შენი სმარტფონის შეცვლა გსურს?
გადმოდი Galaxy-ზე უმარტივესად.
გადაცვალე შენი სმარტფონი დღესვე
მარტივად განახორციელე შენი ძველი სმარტფონი trade-in უახლეს Galaxy-ზე და დაზოგე თანხა.1
გამოსცადე Galaxy შენს სმარტფონზე
გამოცადე Galaxy-ს უპირატესობები
- Galaxy AI, Smart Switch, კონფიდენციალურობის დაცვა და სხვა.
ყველაფერი მოწყობილობის შეცვლასთან დაკავშირებით
გიჭირს მოწყობილობის შეცვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება?
ნუ იყოყმანებ, ეს ხომ ასე მარტივია
რატომ არის Galaxy იდეალური შენთვის
Galaxy მოწყობილობების შედარება11,12
შეადარე
ნახე 360˚-ში
Galaxy შენთვის
ხშირად დასმული კითხვები
არის თუ არა შესაძლებელი კონტაქტების და ფოტოების გაზიარება iPhone-ზე?
Quick Share-ის მეშვეობით შეძლებ მარტივად გადაიტანო ფაილები, მონაცემები და კონტენტი iOS მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე.
Quick Share -ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://117.p.syniva.es/ge/apps/quick-share/12
როგორ ხდება აპლიკაციების და მონაცემების გადატანა iPhone-იდან Android-ზე?
Samsung Smart Switch-ის მეშვეობით შესაძლებელია ფოტოების, ვიდეოების, კონტაქტების, აპლიკაციების, კალენდრის გრაფიკების სარეზერვო ასლის შექმნა და აღდგენა სწრაფად და მარტივად. მონაცემების გადატანა ასევე შესაძლებელია კაბელის გამოყენების გარეშეც, უსადენო კავშირის მეშვეობით. გახსენი Smart Switch Mobile მიმღები Galaxy მოწყობილობის პარამეტრებში ან ჩამოტვირთე Smart Switch Mobile აპლიკაცია Galaxy Store-იდან. უსადენო კავშირით გადატანის შემთხვევაში, ჩამოტვირთე Smart Switch iOS მოწყობილობებისთვის შენს iPhone-ზე ან iPad-ზე App Store-იდან. iOS მოწყობილობიდან უსადენო კავშირით შესაძლებელია კონტაქტების, გალერეის, ვიდეოების, კალენდრის და შეხსენებების გადატანა.
როგორ ხდება მომხმარებლების დაცვა Galaxy-ს უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის ფუნქციებით?
Samsung Knox-ის მიერ ხდება ოპერაციული სისტემის შემოწმება პოტენციური საფრთხეების მონიტორინგის გზით. აპარატურით უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ფუნქციების მქონე უსაფრთხოების პლატფორმა, Samsung Knox წინასწარაა დაინსტალებული Samsung-ის მობილურ მოწყობილობებზე, მათ შორის სმარტფონებზე, პლანშეტებს და ტარებად მოწყობილობებზე. Knox Vault ახდენს PIN კოდების, პაროლების და სხვა პირადი ინფორმაციის ფიზიკურ იზოლირებას, რათა ჰაკერებმა ვერ შეძლონ მათზე წვდომის მოპოვება. ხდება შენი ნებისმიერი ინფორმაციის უსაფრთხოდ შიფრირება, იქნება ეს საბანკო მონაცემები, ფოტოები თუ შეტყობინებები. გარდა ამისა, უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის ფუნქციების მეშვეობით შეძლებ შეამოწმო, თუ რომელი აპლიკაცია ცდილობს შენს მონაცემებზე წვდომას და შემდეგ მოახდინო შენი პარამეტრების შესაბამისად პერსონალიზება. Galaxy AI საშუალებას გაძლევს დაუშვა მონაცემების დამუშავება AI სერვისებისთვის მხოლოდ მოწყობილობაზე და შეზღუდო AI-ზე წვდომა სერვერიდან (ქლაუდიდან).
როგორია Samsung Galaxy სმარტფონების კამერის და გეიმინგის სპეციფიკაციები?
გარდა Galaxy სმარტფონებს შორის ყველაზე მაღალი რეზოლუციის, 200MP-იანი კამერისა, Galaxy S24 Ultra აღჭურვილია ხმაურის შემცირების და ფერების მაღალი სიზუსტით ასახვის შესაძლებლობებით. Galaxy AI-ს მეშვეობით ხდება ღამის რეჟიმით გადაღებული სურათების უფრო ეფექტურად დამუშავება Galaxy S24 Ultra-ზე, გარდა ამისა, ის აღჭურვილია 10M 3x telephoto, 50MP 5x telephoto, 12MP ულტრაფართო და 12MP სელფის კამერის ლინზებითა და ფუნქციებით. Galaxy-ს AI ფუნქციების მეშვეობით რედაქტირების პროცესი გრძელდება სურათის გადაღების შემდეგაც კი. Generative AI ფუნქცია საშუალებას გაძლევს უმარტივესად გადააადგილო და წაშალო სურათზე ასახული ობიექტები და შეავსო ცარიელი ფონი.
