმის შესახებ, რომ თან იქონიო შენი ყურსასმენები
რამე ხომ არ გავიწყდება? თუ Galaxy Buds FE დააფიქსირებს, რომ ყურსასმენები სადმე გრჩება ის გამოგიგზავნის შეტყობინებას. შესაბამისად, უკან მიბრუნების საჭიროებაც არ არსებობს.
*თუ ელემენტი დაიცლება, ადგილმდებარეობას ბოლოს მიღებული კავშირის საფუძველზე განსაზღვრავს.** SmartThings Find აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Android 9.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Samsung Galaxy მოწყობილობებზე. ***SmartThing Find არ არის მხარდაჭერილი კონტინენტურ ჩინეთში.****SmartThings Find-ისგან შეტყობინებების მისაღებად, უნდა გაააქტიურო შესაბამისი ფუნქცია პარამეტრებში.
მოარგე აუდიო შენს გემოვნებას
Galaxy Wearable აპლიკაციის მეშვეობით, შეძლებ შენი Galaxy Buds FE-ის პარამეტრების მარტივად, პირდაპირ შენი Samsung Galaxy მოწყობილობებიდან კონფიგურირებას. მარტივად გამოსაყენებელი პარამეტრების ფუნქციის მეშვეობით, შეძლებ შენი ყურსასმენების ხმის შენი გემოვნებისთვის მორგებას, რაც მოიცავს როგორც ეკვალაიზერის, ისე Bixby-ის ფუნქციებს.
*Galaxy Wearable აპლიკაცია ხელმისაწვდომია პერსონალურ კომპიუტერებზეც.
*Galaxy Wearable აპლიკაცია ხელმისაწვდომია პერსონალურ კომპიუტერებზეც.
მასზე შენი საყვარელი აქსესუარების გამოყენებაც შეგიძლია
გამოიყენე შენი საყვარელი ქეისი Galaxy Buds FE-ზე, რადგან მოწყობილობები თავსებადია Galaxy Buds2, Galaxy Buds2 Pro და Galaxy Buds Live-ის დამცავ აქსესუარებთან. ისიამოვნე შენი Buds-ით და საყვარელი დამცავი ქეისით ერთდროულად.
*გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნებისთვის.**დამცავი ქეისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის და ოპერატორის მიხედვით.
*გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნებისთვის.**დამცავი ქეისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის და ოპერატორის მიხედვით.
FE-ით სიამოვნების მიღების დამატებითი გზები
FE-სთან ერთად შენი ცხოვრება გასაოცარია. ისიამოვნე ჩვენი პროდუქტების ჯგუფის სინერგიის უპირატესობებით, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ერთად, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე იმუშავოს.
მახასიათებლები
-
მიკროფონის რაოდენობა
6
-
აუდიო კოდეკები
SSC (Samsung Scalable Codec),AAC,SBC
-
მიკროფონების რაოდენობა
6
-
დინამიკი
Custom 1-way
-
გარემოს ხმა
დიახ
-
ხმის აქტიური ჩახშობა
დიახ
-
აუდიო კოდეკი
SSC (Samsung Scalable Codec),AAC,SBC
-
Bluetooth ვერსია
Bluetooth v5.2
-
Bluetooth პროფილი
A2DP,AVRCP,HFP
-
ავტომატური გადართვა
დიახ
-
ჰოლის სენსორი, მიახლოების ინფრაწითელი სენსორი, სენსორული პანელი
-
ყურსასმენის ზომა (HxWxD, mm)
19.2 x 17.1 x 22.2 მმ
-
ყურსასმენის წონა (g)
5.6 გრ
-
ჩასადების ზომა (HxWxD, mm)
50.0 x 50.0 x 27.7 მმ
-
ქეისის წონა (g)
40 გრ
-
საუბრის დრო/ხმოვანი ზარი
4/14 სთ-მდე(ANC Off), 3.5/13 სთ-მდე(ANC On)
-
აუდიოს დაკვრის დრო
8.5/30 სთ-მდე(ANC Off), 6/21 სთ-მდე(ANC On)
-
ელემენტის მოცულობა (mAh, ტიპური)
60 mAh
-
ელემენტის მოცულობა (ჩასადები, ტიპური)
479 mAh
-
SmartThings Find
დიახ
-
Bixby-ის ხმოვანი გაღვიძება
დიახ
ბოლოს ნანახი