გაიგე რა არის ახალი One UI 6-ში

One UI 6-ს გააჩნია ახალი მახასიათებლები, რომლებიც საშუალებას გაძლევს მარტივად შეასრულო საჭირო მოქმედებები. მოახდინე შენი ყოველდღიურად გამოყენებული ფუნქციების პერსონალიზაცია. იყავი უფრო პროდუქტიული. ამ ყველაფერთან ერთად, არ იღელვო შენი მონაცემების უსაფრთხოებაზე.

Galaxy AI

აქციე მარტივი ჩანახატები საოცარ სურათებად [6.1.1]

 

დაიწყე მარტივი ნახატით, აირჩიე შენი სტილი და მიეცი საშუალება AI-ს გარდაქმნას ის შთამბეჭდავ ხელოვნების ნიმუშად. Sketch to Image ფუნქცია ხელმისაწვდომია Samsung Notes, Photo Editor, Smart Select აპლიკაციებში და Edge პანელებში.1

შექმენი უნიკალური პორტრეტები [6.1.1]

 

AI-თ გენერირებული პორტრეტის სტილების მრავალფეროვანი ასორტიმენტის საშუალებით შეძლებ შექმნა საკუთარი ან სხვა პირის პროფილის სურათი „კონტაქტების“ აპლიკაციისთვის, ან გამოიყენო Photo Editor და სრულიად გარდაქმნა ნებისმიერი ფოტო, რომელზეც სახეა გამოსახული.2

მიეცი საშუალება შენს სმარტფონს წეროს შენს მაგივრად [6.1.1]

 

როდესაც გსურს რაიმეს დაწერა, მაგალითად ტექსტური შეტყობინების, ელ. წერილის ან სოციალური მედიის პოსტის, Samsung Keyboard-ის ახალი ფუნქციის, Composer-ის მეშვეობით შეიყვანე მოკლე მითითება ან ტექსტის მოკლე შინაარსი, დანარჩენს კი AI გააკეთებს.3, 4

თარგმნე სატელეფონო საუბარი უფრო მეტ აპლიკაციაში [6.1.1]

 

უბრალოდ ისაუბრე ტელეფონით და მიიღე დიალოგის თარგმანი რეალურ დროში, რაც დაგეხმარება ენობრივი ბარიერების გადალახვაში. Samsung Phone აპლიკაციის გარდა, რეალურ დროში თარგმანის ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია სხვა მხარდაჭერილ აუდიოზარის აპლიკაციებში, მაგალითად Google Meet-ში. სატელეფონო ზარის დროს დიალოგის თარგმნის დასაწყებად შეეხე სწრაფი წვდომის პანელში არსებულ ღილაკს Live Translate.4, 5

თარგმნე ვებგვერდების სურათებზე მოცემული ტექსტები [6.1.1]

 

თარგმნე მთლიანი ვებგვერდი შენს ენაზე Samsung Internet აპლიკაციაში ვებგვერდის თარგმნისას ხდება გვერდზე მოცემული მთლიანი ტექსტის თარგმნა, იქნება ეს ტექსტური ფორმატის კონტენტი თუ სურათზე ან ფოტოზე დატანილი ტექსტი.4

თარგმნა „მოსმენის“ რეჟიმში [6.1.1]

 

Interpreter-ის ახალი ფუნქციის, „მოსმენის“ რეჟიმის მეშვეობით შეძლებ შენს ენაზე თარგმნო ცალმხრივი კომუნიკაცია, როგორიცაა ლექცია ან პრეზენტაცია.4

გადააქციე ხმოვანი ჩანაწერები ტექსტურ ჩანაწერებად [6.1.1]

 

Samsung Notes-ის გამოყენებით ჩანაწერების გაკეთება უმარტივესადაა შესაძლებელი, ამის გაკეთებას შენი ხმის მეშვეობითაც კი შეძლებ. ახლა უკვე შესაძლებელია ხმოვანი ჩანაწერების ტექსტურ ჩანაწერებად გადაქცევა, შემდეგ კი ამ ტექსტის მოკლე შინაარსის მიღება, რედაქტირება და ა.შ.4, 6

თარგმნე და შექმენი PDF ფაილის ტექსტის მოკლე შინაარსი [6.1.1]

 

Note Assist-ის თარგმნის და რეზიუმირების ფუნქციების გამოყენება ახლა უკვე PDF ფაილებისთვისაცაა შესაძლებელი, მათი ჩანაწერების ფორმატში კონვერტირების გარეშე. ნათარგმნი ტექსტი გამოჩნდება ფაილის ორიგინალ PDF ფორმატში.4, 7

Voice Recorder აპლიკაციის ენის ავტომატურად ამოცნობის ფუნქცია [6.1.1]

 

Transcript Assist ფუნქციის მეშვეობით შეძლებ შეხვედრების, ლექციების, ხმოვანი და სხვა ჩანაწერების ტექსტური ვერსიების შექმნას. ახლა უკვე შესაძლებელია შენი ჩანაწერის ენის ავტომატურად ამოცნობა, შესაბამისად, შეგიძლია გამოტოვო ენის არჩევის ეტაპი და პირდაპირ ტრანსკრიპციის საფეხურზე გადახვიდე.4, 8

ხმოვანი ჩანაწერების და ტრანსკრიპტების რედაქტირების შესაძლებლობა [6.1.1]

 

Voice Recorder-ის მეშვეობით ტრანსკრიპტის გენერირების შემდეგ შეძლებ მიღებული ტექსტის რედაქტირებას, შეცდომების შესწორებას, ზედმეტი ტექსტების წაშლას ან გამოტოვებული ტექსტების დამატებას. გარდა ამისა, შესაძლებელია ხმოვანი ჩანაწერის რედაქტირება და ზედმეტი ნაწილების ჩამოჭრაც.4, 8

გააცოცხლე სურათები Live ეფექტების მეშვეობით [6.1.1]

 

მოარგე გასაოცარი კინემატოგრაფიული ეფექტები შენს ფოტოებზე ასახულ ადამიანებს და ცხოველებს და მიიღე მაქსიმალურად რეალისტური კადრები.9

ავტომატური ზუმი Flex რეჟიმში [6.1.1]

 

მიიღეთ იდეალური კადრები Flexრეჟიმში AI-ით მხარდაჭერილი ზუმის ავტომატური რეგულირების ფუნქციის მეშვეობით.  კადრის ოპტიმიზაციის მიზნით, ავტომატური ზუმის ფუნქცია ახდენს გამოსახულების მასშტაბირებას ობიექტამდე მანძილის შესაბამისად.10, 11, 12

მარტივად შეინახე და გააზიარე Instant slow-mo ფუნქციით გადაღებული ვიდეოები [6.1.1]

 

Instant slow-mo ვიდეოს ყურების შემდეგ შეძლებ შეინახო ვიდეოს შენ მიერ შენელებული ნაწილი. ვიდეოს გაზიარებისას ასევე შესაძლებელი იქნება იმ მონაკვეთის გაზიარებაც, რომელსაც ბოლოს უყურე შენელებულ რეჟიმში.13, 14

რეკომენდებული მოქმედებები Smar Select-ისთვის [6.1.1]

 

იმოქმედე სწრაფად, შენი მოწყობილობის ეკრანზე გამოსახული კონტენტის შესაბამისად. Smart Select-ის მეშვეობით ეკრანზე რაიმე ობიექტის მონიშვნისას, ახლა უკვე მიიღებ შენ მიერ მონიშნული ობიექტის მიხედვით შერჩეულ მოქმედებების რეკომენდაციებს. შეგიძლია სწრაფად განახორციელო ზარები მობილური ტელეფონის ნომრებზე, მოიძიო მისამართები, გააუმჯობესო გამოსახულების ხარისხი და ა.შ. Smart Select ახლა უკვე ხელმისაწვდომია აპლიკაციების Edge პანელზე.