რამდენად მძლავრია Samsung Galaxy სმარტფონების ელემენტი?
Galaxy S სერიის უახლესი მოდელი Galaxy S24 Ultra აღჭურვილია Galaxy სმარტფონებს შორის ყველაზე მძლავრი ელემენტით. Galaxy S24 Ultra-ს 5000mAh (ტიპური) ელემენტი იმდენად დიდხანს ძლებს, რომ შესაძლებელია ვიდეოების 30 საათის განმავლობაში ყურება ან მუსიკის 95 საათის განმავლობაში მოსმენა. ახალი თაობის აპლიკაციის პროცესორი გაუმჯობესებული არქიტექტურით უზრუნველყოფს ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობის და ეფექტურობის გაუმჯობესებას Samsung Galaxy სმარტფონებზე.
*აქ წარმოდგენილი ნებისმიერი სპეციფიკაცია და აღწერა შესაძლოა განსხვავდებოდეს პროდუქტის რეალური სპეციფიკაციებისგან და აღწერისგან. Samsung იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დოკუმენტში და აქ აღწერილ პროდუქტში ნებისმიერ დროს, ცვლილების შესახებ შეტყობინების ვალდებულების გარეშე. წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია ფუნქციების, სერვისების, სპეციფიკაციების, GUI-ს და სხვა პროდუქტების შესახებ, რაც მოიცავს სულ მცირე ინფორმაციას პროდუქტის უპირატესობების, დიზაინის, ფასის, შემადგენელი კომპონენტების, ფუნქციონირების, ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობების შესახებ, ექვემდებარება ცვლილებას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ეკრანზე გამოსახული კონტენტი წარმოადგენს სიმულირებულ გამოსახულებებს და მოცემულია მხოლოდ სადემონსტრაციო მიზნით.
*ზოგიერთი სპეციფიკაცია და ფუნქცია არ არის ხელმისაწვდომი კონკრეტულ Galaxy მოწყობილობებზე. კონკრეტული პროდუქტის სპეციფიკაციების და ფუნქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია თითოეული Galaxy პროდუქტის საინფორმაციო გვერდზე.
*ზოგიერთი AI ფუნქციის გამოყენებისთვის საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია.
*Samsung არ გასცემს რაიმე დაპირებას, გარანტიას ან მტკიცებულებას AI ფუნქციების მეშვეობით მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის, სისრულის და სანდოობის შესახებ.
*Galaxy AI ფუნქციების ხელმისაწვდომობა განსხვავდება რეგიონის/ქვეყნის, ოპერაციული სისტემის/One UI-ს ვერსიის, მოწყობილობის მოდელის და მობილური ოპერატორის მიხედვით..
*Galaxy AI ფუნქციები 2025 წლის ბოლომდე უფასოდ იქნება მიწოდებული Samsung Galaxy მოწყობილობებზე. მესამე მხარის მიერ მოწოდებული AI ფუნქციებისთვის შეიძლება მოქმედებდეს განსხვავებული პირობები.
*Galaxy AI-ს გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს არასრულწლოვანთათვის იმ რეგიონებში, სადაც მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა AI-ს გამოყენებასთან დაკავშირებით.
1. მოდელზე მოქმედებს trade-in პროგრამა. Trade-in-თან დაკავშირებით მითითებული თანხა გახლავთ შესაბამისი iphone xx-ის ამ საიტის მეშვეობით გადაცვლის შემთხვევაში მიღებული თანხა. თანხის ოდენობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოდელის და მდგომარეობის მიხედვით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანი წესებს და პირობებს.
2. Android™ მოწყობილობებზე ფაილების კაბელით გადატანისთვის, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე. ფაილების გადატანა შესაძლებელია კაბელის გარეშეც, უსადენო კავშირით. Android™ მოწყობილობებზე ფაილების უსადენო კავშირით გადატანისთვის, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე. გახსენი Smart Switch Mobile მიმღები Galaxy მოწყობილობის პარამეტრებში ან ჩამოტვირთე Smart Switch Mobile აპლიკაცია Galaxy Store-იდან. მონაცემები და კონტენტი, რომლის გადატანაც შესაძლებელია, შესაძლოა განსხვავდებოდეს გადატანის მეთოდის მიხედვით.
