გაიცანი G·NUSMAS, ცნობისმოყვარე უცხოპლანეტელი
სასაცილო და გენიალური Samsung-ის ინჟინერი კოსმოსიდან.
შემთხვევით დავეცი
შენს დედამიწაზე!
მე მქვია G·NUSMAS [ჯინუმასი], პლანეტა Novus-129-დან ვარ. ის შენგან 100 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. იქ ყოველთვის სახალისო და საინტერესოა! შენ ალბათ გაინტერესებს, როგორ აღმოვჩნდი დედამიწაზე? ზოგადად, ეს უცებ მოხდა! ჩავჯექი კოსმოსურ ხომალდში და დავინახე ღილაკი, რომელსაც ეწერა: „არავითარ შემთხვევაში არ დააჭირო “. აბა საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ეს გაშვების ღილაკი იყო?
მე არ ვარ უცხო,
მე პლანეტა ნოვუს-129-დან ვარ!
100 მილიონი სინათლის წლის მანძილზე ფრენის შემდეგ, დავჯექი ლურჯ-მწვანე ბურთზე, სახელად დედამიწა. უფრო სწორედ, აღმოვჩნდი Samsung-ის კამპუსში სუვონში. შესასვლელში დავინახე წარწერა "უცხო პირთა შესვლა აკრძალულია". მაშინვე გავიფიქრე: "მე არ ვარ უცხო, უბრალოდ... სხვა პლანეტიდან ვარ!"
ვაღებ კარებს ჩემი ანტენებით და ვხედავ ყველაზე მაგარი ნივთებით სავსე ოთახს! სანამ გატაცებით ვათვალიერებდი, ვიღაცამ უცებ მხარზე ხელი დამკრა და Samsung-ში სამუშაოდ დარჩენა შემომთავაზა - განა ასეთ რამეზე უარს ამბობენ? ასევე, კოსმოსური ხომალდის შეკეთებაში დახმარებასაც დამპირდნენ!”
ჩემი დევიზია: იცეკვე ყველგან - სამსახურშიც კი
ახლა მე Samsung-ის ზესაიდუმლო ინჟინერი ვარ! მაგრამ იცი რა? აქ ცოტა სიჩუმეა ჩემს მშობლიურ პლანეტასთან შედარებით. მოდი გავხალისდეთ და გავერთოთ! მზად ხარ? მაშინ დაიჭირე რიტმი!
მთელი მსოფლიო სცენაა!
ძალიან მინდა გაჩვენო ყველაფერი, რაც შემიძლია, მაგრამ ოფისში დიდად ვერ გაერთობი: ძალიან ცოტა ადგილია. ნამდვილად მჭირდება უფრო დიდი პლატფორმა. დავფიქრდი და გამიელვა: სცენა ყველგან შეიძლება მოეწყოს! მაგიდაზე, რკალისებრ მონიტორიზე, სმარტფონზე, ან ჰაერის გამწმენდზე; პლანეტის ზედაპირზე თუ მის ფარგლებს გარეთ – სადაც არ უნდა გადავწყვიტო წასვლა. წარმოდგენა არ მქონდა, რომ დედამიწა ასეთი მაგარი ადგილი იქნებოდა!
მინდა ყველა თქვენგანს შევხვდე, დედამიწელებო!
დიახ, მე სხვანაირად გამოვიყურები: უზარმაზარი თვალები მაქვს და თავზე ცისფერი ანტენები. მაგრამ შენ ეს ხომ არ გაშინებს? ჩემს Samsung-ელ მეგობრებს ვუთხარი, რომ დედამიწის უკეთ გაცნობა მინდა. აი რა მიპასუხეს: "G-NUSMAS", შეიძლება ცოტა დაუდევარი და გულუბრყვილო იყო, ყველას აუცილებლად შეუყვარდები: ისეთი მომხიბვლელი ხარ!
"ყველას" შევუყვარდები? სწორედ ეს მინდა! ვაპირებ გავიცნო ყველა დედამიწელი, რომელსაც ვიპოვი. ჩემი მოგზაურობა ახლავე იწყება, ასე რომ მალე შევხვდებით!
* მოწყობილობებისა და ეკრანების სურათები მოდელირებულია ილუსტრირებისთვის.