უსწრაფესად მოიძიე ნებისმიერი რამ შენს ეკრანზე

 

Circle to Search ფუნქცია Google-თან ერთად საშუალებას გაძლევს მარტივად მიიღო ინფორმაცია შენს ეკრანზე მოცემულ ნებისმიერ სუბიექტთან დაკავშირებით, სხვადასხვა აპლიკაციაზე გადასვლის საჭიროების გარეშე. საჭიროა მხოლოდ „მთავარ“ ღილაკზე ან ნავიგაციის ველზე ხანგრძლივად შეხება, შემდეგ კი უნდა შემოხაზო ნებისმიერი ობიექტი ეკრანზე, Google-ის საძიებო სისტემაში გადასასვლელად.15, 16, 17, 18

სატელეფონო ზარების რეალურ დროში თარგმნის შესაძლებლობა

 

იმ ადამიანთან დარეკვა გჭირდება, რომელიც შენს ენაზე არ საუბრობს? რა პრობლემაა! Live translate ფუნქციის მეშვეობით ხდება დიალოგის თარგმნა ზარის მიმდინარეობის პარალელურად. შენი თანამოსაუბრე შენს ნათქვამს მის ენაზე გაიგებს და ანალოგიურად, ყველაფერი, რასაც ის იტყვის შენამდე შენს ენაზე ნათარგმნი ვერსიის სახით მოაღწევს. გარდა ამისა, ნათარგმნი ტექსტი გამოჩნდება ეკრანზეც.4, 19

თარგმნე პირადი საუბრები

 

ახალი Interpreter ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელი გახდა საუბრის თარგმნა ნებისმიერ დროს, როდესაც დაგჭირდება იმ ადამიანთან დიალოგის წარმოება, რომელიც სხვა ენაზე საუბრობს. Interpreter ფუნქციაზე წვდომის მოპოვება შესაძლებელია უმარტივესად, სწრაფი ინსტრუმენტების პანელის მეშვეობით. დიალოგში ჩართული ორივე მხარე, ნათარგმნი ტექსტის ეკრანიდან წაკითხვასთან ერთად, შეძლებს მოუსმინოს ხმოვან ვერსიებსაც.4

სურათებზე, ბანერებზე, დოკუმენტებზე და ა.შ. მოცემული ტექსტის გადათარგმნის შესაძლებლობა

 

უსწრაფესად გადათარგმნე შენთვის სასურველი ნებისმიერი ტექსტი. უბრალოდ მიმართე კამერა იმ ტექსტისკენ, რომლის თარგმნაც გსურს და დამატებითი ფუნქციების სანახავად შეეხე ღილაკს „T“. გარდა ამისა, შეგიძლია თარგმნო შენს გალერეაში არსებულ სურათებზე მოცემული ტექსტი.4

ვებ-გვერდების რეზიუმირება და თარგმნა

 

სწრაფად და მარტივად მიიღე შენთვის საჭირო ინფორმაცია Samsung Internet-ის Browsing assist ფუნქციის მეშვეობით ვებ-გვერდების რეზიუმირების გზით. შეგიძლია შეამცირო წასაკითხი ინფორმაციის მოცულობა და მიიღო მისი შემოკლებული ვერსია, სადაც მოცემული იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები.  გარდა ამისა, შესაძლებელია ვებ-გვერდების შენთვის სასურველ ენაზე თარგმნა.4

გააკეთე ჩანაწერები უფრო ჭკვიანური და არა უფრო რთული გზით

 

Note assist ფუნქცია საშუალებას გაძლევს მაქსიმალურად გამოიყენო Samsung Notes აპლიკაციის შესაძლებლობები. შესაძლებელია შენი ჩანაწერების ავტომატურად ფორმატირება, შეჯამება, შესწორება, თარგმნა და გარეკანის შექმნა მათთვის.4, 20

ხმოვანი ჩანაწერების ავტომატური ტრანსკრიფცია

 

გამოიყენე Transcript assist ფუნქცია და მიიღე შეხვედრების, ლექციების, ხმოვანი და სხვა ჩანაწერების წერილობითი ვერსია, შემდეგ მოახდინე მათი რეზიუმირება შემდგომში მარტივად გადასახედად. გარდა ამისა, შესაძლებელია მიღებული წერილობითი ვერსიების და მოკლე შინაარსების თარგმნა, მათთვის სხვა ენაზე გადასახედად.4, 21

გააკეთე მეტი Samsung Keyboard-თან ერთად

 

შეცვალე შენი ტექსტის ტონი და მიანიჭე მას უფრო ფორმალური, ან არაფორმალური ჟღერადობა, ან გადააქციე ის სოციალურ ქსელებში გამოსაქვეყნებელ პოსტად Writing assist ფუნქციის მეშვეობით. გარდა ამისა, შესაძლებელია მართლწერასთან და გრამატიკასთან დაკავშირებული შეთავაზებების მიღება, კონკრეტულ ჩატებსა და მოკლეტექსტური შეტყობინებების აპლიკაციებში მიღებული შეტყობინებების თარგმნის შესაძლებლობასთან ერთად.4, 22

შენი ფოტოების გარდაქმნის შესაძლებლობა

 

Generative edit ფუნქცია შენი ფოტოების ახლებური მეთოდებით რედაქტირების შესაძლებლობას მოგანიჭებს. შეგიძლია შეცვალო შენს ფოტოებზე გამოსახული ადამიანების და სხვა ობიექტების ადგილმდებარეობა, ზომა, ან სრულიად გააქრო ისინი კადრიდან, შემდეგ კი შექმნა ახალი ფონი დაცარიელებული ადგილების შესავსებად.23

შექმენი უნიკალური ფონები

 

გამოიყენე AI და შექმენი უნიკალური ფონები შენი მთავარი ეკრანისთვის და დაბლოკილი ეკრანისთვის. აირჩიე რამდენიმე საკვანძო სიტყვა, დანარჩენს AI მიხედავს.24

ხელოვნური ინტელექტის დამატებითი პარამეტრები

 

თავად გადაწყვიტე რომელი AI ფუნქციების გამოყენება გსურს და როგორ მოხდება მათ მიერ შენი მონაცემების დამუშავება. გარდა ამისა, შეგიძლია ეკრანზე მხოლოდ ერთხელ შეხებით შეზღუდო შენი მონაცემების ონლაინ დამუშავება ყველა ფუნქციისთვის.

Z Flip მოდელის FlexWindow

კადრის უფრო მარტივად მიახლოების შესაძლებლობა  [6.1.1]

 

ლინზებს შორის გადართვა ახლა უკვე უმარტივესადაა შესაძლებელი. შეეხე ლინზის შეცვლის ღილაკს და შეცვალე ლინზა ან გაუსვი ცერი და საჩვენებელი თითი ეკრანს ნებისმიერ ადგილას და დაარეგულირე ზუმის დონე.10, 25

მარტივი წვდომა შენი ძილის და ენერგიის ქულებზე [6.1.1]

 

ახალი ვიჯეტების მეშვეობით შეძლებ სმარტფონის გახსნის გარეშე შეამოწმო Samsung Health-ში შენი ძილის და ენერგიის ქულის მონაცემები.10

ფონების უფრო ფართო არჩევანი [6.1.1]

 

გარეთა ეკრანის ფონების განახლებულ გალერეაში ახლა უკვე ხელმისაწვდომია უფრო მეტი სახალისო და ინფორმატიული კონტენტი.10

დიზაინთან დაკავშირებული რეკომენდაციები [6.1.1]

 

მიიღე რეკომენდაციები და შეარჩიე საუკეთესო დიზაინი შენი გარეთა ეკრანის ფონისთვის. პერსონალიზებული ფონის დაყენების შემდეგ უბრალოდ შეეხე ღილაკს „დიზაინის რეკომენდაცია“.10

ვიჯეტების უფრო ფართო არჩევანი [6.1.1]

 

ახალი, სხვადასხვა ზომის ვიჯეტები საშუალებას გაძლევს მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოწყობილობის გარეთა ეკრანის მეშვეობით. გარდა 4x4 ვიჯეტებისა, რომლებიც მთელ ეკრანზე იშლება, ახლა უკვე ხელმისაწვდომია შედარებით მცირე ზომის, 4x2 და 2x2 ვიჯეტებიც. ახალი ვიჯეტები ხელმისაწვდომია შემდეგი აპლიკაციებისთვის: „ამინდი“, „საათი“, „კალენდარი“, „Reminder“, „კალკულატორი“, „Voice Recorder“ და „Samsung Health“.10

პერსონალიზებადი საინფორმაციო ველები [6.1.1]

 

მოახდინე შენი გარეთა ეკრანის პერსონალიზაცია და დაამატე საჭირო ველები შენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად. შეგიძლია აირჩიო ამინდი, შეტყობინებები, ელემენტის დამუხტვის დონე და ა.შ.10

