Samsung-ისა და მუსია ქებურიას კოლაბორაცია
სამყაროში, სადაც ტექნოლოგია და კრეატიულობა სულ უფრო მეტად არის გადაჯაჭვული, Samsung-ი აგრძელებს საზღვრების გადალახვას, ტექნოლოგიური ინოვაციების მხატვრულ გამოხატულებასთან შერწყმით. ჩვენი კოლაბორაცია ქართველ, თანამედროვე ხელოვანთან - მუსია ქებურიასთან, შესანიშნავად ასახავს ამ სინერგიას. ერთობლივად შექმნილი პროექტით მოვიცავთ აქტუალურ თანმედროვე თემებს: ხელოვნური ინტელექტი ანუ Galaxy AI, ინკლუზიურობა და მოდა. კოლაბორაციის ფარგლებში, სამსუნგის უახლესი დასაკეცეკრანიანი სმარტფონის, Galaxy Z Flip6 -ის გამჭვირვალე ქეისისთვის, მუსიას შესრულებით შეიქმნა სამი სხვადასხვა დიზაინის ბარათი და ამავე დიზაინის wallpaper-ები. ეს ექსკლუზიური დიზაინები უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში. სპეციალური ბარათი თავსდება Galaxy Z Flip6-ის ქეისში, ხოლოდ მასზე არსებული QR კოდიდან - მომხმარელებს შეუძლია გადმოტვირთოს ფონი შიდა და გარე ეკრანებისთვის.
რატომ აირჩია Samsung-მა ეს თემები და როგორ ასახავს ისინი ჩვენს ხედვას მომავლის შესახებ?
Galaxy AI: ხელოვნური ინტელექტი, როგორც ყოველდღიურობის ნაწილი
Samsung-ის მიდგომა ხელოვნური ინტელექტისადმი უფრო მეტია, ვიდრე უახლესი ტექნოლოგია; ის ორიენტირებულია ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ჩვენი მოწყობილობები გახდა უფრო ჭკვიანი, ინტუიციური და პერსონალიზებული. "Galaxy AI"-ის თემა ასახავს ამ არსს, აჩვენებს, თუ როგორ ერწყმის AI ყოველდღიურ რუტინას, გარდაქმნის სმარტფონებს ინტელექტუალურ კომპანიონად, რომელსაც ესმის, სწავლობს და ადაპტირდება შენი სურვილების შესაბამისად.
Galaxy AI-ის თემაზე მუსია ქებურიას მიერ შექმნილი ნამუშევარი, შთაგონებულია Galaxy-ისა და ადამიანის შემოქმედებითობის დინამიური ურთიერთობიდან. დიზაინი აერთიანებს სამსუნგის გლობალურ AI სიმბოლოებს, გალაქტიკასა და აბსტრაქტულ ნიმუშებს, რაც ხელოვნური ინოვაციის უსაზღვრო შესაძლებლობების სიმბოლოა.
ინკლუზიურობა: სამყარო ბარიერების გარეშე
Samsung-ში ინკლუზიურობა უფრო მეტია, ვიდრე ვალდებულება - ეს არის ფუნდამენტური პრინციპი. ინკლუზიურობის თემა ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ყოველდღიურობაში და ღრმად გვწამს, რომ ყველა იმსახურებს თანაბარ წვდომას იმ უპირატესობებზე, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებს მოაქვს.
ამ თემატიკაზე შექმნილი მუსიას დიზაინი ხაზს უსვამს მრავალფეროვნების ერთიანობას. განსხვავებული ფორმები და ცოცხალი ფერები წარმოადგენს ადამიანებისა და აზრთა სხვადასხვაობებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან და ქმნიან შეკრულ მთლიანობას. ნამუშევრის თითოეული ნაწილი ასახავს ინდივიდუალურობის სილამაზეს საერთო ციფრულ სივრცეში - ისევე როგორც Samsung-ის პროდუქტები, რომლებიც შექმნილია საჭიროებებისა და პრეფერენციების ფართო სპექტრისთვის. ეს ილუსტრაცია გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას გადალახოს ფიზიკური თუ ვიზუალური ბარიერები და გააერთიანოს ადამიანები.
მოდა: სადაც სტილი ხვდება ინოვაციას
Galaxy Z Flip6 წარმოადგენს სტილისა და ინოვაციის სრულყოფილ შერწყმას. თავისი დახვეწილი დიზაინითა და დასაკეცი ფორმით, ის წარმოადგენს სმარტფონების ინდუსტრიის განსხვავებულ სტილსა და ხედვას, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოხატონ საკუთარი თავი და ისიამოვნონ უახლესი ტექნოლოგიებით.
მოდის თემისთვის მუსია ქებურიამ შექმნა ნამუშევარი, რომელიც ეხმიანება ახალგაზრდულ, თაობა Z-ისთვის დამახასიათებელ თავისუფალ სტილსა და მრავალფეროვნებას, რომელიც Galaxy Z სერიის იდეური გამომსახველობაა.
სამსუნგის ფოკუსირება მოდასა და სტილზე არ არის მხოლოდ ესთეტიკა - ეს არის იდეა, რომ სმარტფონის საშუალებით ადამიანებმა საკუთარი თავის გამოხატვის თავისუფლება მიიღონ. Z Flip6, თავისი კონფიგურირებადი ქეისებით, გამორჩეული დიზაინითა და საინტერესო ფერებით, წარმოადგენს ტექნოლოგიისა და პირადი სტილის სრულყოფილ კომბინაციას.
მუსია ქებურია
მუსია ქებურია, ქართველი არტისტი , 2008 წლიდან მოღვაწეობს ხელოვნების სფეროში. მუსია კრიტიკულად იკვლევს ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს. მისი ხელოვნება მუდმივი სრულყოფისკენ სწრაფვაა, რომელიც ახალ სტილებსა და გამოხატვის ფორმებს, ასევე უსასრულო განვითარებისთვის ახალი გზების პოვნას ემსახურება.