Galaxy Tab S10 Ultra Book Cover კლავიატურა — AI ღილაკით
EF-DX925UBRGRU
დაასკანერე QR კოდი სმარტფონით და მოათავსე ობიექტი შენს სივრცეში
სპეციფიკაციები
AI-ზე სწრაფი წვდომის ღილაკი
Galaxy AI ღილაკი AI ხმოვანი ასისტენტის, Bixby-ს ან Gemini-ს მომენტალურად გააქტიურების საშუალებას მოგცემს. უბრალოდ შეეხე სპეციალურ ღილაკს და დაუსვი AI ხმოვან ასისტენტს ნებისმიერი შეკითხვა — სულ ეს არის.
*გამოსახულება სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით.**Galaxy AI ღილაკის ფუნქცია ხელმისაწვდომია Galaxy Tab S10 სერიის და Tab S9 სერიის მოდელებზე.***Galaxy Tab S9 და Tab S9FE მოდელებზე Galaxy AI ღილაკის ფუნქციების გამოყენებისთვის საჭიროა One UI 7.0 ან უფრო ახალი ვერსია. შესაძლოა საჭირო გახდეს One UI-ს განახლება.****Bixby-ს და Gemini-ს ფუნქციების გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი.*****სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის, ენის და მოწყობილობის მოდელის მიხედვით. საჭიროა Google Account-ზე ავტორიზაცია. მომხმარებლებს შესაძლოა დასჭირდეთ Google Gemini აპლიკაციის უახლეს ვერსიამდე განახლება. Gemini გახლავთ Google-ის სავაჭრო ნიშანი. Gemini-ს ხმოვანი ასისტენტის ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ მოწყობილობებზე და ქვეყნებში — გაააქტიურე Gemini შენი Google ხმოვანი ასისტენტის მეშვეობით ან ჩამოტვირთე Gemini-ს აპლიკაცია. მახასიათებლის ხელმისაწვდომობა და ფუნქციები დამოკიდებულია კონკრეტულ აპლიკაციებზე, კონტენტზე და მოწყობილობის პარამეტრებზე.
გადაერთე დესკტოპ-კომპიუტერის რეჟიმზე მხოლოდ ერთი შეხებით
Book Cover კლავიატურის მეშვეობით შეძლებ მარტივად შეასრულო სასურველი დავალებები. სრული ზომის ღილაკების, ფუნქციური ღილაკების და სენსორული პანელის ერთიანობა DeX რეჟიმთან საშუალებას მოგცემს მხოლოდ ერთი შეხებით გადაერთო დესკტოპ რეჟიმზე.
*გამოსახულება სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით.**თავსებადია Samsung Galaxy Tab S10 Ultra, S10 Plus, S9 Ultra, S9 Plus, S9, S9 FE. Galaxy Tab S10 Ultra, S10 Plus, S9 Ultra, S9 Plus, S9, S9 FE მოწყობილობებთან. შესაძლებელია Book Cover კლავიატურის მაქსიმუმ 3 მოწყობილობასთან დაკავშირება Bluetooth-ის მეშვეობით.***ფუნქციები და ღილაკების განლაგება განსხვავდება მოდელის და ენის მიხედვით.
*გამოსახულება სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით.**თავსებადია Samsung Galaxy Tab S10 Ultra, S10 Plus, S9 Ultra, S9 Plus, S9, S9 FE. Galaxy Tab S10 Ultra, S10 Plus, S9 Ultra, S9 Plus, S9, S9 FE მოწყობილობებთან. შესაძლებელია Book Cover კლავიატურის მაქსიმუმ 3 მოწყობილობასთან დაკავშირება Bluetooth-ის მეშვეობით.***ფუნქციები და ღილაკების განლაგება განსხვავდება მოდელის და ენის მიხედვით.
მაგრდება მაგნიტით, იხსნება მარტივად
მაგნიტური დიზაინის მეშვეობით მარტივადაა შესაძლებელი უკანა საფარის შენს მოწყობილობაზე დამაგრება და მოხსნა, მისი პერსონალიზების მიზნით. მოხსენი ან დაამაგრე ის შენი სურვილისამებრ და მოარგე აქსესუარი შენს საჭიროებებს.
*პროდუქტები იყიდება ცალკე.**ფუნქციები და ღილაკების განლაგება განსხვავდება მოდელის და ენის ტიპის მიხედვით.
სიმარტივე 150°-ით
Book Cover კლავიატურა გთავაზობს უფრო მეტ თავისუფლებას 150°-ით რეგულირებადი კუთხის მეშვეობით. მარტივად მოათავსე მოწყობილობა სასურველ პოზიციაში და დაკავდი სასურველი საქმიანობით, იქნება ეს ელ. წერილების გაგზავნა, ბლოგის სტატიების კითხვა, სწავლა თუ სხვა.
*გამოსახულება სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით. რეალური UX/UI შესაძლოა განსხვავებული იყოს.**ფუნქციები და ღილაკების განლაგება განსხვავდება მოდელის და ენის ტიპის მიხედვით.
გააუმჯობესე შენი პროდუქტიულობის დონე უსადენო კავშირით გაზიარების შესაძლებლობის მეშვეობით
კლავიატურის უსადენო კავშირით გაზიარების (Wireless Keyboard Sharing) ფუნქციის მეშვეობით შეძლებ მარტივად დაუკავშირდე შენს სხვა Galaxy მოწყობილობებს და მართო ან გამოიყენო ისინი. მარტივად გადაერთე სხვადასხვა მოწყობილობაზე და გამოიყენე შენი სმარტფონი შენი პლანშეტის მსგავსად.
*პროდუქტები იყიდება ცალკე.**გამოსახულება სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით. რეალური UX/UI შესაძლოა განსხვავებული იყოს.***კლავიატურის უსადენო კავშირით გაზიარების ფუნქცია ხელმისაწვდომია One UI 3.1 ან უფრო ახალი ვერსიის მქონე Galaxy სმარტფონებზე და One UI 2.5 ან უფრო ახალი ვერსიის მქონე Galaxy Tab მოწყობილობებზე, რომლებიც Book Cover კლავიატურას უკავშირდება POGO-ს მეშვეობით.****კლავიატურის უსადენო კავშირით გაზიარების ფუნქციის გასააქტიურებლად ორივე მოწყობილობა რეგისტრირებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიშით. წარმადობა განსხვავდება მომხმარებლის ინტერნეტთან დაკავშირების პირობების მიხედვით.*****კლავიატურის უსადენო კავშირით გაზიარების ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 მოწყობილობაზე.******კლავიატურის უსადენო კავშირით გაზიარების ფუნქციის გააქტიურება შესაძლებელია შემდეგ ჩანართებზე გადასვლით: პარამეტრები (Settings) > მართვა (General Management) > ფიზიკური კლავიატურა (Physical Keyboard) >კლავიატურის უსადენო კავშირით გაზიარება (Wireless Keyboard Sharing).
მახასიათებლები
-
ინტერფეისი
POGO
-
კლავიშების რაოდენობა
80
-
სანსორული პანელი
Touch Pad
-
თავსებადი მოდელები
Galaxy Tab S10 Ultra, Galaxy Tab S9 Ultra
-
ზომა (სიგანეxსიმაღლეxსიღრმე)
216.5x327x13.9 მმ
-
წონა
670 გ
-
შავი
-
Book Cover კლავიატურა — AI ღილაკი
ხშირად დასმული შეკითხვები
ბოლოს ნანახი