შეტყობინებების გამოკვეთილი დიზაინი [6.1.1]

 

გახადე მიღებული შეტყობინებები ადვილად შესამჩნევი. შეტყობინებების მიღებისას Edge პანელის ნათების ფუნქცია და შეტყობინებების ფანჯრის სტილები ახლა უკვე ხელმისაწვდომია როგორც ძირითად ეკრანზე, ასევე გარეთა ეკრანზე.10

მარტივი წვდომა მისაწვდომობის ფუნქციების მალსახმობებზე [6.1.1]

 

გამოიყენე მისაწვდომობის ფუნქციების მალსახმობები დაკეცილი მობილურითაც კი. მისაწვდომობის მალსახმობები ახლა უკვე ხელმისაწვდომია გარეთა ეკრანზე.10

დაბლოკილი ეკრანი

მეტი ვიჯეტი შენი დაბლოკილი ეკრანისთვის

 

ხელმისაწვდომია დამატებითი ვიჯეტები შენი დაბლოკილი ეკრანისთვის და Always On Display რეჟიმისთვის, რათა მარტივად შეძლო სასარგებლო ინფორმაციის დათვალიერება ტელეფონის განბლოკვის გარეშე. ახალი ვიჯეტებია „ამინდი“, „Samsung Health“, „ ელემენტი“, „Reminder“, „კალენდარი“ და „საათი“. 

საათის მდებარეობის შეცვლა

 

ახლა უკვე მეტი თავისუფლება გაქვს დაბლოკილ ეკრანზე საათის განთავსების ადგილის შერჩევისას.

მთავარი ეკრანი

შექმენი სწრაფი ბმულები მთავარ ეკრანზე [6.1.1]

 

უფრო სწრაფად მოიპოვე წვდომა შენ მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფაილებზე. ხანგრძლივად შეეხე ნებისმიერ ფაილს აპლიკაციაში „ჩემი ფაილები“, შემდეგ კი მეორე ხელის გამოყენებით გადაიტანე ის მთავარ ეკრანზე. მიიტანე ფაილი მთავარი ეკრანის ნებისმიერ წერტილში, ხელის გაშვების შემდეგ შეიქმნება ფაილის სწრაფი ბმული.

ხატულების გამარტივებული სათაურები

 

აპლიკაციის ხატულის სათაურისთვის მხოლოდ ერთი ხაზია გამოყოფილი, რაც მას უფრო სუფთა და მარტივ იერს აძლევს. შემოკლების მიზნით, სიტყვები „Galaxy“ და „Samsung“ ამოღებულია ზოგიერთი აპლიკაციის სახელიდან, რაც აადვილებს მათ მოძებნას.

გადატანა და ჩაგდება 2 ხელის გამოყენებით

 

ერთი ხელით შეეხე მთავარ ეკრანზე არსებულ აპლიკაციის ან ვიჯეტის ხატულას, მეორე ხელით კი აირჩიე ის ეკრანი, სადაც გსურს ამ ხატულის გადატანა.

ფონი

გააუმჯობესე შენი ეკრანის ფონი ამინდის სპეციალური ეფექტების მეშვეობით [6.1.1]

 

აირჩიე სურათი შენი გარემოს შესაბამისად ცვალებადი ფონისთვის და დააკვირდი, როგორ შეიცვლება ის დღის მონაკვეთის და ადგილობრივი ამინდის შესაბამისად. თუ გარეთ წვიმიანი ან თოვლიანი ამინდია, შენ მიერ არჩეული ფოტოც სწორედ ამ ამინდის შესაბამისად შეიცვლება. გარდა ამისა, იხილავ მზის ჩასვლის და ამოსვლის კადრებს ადგილობრივი დროის შესაბამისად.26

რედაქტირების ახალი ფუნქციები

 

გააფორმე შენი ეკრანის ფონი შენი სურვილისამებრ. ეკრანის ფონის სახით გამოსაყენებელი სურათის არჩევის შემდეგ, ახლა უკვე შეძლებ მისთვის ჩარჩოების და ეფექტების მორგებას. თუ შენს ეკრანის ფონზე ადამიანი ან ცხოველია გამოსახული, შეგიძლია მოარგო სიღრმის ეფექტები და ობიექტი უფრო მეტად გამოკვეთო ფონისგან.

სწრაფი პანელი

ღილაკების ახალი განლაგება

 

 

სწრაფი წვდომის პანელს აქვს ღილაკების ახალი განლაგება, რაც ამარტივებს ხშირად გამოყენებულ ფუნქციებზე წვდომას. Wi-Fi და Bluetooth ფუნქციებს უკვე საკუთარი ღილაკები აქვს, რომლებიც განთავსებულია ეკრანის ზედა ნაწილში, ხოლო ვიზუალური ფუნქციების ღილაკები, როგორებიცაა მუქი რეჟიმი და „თვალების კომფორტის“ (Eye comfort) რეჟიმი, ჩამოტანილია ქვემოთ. სწრაფი წვდომის პარამეტრების სხვა ღილაკები განლაგებულია შუა ნაწილში არსებულ პერსონალიზებად ზონაში.

მომენტალური წვდომა სწრაფი პანელის ყველა ფუნქციასთან

 

ნაგულისხმევი პარამეტრებით, სწრაფი წვდომის კომპაქტური პანელის და შეტყობინებების ველის გამოჩენა შესაძლებელია ეკრანის ზედა ნაწილზე თითის ჩამოსმით. თითის ხელმეორედ ჩამოსმის შემდეგ, ქრება შეტყობინებები და იშლება სწრაფი წვდომის პანელი. სწრაფ პარამეტრებთან მომენტალური წვდომის ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, სწრაფი წვდომის გაშლილი პანელის გახსნას შეძლებ ეკრანის ზედა ნაწილის მარჯვენა მხარეზე თითის ერთხელ ჩამოსმით. მარცხენა მხარეს თითის ჩამოსმის შემთხვევაში, გამოჩნდება შეტყობინებების ველი.

სწრაფი წვდომა სიკაშკაშის კონტროლის ფუნქციაზე

 

ნაგულისხმევი პარამეტრებით, სიკაშკაშის კონტროლის ზოლი განთავსებულია სწრაფი წვდომის კომპაქტურ პანელთან ერთად, რომელიც ჩნდება ეკრანის ზედა ნაწილზე თითის ერთხელ ჩამოსმით, რაც გაძლევს სიკაშკაშის უფრო სწრაფად და მარტივად რეგულირების შესაძლებლობას.

ალბომის გარეკანის გაუმჯობესებული ჩვენება

 

თუ მუსიკის ან ვიდეოს დაკვრის აპლიკაციას გააჩნია ალბომის გარეკანის ჩვენების ფუნქცია, მუსიკის ან ვიდეოს ჩართვის დროს, ალბომის გარეკანი სრულად დაფარავს შეტყობინების პანელზე არსებულ მედია კონტროლერის ველს.

შეტყობინებების პანელის გაუმჯობესებული განლაგება

 

თითოეული შეტყობინება ახლა უკვე ინდივიდუალური ბარათის სახით გამოჩნდება ეკრანზე, რაც გაამარტივებს ცალკეული შეტყობინებების ამოცნობას. 

უფრო ფერადი შეტყობინებების ხატულები

 

შეგიძლია გამოიყენო ისეთივე ფერადი ხატულები, რომელიც ძირითად და აპლიკაციების ეკრანებზე თითოეული აპლიკაციისთვის გამოიყენება. ამ ფუნქციის გააქტიურება შესაძლებელია პარამეტრებში.

შეტყობინებების დალაგება დროის მიხედვით

 

ახლა უკვე შეგიძლია შეცვალო შეტყობინებების პარამეტრები და დაალაგო ისინი არა პრიორიტეტულობის, არამედ დროის მიხედვით, რათა უახლესი შეტყობინება ყოველთვის ზემოთ გამოჩნდეს.

მულტითასქინგი

რამდენიმე ფანჯარაში მუშაობის გაუმჯობესებული გამოცდილება [6.1.1]

 

Picture-in-picture და გაყოფილი ეკრანის რეჟიმებს შორის გადართვა ახლა უფრო მარტივადაა შესაძლებელი. ხანგრძლივად შეეხე picture-in-picture რეჟიმში ჩართულ ვიდეოს და გადაიტანე ის ეკრანის სასურველ ნაწილში.