3. iOS მოწყობილობებიდან ფაილების კაბელით გადატანისთვის, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა iOS 5 ან უფრო ახალ ვერსიაზე. ფაილების გადატანა შესაძლებელია კაბელის გარეშეც, უსადენო კავშირით ან iCloud-ით. უსადენო კავშირის გამოყენების შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა - iOS 12 ან უფრო ახალ ვერსიაზე. iCloud-ით გადატანის შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა - iOS 5 ან უფრო ახალ ვერსიაზე. გახსენი Smart Switch Mobile მიმღები Galaxy მოწყობილობის პარამეტრებში ან ჩამოტვირთე Smart Switch Mobile აპლიკაცია Galaxy Store-იდან. უსადენო კავშირით გადატანის შემთხვევაში, ჩამოტვირთე Smart Switch iOS მოწყობილობებისთვის შენი iPhone-ის ან iPad-ის App Store-იდან. მონაცემები და კონტენტი, რომლის გადატანაც შესაძლებელია, შესაძლოა განსხვავდებოდეს გადატანის მეთოდის მიხედვით.
4. Smart Switch-ის მეშვეობით მონაცემთა ნაკრებების დიდი რაოდენობის ერთიანად გადატანისას რეკომენდებულია კაბელის გამოყენება.
5. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს განათების და/ან გადაღების პირობების მიხედვით, რაც მოიცავს ფოკუსს გარეთ მყოფ რამდენიმე ან მოძრავ სუბიექტებს.
6. ოპტიკური ხარისხის ზუმისთვის გამოიყენება Adaptive Pixel სენსორი.
7. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს განათების და/ან გადაღების პირობების მიხედვით, რაც მოიცავს ფოკუსს გარეთ მყოფ რამდენიმე ან მოძრავ ობიექტებს. AI Zoom გამოიყენება ციფრული ზუმის სიგრძეებს შორის მანძილებისთვის. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
8. Photo Assist-ის Generative Edit ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Generative Edit ფუნქციის მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 12MP-მდე. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ს მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია წყლის ნიშანი. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული.
9. Arena Breakout ⓒ Proxima Beta Pte. Limited. All Rights Reserved. All other trademarks, logos, and copyrights are property of their respective owners. Available for purchase in Samsung Galaxy Store and other app stores in select countries.
10. მხოლოდ Samsung-ის სმარტფონებისთვის. რეალური წარმადობა დამოკიდებულია მოხმარების პირობებზე, გარემოზე და წინასწარ დაინსტალებულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპლიკაციებზე.
11. ფერების ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და ოპერატორის მიხედვით.
12. ონლაინ ექსკლუზიური ფერები ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung.com-ზე.
13. ხელმისაწვდომია მოწყობილობებზე, რომლებზეც დაინსტალებულია One UI 2.1 ან უფრო ახალი ვერსია და Android OS 10 (Q OS) ან უფრო ახალი ვერსია. მხარდაჭერილი PC-ები მოიცავს Galaxy Books-ს, მათ შორის Qualcomm-ზე მომუშავე PC-ებს, რომელიც გამოშვებულია 2020 წელს ან უფრო გვიან და სხვა მწარმოებლების Windows PC-ებს, რომლებშიც ინტეგრირებულია Intel Bluetooth/Wi-Fi დრაივერები (OS: Windows 10 2004 ან უფრო ახალი ვერსია, Bluetooth დრაივერი: Intel 22.50.02 ან უფრო ახალი ვერსია, Wi-Fi დრაივერი: Intel 22.50.07 ან უფრო ახალი ვერსია). Quick Share ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Bluetooth და Wi-Fi კავშირის ქონა. მოწყობილობების რაოდენობა, რომლებზეც ერთდროულადაა შესაძლებელი ფაილების გაზიარება Quick Share ფუნქციის გამოყენებით, შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ მოწყობილობის Wi-Fi ჩიპის მიხედვით, რომლიდანაც ხდება გაზიარება. გაზიარების რეალური სიჩქარე შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის, ქსელთან კავშირის ხარისხის და მომხმარებლის გარემო პირობების მიხედვით.Quick Share ფუნქციის გამოყენება თავსებად iOS და Android მოწყობილობებზე შესაძლებელია ბმულის გაგზავნით: ერთი გაზიარებული ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10GB-ს (დღეში შესაძლებელია ჯამში 10GB მოცულობის ფაილების გაგზავნა), ხოლო ბმული გაუქმდება ორი დღის შემდეგ; გამგზავნ მოწყობილობაზე გააქტიურებული უნდა იყოს Samsung account და ინტერნეტთან წვდომა უნდა ქონდეს როგორც მიმღებ, ისე გამგზავნ მოწყობილობას.
პროდუქციის რეგისტრაცია
Quick and easy product registration..
Receive up-to-date personalized services and tips.
Enter your Serial Number/IMEI
Scan the QR code on your products for easy registration.
* This feature can only be supported on Samsung Home Appliances and non-smart B2C monitors.
Enter your Serial Number/IMEI
Quick and easy product registration.
Product registration is almost complete!!
You've entered a valid S/N or IMEI. Now select the model of your product.
შემოთავაზებული ვარიანტები
Galaxy Book3 Ultra
SM-G996BZKGEUA
Serial Number: R3CR508WNAH
The device you are currently using does not support the camera function.
Please try again with a different device.