გაყოფილი ეკრანის რეჟიმზე გადასასვლელი კლავიატურის მალსახმობი

 

თუ ფიზიკურ კლავიატურას იყენებ, შეგიძლია გადააადგილო გახსნილი აპლიკაცია ეკრანის ერთ-ერთ მხარეს Cmd ღილაკზე + Ctrl ღილაკზე + მარცხენა ან მარჯვენა ისარზე დაჭერით.27, 28

გახსენი ყველა ჩაკეცილი აპლიკაცია ერთდროულად

 

ახალი ღილაკი საშუალებას გაძლევს ერთდროულად გახსნა ყველა ჩაკეცილი აპლიკაცია, როდესაც ერთზე მეტი კონტექსტური ფანჯარა გაქვს ჩაკეცილი.

კონტექსტური ფანჯრების ღიად დატოვება

 

ბოლოს გახსნილი აპლიკაციების (Recents) ეკრანზე გადასვლისას, კონტექსტური ფანჯრები აღარ ჩაიკეცება, რაც საშუალებას გაძლევს გააგრძელო ამ კონტექსტური ფანჯრებით სარგებლობა ბოლოს გახსნილი აპლიკაციების ეკრანიდან გამოსვლის შემდეგ.

კამერა

ვიდეოკამერის მსგავსი ზუმის კონტროლი [6.1.1]

 

გადაიღე კინემატოგრაფიული ხარისხის იდეალური ვიდეოკადრები. გახსენი შენი ტელეფონი Flex რეჟიმში და დაიჭირე ხელში ვიდეოკამერის მსგავსად. ვიდეოკადრების ამ მეთოდით გადაღებისას შეძლებ ზუმის მაღალი სიზუსტით რეგულირებას.10


კამერის ვიჯეტების პერსონალიზაცია

 

შენ შეგიძლია მთავარ ეკრანზე დაამატო კამერის პერსონალიზებული ვიჯეტები. თითოეული ვიჯეტისთვის შეგიძლია აირჩიო გადაღების კონკრეტული რეჟიმი, ხოლო სურათები შეინახო შენ მიერ არჩეულ ალბომში.

წყლის ნიშნების კონფიგურაციის მეტი ვარიანტი

 

ახლა უკვე შეგიძლია აირჩიო სად გსურს წყლის ნიშნის დამატება, სურათის ზემოთ თუ ქვემოთ.

სწრაფი წვდომა გარჩევადობის პარამეტრებზე

 

გარჩევადობის ღილაკი ახლა უკვე ხელმისაწვდომია სწრაფი პარამეტრების პანელში, რომელიც მდებარეობს Photo და Pro რეჟიმების ეკრანის ზედა ნაწილში, რაც საშუალებას გაძლევს სწრაფად შეცვალო შენი ფოტოს გარჩევადობა.

ვიდეოს ზომის არჩევის გაუმჯობესებული ფუნქცია

 

ვიდეოს ზომის შეცვლის ღილაკზე დაჭერით იხსნება კონტექსტური ფანჯარა, სადაც მოცემულია ყველა პარამეტრი, რაც ამარტივებს სწორი ვარიანტის არჩევას.

სურათების სწორ პოზიციაში გადაღება

 

როდესაც კამერის პარამეტრებიდან გააქტიურებულია ბადის ხაზების ჩვენების ფუნქცია, გადაღების ყველა რეჟიმში, გარდა პანორამის რეჟიმისა, ეკრანის ცენტრში გამოჩნდება პოზიციის გასწორების ხაზი. ის იმოძრავებს ეკრანზე, რათა გაჩვენოს, როდის არის კადრი სწორ პოზიციაში, მიწის ზედაპირის პარალელურად.

ხარისხის ოპტიმიზაცია

 

სურათის გადაღების დროს, შეგიძლია აირჩიო ფოტოს ხარისხის ოპტიმიზაციის 3 დონიდან ერთ-ერთი. საუკეთესო ხარისხის სურათების გადასაღებად, აირჩიე ვარიანტი „მაქსიმალური“ (Maximum). თუ გსურს სურათები რაც შეიძლება სწრაფად გადაიღო, აირჩიე ვარიანტი „მინიმალური“  (Minimum). ვარიანტი „საშუალო“ (Medium) გთავაზობს ოპტიმალურ ბალანსს სიჩქარესა და ხარისხს შორის.

 Auto FPS-ის ახალი პარამეტრები ვიდეოებისთვის

 

კადრების სიხშირის ავტომატური რეგულირების (Auto FPS) ფუნქცია დაბალი განათების პირობებში უფრო ნათელი ვიდეოების გადაღების შესაძლებლობას გაძლევს. Auto FPS გთავაზობს 3 ვარიანტს: შეგიძლია ეს ფუნქცია გამორთო, გამოიყენო მხოლოდ 30 fps რეჟიმში გადაღებისას ან გამოიყენო როგორც 30 fps, ასევე 60 fps რეჟიმში გადაღებისას.29

ეფექტების დამატება უფრო მარტივია

 

ფილტრების და სახის ეფექტების გამოყენებისას, შეგიძლია პარამეტრების სლაიდერის ნაცვლად კლავიატურის მეშვეობით დააყენო, რაც მხოლოდ ერთი ხელით ზუსტი რეგულირების შესაძლებლობას გაძლევს.

კამერერის თითის გასმით შეცვლის ფუნქციის გათიშვა

 

ახლა უკვე შესაძლებელია წინა და უკანა კამერას შორის თითის გასმით  გადართვის ფუნქციის გათიშვა. თუ თითის შემთხვევით გასმის ალბათობის გამო არ გსურს ამ ფუნქციის გამოყენება, შეგიძლია გამორთო ის პარამეტრებიდან.

დოკუმენტის უფრო მარტივად სკანირება

 

დოკუმენტის სკანირების (Scan document) ფუნქცია უკვე სცენის ოპტიმიზატორის (Scene optimizer) ფუნქციისგან დამოუკიდებლად არის წარმოდგენილი, შესაბამისად, დოკუმენტის სკანირება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ სცენის ოპტიმიზატორი გათიშულია. ახალი Auto scan ფუნქციის საშუალებით, დოკუმენტის სკანირება ავტომატურად ხორციელდება ფოტოს გადაღების დროს. დოკუმენტის სკანირების შემდეგ, იხსნება რედაქტირების ეკრანი, სადაც შეიძლია სურვილისამებრ შეცვალო დოკუმენტის ორიენტაცია.

მარტივი და ინტუიციური დიზაინი

 

გამარტივდა კამერის აპლიკაციის ზოგადი დიზაინი. შეიცვალა გადახედვის ეკრანზე მოცემული სწრაფი პარამეტრების ღილაკები, გამარტივების და ინტუიციურობის დონის გაზრდის მიზნით.

გალერეა

შექმენი სახალისო ანიმაციური სტიკერები და GIF-ები [6.1.1]

 

მოძრავ გამოსახულებაზე მოცემული ობიექტის ამოსაჭრელად ხანგრძლივად შეეხე მას, გადააქციე ის ანიმაციურ სტიკერად ან GIF ფაილად და გაუზიარე შენს მეგობრებს.13

ამოჭერი ნებისმიერი ობიექტი [6.1.1]

 

ამოჭერი სურათზე გამოსახული ნებისმიერი ობიექტი მათზე ხანგრძლივად შეხებით. ახლა უკვე შესაძლებელია რამდენიმე ობიექტის ერთდროულად ამოჭრა. ამოჭრის შემდეგ შესაძლებელია მათი სტიკერად გადაქცევა, ან დაკოპირება და სასურველ ადგილას ჩასმა.30

მარტივად გააუმჯობესე შენი ფოტოების ხარისხი

 

სურათის დათვალიერებისას აუსვი თითი ეკრანის ქვედა ნაწილს ან შეეხე ღილაკს „i“, რათა მიიღო AI რეკომენდაციები შენი ფოტოების ხარისხის გასაუმჯობესებლად. იქ ნახავ პორტრეტზე ეფექტების დადების, არასასურველი ელემენტების წაშლის და სხვა ფუნქციებს.

გადატანა და ჩაგდება 2 ხელის გამოყენებით

 

ერთი ხელით ხანგრძლივად დააჭირე სურათებზე ან ვიდეოებზე,  მეორე ხელით კი აირჩიე ის ალბომი, რომელშიც გსურს მათი გადატანა.

დააკოპირე გამოსახულება და დაადე მეორეს

 

ამოჭერი ობიექტი ერთი გამოსახულებიდან, გადადი იმ გამოსახულებაზე, სადაც მისი ჩასმა გსურს და მენიუში „მეტი ვარიანტი“ აირჩიე პუნქტი „გაცვლის ბუფერიდან ჩასმა“ .

მოჭრილი გამოსახულების სტიკერის სახით შენახვა

 

შენ შეგიძლია მარტივად მოჭრა გამოსახულების ნაწილი, შეინახო ის სტიკერის სახით და მოგვიანებით გამოიყენო სურათების ან ვიდეოების რედაქტირების დროს.

შექმენი სტიკერები ამოჭრილი გამოსახულებებიდან

 

გამოსახულების ამოჭრის შემდეგ შეგიძლია მარტივად გადააქციო ის სტიკერად და გამოიყენო სტილი, მაგალითად outline, cutout, vintage და cartoon.

შენახვამდე დაარედაქტირე ამოჭრილი გამოსახულებები

 

გამოსახულების ამოჭრის შემდეგ, მის შენახვამდე გექნება შესაძლებლობა დაარედაქტირო მონიშნული მონაკვეთი. გამოიყენე „ლასო“ ინსტრუმენტი იმ მონაკვეთის ზუსტად მოსანიშნად, რომელიც გჭირდება და წაშალე არასასურველი ელემენტები გამოსახულებიდან.

გაუმჯობესებული ძებნა გალერეაში

 

შეიცვალა ძიების ეკრანის დიზაინი და უფრო მარტივი გახდა მისი გამოყენება. შედეგები დალაგებულია კატეგორიებად ტიპების მიხედვით, მაგალითად „ადამიანები“, „ადგილები“, „ალბომები“ და „ისტორიები“. ასევე შეგიძლია მოძებნო უფრო კომპლექსური ფრაზების გამოყენებით.

გაუმჯობესებული story-ს ეკრანი

 

story-ს ეკრანის ქვედა ნაწილზე თითის ასმით, გაიხსნება მინიატურული გამოსახულებების (thumbnail) ეკრანი, სადაც შეგიძლია დაამატ

ფოტოების რედაქტორი

გაუმჯობესებული განლაგება

 

ინსტრუმენტების (Tools) ახალი მენიუ საშუალებას გაძლევს მარტივად მოძებნო რედაქტირების საჭირო ფუნქციები. გასწორების (Straighten) და პრექსპექტივის (Perspective) ინსტრუმენტები შეტანილია ტრანსფორმაციის (Transform) მენიუში.

გამოსახულებების კორექტირება შენახვის შემდეგ

 

ნახატების, სტიკერების ან ტექსტის კორექტირება ახლა უკვე ფოტოზე დამატების და შენახვის შემდეგაც შეგიძლია.

ცვლილებების გაუქმება (Undo და redo)

 

ნუ იღელვებ, თუ შეცდომა დაუშვი. ტრანსფორმაციების, ფილტრების და ტონების ცვლილების გაუქმება ახლა უკვე მარტივად შეგიძლია.

სტიკერებზე ნახატების დამატება

 

ხატვის ინსტრუმენტების გამოყენებით, ახლა უკვე უფრო პერსონალური და უნიკალური სტიკერების შექმნა შეგიძლია.

ტექსტის ახალი ფონები და დიზაინები

 

ფოტოზე ტექსტის დამატებისას, შეგიძლია რამდენიმე ახალი ფონი და სტილი გამოიყენო, რაც იდეალური სურათის შექმნაში დაგეხმარება.

Studio (ვიდეო რედაქტორი)

უფრო ძლიერი ვიდეო რედაქტორი

 

Studio არის ახალი, პროექტზე დაფუძნებული ვიდეო რედაქტორი, რომელიც რედაქტირების უფრო კომპლექსური და ეფექტური პროცესის წარმართვის შესაძლებლობას იძლევა. Studio-ს გახსნა შესაძლებელია გალერეაში (Gallery) მოცემული Drawer-ის მენიუდან, სხვა შემთხვევაში, უფრო მარტივი წვდომისთვის, შესაძლებელია მისი მთავარ ეკრანზე დამატებაც.

დროის ხაზის დიზაინი

 

Studio-ს მეშვეობით შესაძლებელია სრული პროექტის დროის ხაზის სახით ნახვა, რამდენიმე ვიდეოკლიპით. მრავალდონიანი სტრუქტურის მეშვეობით შესაძლებელია კლიპების, სტიკერების, სუბტიტრების დამატება და მათი პოზიციისა და სიგრძის მარტივად დარეგულირება.

დაკვრის სიჩქარის შეცვლა

 

დაკვრის სიჩქარის შეცვლის ფუნქციის გამოყენება ახლა უფრო მეტი ფორმატის ვიდეოზე შეგიძლია. შეგიძლია გაზარდო ან შეამცირო ვიდეოს კონკრეტული, შენ მიერ მონიშნული მონაკვეთის ან მთლიანი ვიდეოს დაკვრის სიჩქარე.31

პროექტების შენახვა და რედაქტირება

 

გარდა ამისა, შეგიძლია შეინახო დაუსრულებელი პროექტები და მოგვიანებით განაგრძო რედაქტირება.

დაარედაქტირე ვიდეოები რამდენიმე მოწყობილობაზე

 

დააექსპორტირე Studio პროექტები ისეთი ფორმატის ფაილად, რომელთა გახსნა Samsung Galaxy-ს სხვა მოწყობილობებზეც იქნება შესაძლებელი.32

ვიდეო პლეერი

მარტივად გადაახვიე ვიდეო [6.1.1]

 

დაზოგე დრო და ძალისხმევა ვიდეო პლეერის აპლიკაციის გადახვევის ახალი ფუნქციების მეშვეობით. ორჯერ შეეხე ეკრანის მარჯვენა მხარეს 5 წამით წინ გადასახვევად. ორჯერ შეეხე ეკრანის მარცხენა მხარეს 5 წამით უკან გადასახვევად.

გაუმჯობესებული განლაგება

 

ვიდეო პლეერის კონტროლი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა. მსგავსი ფუნქციების ღილაკები ერთადაა დაჯგუფებული, ვიდეოს ჩართვის ღილაკი კი ეკრანის ცენტრშია გადატანილი.

ვიდეოს სიჩქარის გაუმჯობესებული კონტროლი

 

შეცვალე ვიდეოს დაკვრის სიჩქარე 0.25x-დან 2.0x-მდე. სიჩქარის კონტროლი ახლა უფრო მარტივია, რადგან სლაიდერის ნაცვლად გამოყენებულია სიჩქარის არჩევის ღილაკები.

Quick Share

მეტ მოწყობილობასთან გაზიარება

 

Quick Share ფუნქცია გაერთიანდა Google-ის Nearby Share ფუნქციასთან. Samsung Galaxy-ს მოწყობილობების გარდა, ახლა უკვე შეგიძლია გაზიარება Android-ის სხვა მოწყობილობებზე ინტერნეტთან კავშირის გარეშეც კი.33, 34

Samsung Find

მოძებნე შენი მოწყობილობები

 

ახალი Samsung Find აპლიკაციის მეშვეობით, შეძლებ ნებისმიერ დროს იხილო შენი ყველა Samsung Galaxy მოწყობილობის ადგილმდებარეობა რუკაზე. მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში, დამატებითი ფუნქციები დაგეხმარება მოწყობილობის მოძებნაში და მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.34, 35, 36

შენი ადგილმდებარეობის სხვებისთვის გაზიარება

 

შეგიძლია შენი ადგილმდებარეობა გაუზიარო შენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ან შენთვის სანდო ნებისმიერ პიროვნებას. გაზიარება შესაძლებელია შეზღუდული, ან განუსაზღვრელი დროით. შენ ყოველთვის შეგეძლება იმის კონტროლი, თუ ვის ექნება წვდომა შენს ადგილმდებარეობაზე.34

Samsung DeX

გაიცანი ახალი DeX პლანშეტებისთვის

 

ახალი Samsung DeX საშუალებას გაძლევს გადაერთო DeX რეჟიმსა და პლანშეტის რეჟიმს შორის, მთავარი ეკრანის განლაგების შენარჩუნებით. DeX რეჟიმში ხელმისაწვდომი იქნება ყველა შენი აპლიკაცია, ვიჯეტი და ხატულა. თუ შენს პლანშეტზე გააქტიურებულია ეკრანის ავტომატური შებრუნების ფუნქცია, DeX-ის ეკრანი იმუშავებს როგორც პორტრეტის, ასევე პეიჟაზის რეჟიმში.37

Windows-თან დაკავშირება

ახლა უკვე ხელმისაწვდომია პლანშეტებზე

 

დააკავშირე შენი პლანშეტი Windows-ის პერსონალურ კომპიუტერთან და შეამოწმე შეტყობინებები, კომპიუტერით გამოიყენე პლანშეტში დაინსტალებული აპლიკაციები, გადაიტანე ფაილები მოწყობილობებს შორის და სხვა.38

Samsung-ის კლავიატურა

ხმოვანი აკრეფვა კლავიატურის გამორთვის გარეშე

 

კლავიატურა ახლა უკვე რჩება ჩართულ და ხილულ მდგომარეობაში ხმოვანი აკრეფვის ფუნქციის გამოყენების დროს, რათა საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეძლო კვლავ ხელით აკრეფვის რეჟიმზე დაბრუნები. შეეხე ეკრანის ბოლოში მოცემულ მიკროფონის ხატულას და აკრიფე ტექსტი შენი ხმის გამოყენებით, ნებისმიერ დროს და ამავდროულად განაგრძე კლავიატურის გამოყენებაც.

ახალი დიზაინის ემოჯიები

 

შენს შეტყობინებებში, სოციალური ქსელების პოსტებზე ან ტელეფონის სხვა აპლიკაციებში გამოყენებულ ემოჯიებს ახალი დიზაინი აქვს.

კონტენტის გაზიარება

სურათების გადახედვა

 

სურათების ნებისმიერი აპლიკაციით გაზიარებისას, გაზიარების (Share) პანელის ზედა ნაწილში შესაძლებელი იქნება სურათების გადახედვა გაზიარებამდე.

ამინდი

მიიღე ამინდის მონაცემების ხშირი განახლებები [6.1.1]

 

ყოველთვის მზად იყავი ამინდის მოულოდნელი ცვლილებისთვის. ამინდთან დაკავშირებული ინფორმაცია ახლა უკვე ავტომატურად განახლდება სულ მცირე ყოველ ერთ საათში ერთხელ, რათა უახლესი ამინდის პროგნოზი მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს შენთვის.34

მეტი ინფორმაცია ამინდის ვიჯეტში

 

ამინდის ვიჯეტი შეგატყობინებთ თქვენს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ძლიერი ჭექა-ქუხილის, თოვლის და სხვა ნალექების შესახებ.34

მეტი ინფორმაცია

 

ამინდის აპლიკაციაში ახლა უკვე ხელმისაწვდომია ინფორმაცია თოვლის, მთვარის ფაზების და დროების, ატმოსფერული წნევის, ხილვადობის, კონდენსაციის ტემპერატურის და ქარის მიმართულების შესახებ.34

მარტივად მოძებნე ადგილობრივი ამინდის მონაცემები რუკაზე

 

თითის გასმით ამოძრავე რუკა, აირჩიე ადგილმდებარეობა და გაეცანი ამინდის პირობებს ამ ტერიტორიაზე. რუკის დახმარებით შეგიძლია მოიძიო ინფორმაცია ნებისმიერი ქალაქის ამინდის შესახებ მაშინაც კი, თუ ამ ქალაქის სახელწოდება არ იცი.34

გაუმჯობესებული ილუსტრაციები

 

გაუმჯობესებულია ამინდის ვიჯეტის და აპლიკაციის ილუსტრაციები, რაც უკეთ გადმოგვცემს ინფორმაციას ამინდის პირობების შესახებ. ფონის ფერი იცვლება დღის მონაკვეთის შესაბამისად.

Samsung Health

მიიღე ახალი რჩევები და შეინარჩუნე მოტივაცია [6.1.1]

 

Samsung Health გთავაზობს ახალ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რაც დაგეხმარება შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში მოტივაციის და ინსპირაციის შენარჩუნებაში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას და სამოტივაციო რჩევებს, რომლებიც დაგეხმარება სასურველი მიზნების მიღწევაში.39

აკონტროლე შენი ენერგიის დონე [6.1.1]

 

Samsung Health-ის ახალი ფუნქცია „ენერგიის ქულა“ გაწვდის ინფორმაციას შენი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის შესახებ, რომელიც განისაზღვრება შენი ძილის და ფიზიკური აქტივობების საფუძველზე. თუ შენი ენერგიის ქულა დაბალია, უმჯობესია დაისვენო. თუ შენი ენერგიის ქულა მაღალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს შესანიშნავი დროა შენი საყვარელი ვარჯიშის შედეგების გასაუმჯობესებლად. Galaxy AI გთავაზობს პერსონალიზებულ რეკომენდაციებსა და სამოტივაციო რჩევებს, რომლებიც დაგეხმარება სასურველი მიზნების მიღწევაში.39, 40, 41

ძილის უფრო დეტალური მონაცემები [6.1.1]

 

ძილთან დაკავშირებული განახლებული რეკომენდაციები ახლა უკვე მოიცავს უფრო დეტალურ და ზუსტ ინფორმაციას შენი ძილის ხარისხთან დაკავშირებით. ძილის მონაცემები ახლა უკვე მოიცავს გულისცემის სიხშირეს, სუნთქვის სიხშირეს და დაწოლის შემდეგ ჩაძინებისთვის საჭირო დროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას.39, 40, 42

შეადგინე ვარჯიშის საკუთარი რუტინა [6.1.1]

 

გააერთიანე სხვადასხვა ტიპის ვარჯიში და შექმენი ვარჯიშის პერსონალიზებული რუტინა. შეგიძლია დააყენო ვარჯიშების, გამეორებების, დროის და სხვა პარამეტრების სამიზნე მნიშვნელობები. რუტინის გააქტიურების შემდეგ, საათი ავტომატურად გადავა შემდეგ ვარჯიშზე შენ მიერ მითითებული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის შემდეგ. სურვილისამებრ, შეგიძლია ვარჯიშებს შორის შესვენებებიც დაამატო. რუტინის დასრულების შემდეგ, შეგიძლია ერთ სივრცეში იხილო შენი ყველა ვარჯიშის შედეგი.39

დააკავშირე ველოსიპედით ვარჯიშის ძალის საზომი [6.1.1]

 

მიიღე უფრო სასარგებლო ინფორმაცია ველოსიპედით ვარჯიშთან დაკავშირებით. Samsung Health-ს ახლა უკვე გააჩნია შენს ველოსიპედზე დამაგრებული ძალის მზომის დაკავშირების მხარდაჭერა. ძალის მზომის მეშვეობით შესაძლებელია FTP-ის (ზღვრული ფუნქციური ენერგიის) კონტროლი, რითაც შეძლებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას ვარჯიშთან დაკავშირებით.39,43

მთავარი ეკრანის უკეთესი დიზაინი

 

Samsung Health-ის მთავარი ეკრანი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. მასზე მეტი ინფორმაციაა წარმოდგენილი, მუქი შრიფტი და ფერები კი ყველაზე საყურადღებო ტექსტის უკეთ აღქმაში გეხმარება. ბოლო ვარჯიშის შედეგები მოცემულია ეკრანის ზედა ნაწილში, ასევე წარმოდგენილია მეტი ინფორმაცია შენი ძილის, ყოველდღიურად გასავლელი ნაბიჯების, შესასრულებელი აქტივობების, მისაღები წყლის და საკვების შესახებ.

ვარჯიშის გაუმჯობესებული გამოცდილება

 

გააუმჯობესე სირბილის შედეგი, რომელიც წინა ვარჯიშის დროს დააფიქსირე. დასრულების შემდეგ ასევე შეგიძლია ვარჯიშების ჩანაწერიდან ამოჭრა გარკვეული მონაკვეთები, მაგალითად დაწყების ან დასრულების მომენტები.39

ყოველდღიურ აქტივობასთან დაკავშირებული მიზნების მეტი ვარიანტი

 

შენთვის ახლა უკვე ხელმისაწვდომია შენი ყოველდღიური აქტივობის მიზნების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი. გადადგმული ნაბიჯების რაოდენობასთან დაკავშირებული მიზნის ნაცვლად, ახლა უკვე შეგიძლია დაისახო ავლილი კიბის საფეხურების რაოდენობასთან ან აქტიური საათების რაოდენობასთან დაკავშირებული მიზნები.39

ციკლის გაუმჯობესებული თრექინგი

 

როდესაც დააფიქსირებ შენს ფიზიკურ სიმპტომებსა და განწყობას, ეკრანის ზედა ნაწილში გამოჩნდება შენ მიერ წარსულში ხშირად გამოყენებული ვარიანტები. ახლა ასევე შეგიძლია თავად მიუთითო შენი განწყობა, თუ ნაგულისხმევი ვარიანტებიდან არც ერთი არ შეესაბამება მას.39

წყლის ჭიქის ზომის შეცვლა

 

ახლა უკვე შეგიძლია შეცვალო Samsung Health-ის წყლის კონტროლის ფუნქციაში მოცემული წყლის ჭიქის ზომა, რათა დაამთხვიო შენს რეალური წყლის ჭურჭლის მოცულობას.

კალენდარი

შექმენი შენი გრაფიკის დიზაინი [6.1.1]

 

სწრაფად და მარტივად მონიშნე მნიშვნელოვანი თარიღები შენს კალენდარზე. გამოიყენე S Pen თვეების რეჟიმში გახსნილ კალენდარში მნიშვნელოვანი თარიღების მოსანიშნად. ასევე შეგიძლია განყოფილებების მონიშვნა კალმით ჩაწერილი სხვა შენიშვნების წაშლის გარეშე.44

ღონისძიებების გადატანა 2 ხელის გამოყენებით

 

დღის ან კვირის ხედის ეკრანიდან, ხანგრძლივად დააჭირე ღონისძიებაზე, რომლის გადატანაც გსურს მეორე ხელით კი აირჩიე ის დღე, სადაც გსურს ამ ღონისძიების გადატანა.

მეტი სტიკერი შენი კალენდრის პერსონალიზებისთვის

 

ახლა შეგიძლია კალენდრის ერთ თარიღში მაქსიმუმ 2 სტიკერი დაამატო. ღონისძიების სტიკერები ახლა გამოსახულია „თვის“ ველში ღონისძიების დასახელების გვერდით. 

კალენდრის გაუმჯობესებული პარამეტრები

 

მოხდა კალენდრის პარამეტრების რეორგანიზება, რათა უფრო ინტუიციური ვარიანტები შემოგთავაზოთ. ასევე შეგიძლია დააყენო ფონური ფერები და გამოსახულებები მთლიან ეკრანზე გამოსახული კალდენდრის შეტყობინებებისთვის.

შენი განრიგის მარტივად შემოწმება

 

განრიგის ახალ ეკრანზე წარმოდგენილია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგებული დაგეგმილი ღონისძიებები, დავალებები და შემხსენებლები.

კალენდარში ხელმისაწვდომია შემხსენებლები

 

ახლა უკვე შეგიძლია შემხსენებლები პირდაპირ კალენდრის აპლიკაციაში შეამოწმო და დაამატო, შემხსენებლის აპლიკაციის გახსნის გარეშე.

შემხსენებელი

შემხსენებლების სიის გაუმჯობესებული ხედი

 

შეცვლილია მთავარი სიის ხედის დიზაინი. შენ შეგიძლია მართო ეკრანის ზედა ნაწილში მოცემული კატეგორიები. კატეგორიების ქვეშ მოცემულია თარიღების მიხედვით დალაგებული შემხსენებლები. ასევე გაუმჯობესებულია გამოსახულებების და ვებ-გვერდის ბმულების შემცველი შემხსენებლის ეკრანის განლაგება.

მოახდინე შეხსენებების პერსონალიზაცია

 

ასევე შეგიძლია დააყენო ფერები და ფონური გამოსახულებები მთლიან ეკრანზე გამოსახული შეხსენებებისთვის.

უკეთ მართე Reminder-ის კატეგორიები

 

ახლა შეგიძლია აირჩიო კონკრეტული ხატულა შეხსენებების თითოეული კატეგორიისთვის. ასევე შეგიძლია ხშირად გამოყენებული კატეგორიები სიის დასაწყისში გადაიტანო.

შემხსენებლის ახალი კატეგორიები

 

ადგილის (Place) კატეგორიაში შეტანილია შემხსენებლები, რომლებიც შეტყობინებას გიგზავნიან კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე მისვლის შემდეგ, ხოლო No alert კატეგორიაში შეტანილია შემხსენებლები, რომლებიც შეტყობინებას არ აგზავნიან.

შემხსენებლების შექმნის მეტი ვარიანტები

 

როდესაც კონტენტს Reminder-ის აპლიკაციაში გააზიარებ, შესაძლებლობა გექნება გამოიყენო რედაქტირების ვარიანტების სრული რაოდენობა. გარდა ამისა, შემხსენებლის შექმნისას, შეგიძლია კამერით ფოტოები გადაიღო.

შემხსენებლები მთელი დღისთვის

 

ახლა უკვე შეგიძლია შემხსენებლები შექმნა მთელი დღისთვის და დააყენო მათ შესახებ შეტყობინების მიღების დროები.

Samsung Internet

სწრაფი და უსაფრთხო ავტორიზაცია passkey-ების გამოყენებით

 

გამოიყენე passkey-ები ბიომეტრიული ავთენტიფიკაციის მეშვეობით ავტორიზაციის მხარდაჭერის მქონე ვებსაიტებზე. passkey-ები გაცილებით უსაფრთხოა და აღარ გჭირდება რთული პაროლების დამახსოვრება.

მოახდინე ჩანართების ჯგუფის სინქრონიზაცია სხვა მოწყობილობებთან [6.1]

 

ჩანართების ჯგუფი, რომელსაც ერთ მოწყობილობაზე ქმნი, გამოჩნდება სხვა Samsung Galaxy მოწყობილობაზე დაინსტალებულ Samsung Internet აპლიკაციაში, თუ ავტორიზაციას იმავე Samsung account-ით გაივლი.

ვიდეოების გაშვება ფონურ რეჟიმში

 

გააგრძელე ვიდეოს ხმის მოსმენა აქტიური ჩანართის დახურვის ან ინტერნეტის აპლიკაციიდან გამოსვლის შემდეგაც კი.

გაუმჯობესებული ჩანართების სია დიდი ზომის ეკრანებისთვის

 

როდესაც ინტერნეტის აპლიკაციას დიდ ეკრანზე იყენებ, მაგალითად პლანშეტზე პეიზაჟის ან Samsung DeX რეჟიმში, ჩანართების სია ნაჩვენებია 2 სვეტად, რაც მეტი ინფორმაციის ჩვენების საშუალებას იძლევა.

რჩეულების და ჩანართების გადატანა 2 ხელის გამოყენებით

 

ერთი ხელით ხანგრძლივად დააჭირე რჩეულზე ან ჩანართზე, რომლის გადატანაც გსურს, მეორე ხელით კი გახსენი რჩეულების საქაღალდე ან ჩანართების ჯგუფი, სადაც გსურს მისი გადატანა.

Samsung Cloud

მონაცემთა გაუმჯობესებული დაცვა

 

ნუ იდარდებ, შენს მონაცემებზე წვდომა არავის ექნება შენ გარდა, მონაცემების გაჟონვის შემთხვევაშიც კი. შეგიძლია გაააქტიურო end-to-end დაშიფვრის ფუნქცია იმ მონაცემებისთვის, რომელთა სინქრონიზაციაც განხორციელებულია Samsung Cloud-ზე. 

Smart select

ნაბეჭდი კონტენტის ზომის შეცვლა ამ ტექსტის ამოღება

 

ეკრანზე გამოსახულების გამოტანის შემდეგ შეგიძლია მისი ზომის შეცვლა ან მასზე არსებული ტექსტის ამოღება.

გადიდებული ხედი

 

ეკრანის ზონის მონიშვნის შემდეგ, გამოჩნდება ამ ზონის გადიდებული ხედი, რაც საშუალებას გაძლევს  ზუსტად აირჩიო მონიშნული ზონის საწყისი და საბოლოო წერტილები.

ტექსტური ზარი

გადართე ტექსტურ ზარზე ზარის დროს

 

შენ შეგიძლია გადახვიდე ტექსტურ ზარზე ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, თუ ზარი უკვე მიმდინარეობს.4,45

რეჟიმი და რუტინა

მოახდინე შენი საათის ავტომატიზაცია „რეჟიმების და რუტინების“ ფუნქციის გამოყენებით [6.1.1]

 

შენს ტელეფონზე დაყენებული რეჟიმები, მაგალითად „ძილის რეჟიმი“, „ვარჯიშის რეჟიმი“ ან „თეატრის რეჟიმი“, ახლა უკვე ავტომატურად აკონტროლებს შენი საათის პარამეტრებს იმის მიხედვით, თუ რას აკეთებ და სად იმყოფები. საათის ციფერბლატების და „Do not disturb“ ფუნქციის გარდა, „რეჟიმების“ მეშვეობით ასევე შეგიძლია აკონტროლო „Always On Display“, „Raise wrist to wake“, „Touch screen to wake“, „Turn bezel to wake“, „Sound mode“ და „Disconnection alerts“ ფუნქციები.  საათის ამ ფუნქციების კონტროლისთვის ასევე შეგიძლია გამოიყენო „რუტინები“.

შეტყობინების გაფილტვრის მეტი ვარიანტი [6.1.1]

 

როდესაც ქმნი რუტინას, რომელიც აქტიურდება შეტყობინების მიღების დროს, ეს გაძლევს უფრო ზუსტი კონტროლის საშუალებას. შეგიძლია დაამატო რამდენიმე საკვანძო სიტყვა და აირჩიო რუტინის დაწყების ვარიანტი: რუტინა გააქტიურდეს შეტყობინებაში ყველა საკვანძო სიტყვის თუ რომელიმე მათგანის ჩართვის შემთხვევაში.

ჩართე ან გამორთე რეჟიმები მთავარი ეკრანიდან

 

ახალი რეჟიმის  ვიჯეტი საშუალებას გაძლევს დაამატო რეჟიმები შენს მთავარ ეკრანზე, რათა მარტივად შეძლო მათი ჩართვა და გამორთვა.

რეჟიმების თანმიმდევრობის შეცვლა

 

ახლა შეგიძლია შეცვალო „რეჟიმების“ ჩანართში ჩამოთვლილი რეჟიმების თანმიმდევრობა.

უნიკალური დაბლოკილი ეკრანი თითოეული რეჟიმისთვის

 

ავტომობილის მართვის, მუშაობის, ვარჯიშის და სხვა აქტივობებისთვის დააყენე  ინდივიდუალური დაბლოკილი ეკრანი, სხვადასხვა ფონური სურათით და საათის სტილით. ძილის რეჟიმისთვის აირჩიე მუქი ფონური სურათი, დასვენების რეჟიმისთვის კი დამამშვიდებელი სურათი. როდესაც კონკრეტული რეჟიმისთვის აირჩევ ბლოკირების ეკრანს, ამ რეჟიმის გააქტიურების დროს გამოჩნდება მისი ფონური სურათი.

ახალი რუტინები

 

ახლა შეგიძლია დაიწყო რუტინა იმ დროს, როდესაც აპლიკაციაში მუსიკა ან ვიდეოა ჩართული, როდესაც რეკავს შენ მიერ შერჩეული მაღვიძარა ან როდესაც Smart view ირთვება ან ითიშება.

ახალი მოქმედებები

 

რუტინის ფუნქციას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, მაგალითად Samsung-ის კლავიატურის პარამეტრების შეცვლა.

ჭკვიანი რეკომენდაციები

ახალი ინტერფეისი

 

შეცვლილია ჭკვიანი რეკომენდაციების  ვიჯეტის დიზაინი, მისი განლაგება უკეთ არის შეხამებული მთავარი ეკრანის სხვა ხატულებთან.

პერსონალიზაციის მეტი შესაძლებლობა

 

ახლა უკვე შეგიძლია შეცვალო გამჭვირვალობა და აირჩიო თეთრი ან შავი ფონი. ასევე შეგიძლია აპლიკაციებს გაუთიშო ჭკვიანი  რეკომენდაციების ფუნქცია.

ძებნა

Google-ის ძიების რეკომენდაციები

 

Finder-ის გამოყენებისას ასევე მიიღებ რეკომენდაციებს Google-ისგან ინტერნეტში რაიმეს ძებნის თაობაზე.

სწრაფი წვდომა აპლიკაციების ფუნქციებზე

 

როდესაც აპლიკაცია ძიების შედეგებში გამოჩნდება, მასზე ხანგრძლივად დაჭერის შემდეგ აისახება ამ აპლიკაციასთან დაკავშირებული ფუნქციები. მაგალითად, კალენდრის აპლიკაციის ძიების შედეგებში გამოჩნდება ღონისძიების დამატების ან კალენდრის თარიღის მოძებნის ღილაკები. თუ საძიებო ველში აპლიკაციის ნაცვლად აპლიკაციის ფუნქციის დასახელებას შეიყვან, ძიების შედეგებში აპლიკაციასთან ერთად ეს ფუნქციაც გამოჩნდება.

ჩემი ფაილები

ფაილების მარტივად კოპირება და გადატანა [6.1.1]

 

„ჩემი ფაილების“ აპლიკაციით ფაილების კოპირების და გადატანის დროს საჭირო საქაღალდის მოძებნა კიდევ უფრო მარტივი გახდა. სამიზნე საქაღალდე შეგიძლია კონტექსტურ ფანჯარაში აირჩიო, ფაილების გადატანის დასრულების შემდეგ კი მარტივად დაუბრუნდე საწყის საქაღალდეს.

გაუმჯობესებული პიქტოგრამები [6.1.1]

 

დაათვალიერე სურათები მათ გახსნამდე. „ჩემი ფაილების“ აპლიკაციაში სურათების და ვიდეოების პიქტოგრამები ორიგინალი ფაილების პროპორციებით არის წარმოდგენილი..

გაათავისუფლე მოწყობილობის მეხსიერება

 

გამოჩნდება რეკომენდაციების ფანჯრები, რომლებიც დაგეხმარება მეხსიერების გაწმენდაში. ფუნქცია „ჩემი ფაილების“ შემოგთავაზებს უსარგებლო ფაილების წაშლას, გირჩევს cloud სივრცის გამოყენებას და გაჩვენებს, თუ რომელი აპლიკაცია იყენებს ყველაზე მეტ ადგილს მეხსიერების ბარათზე.34, 46

„გალერეასთან“ და „ხმის ჩამწერთან“ ინტეგრირებული ნაგვის ურნა.

 

„ჩემს ფაილებს“, „გალერეას“ და „ხმის ჩამწერს“ საერთო ნაგვის ურნა აქვს. თუ გახსნი „ჩემი ფაილების“ ნაგვის ურნას, იქ გამოჩნდება წაშლილი ფაილები, სურათები, ვიდეოები და აუდიო ფაილები. აქვე შეგიძლია აირჩიო ამ ფაილების აღდგენა ან სამუდამოდ წაშლა.

ფაილების კოპირება 2 ხელის გამოყენებით

 

ერთი ხელით ხანგრძლივად დააჭირე ფაილზე, მეორე ხელის გამოყენებით კი აირჩიე საქაღალდე, სადაც აპირებ ამ ფაილის გადატანას.

Samsung Pass

უფრო უსაფრთხო ავტორიზაცია passkey-ს გამოყენებით 

 

მხარდაჭერილ აპლიკაციებში ან ვებ-საიტებზე ავტორიზაციის გავლისთვის, გამოიყენე passkey. პაროლებისგან განსხვავებით, შენი passkey ინახება მხოლოდ შენს ტელეფონში, ამიტომ შეუძლებელია მისი ხელში ჩაგდება ვებ-საიტზე ჰაკერული თავდასხმის საშუალებით. passkey ასევე გიცავს ფიშინგ-შეტევებისგან, რადგან მისი გამოყენება მხოლოდ იმ ვებ-საიტზე ან აპლიკაციაში შეიძლება, სადაც მოხდა მათი რეგისტრაცია.

პარამეტრები

უმაღლესი დონის უსაფრთხოება [6.1.1]

 

 

თუ გჭირდება განსაკუთრებით მაღალი დონის უსაფრთხოება, შეგიძლია გაააქტიურო Auto Blocker ფუნქცია, რომელიც დააწესებს მაქსიმალურ შეზღუდვებს და უზრუნველყოფს Samsung Galaxy მოწყობილობის უმაღლესი დონის დაცვას მავნე პროგრამებისგან და საფრთხეებისგან. ამ შემთხვევაში დაიბლოკება შეტყობინებების ჰიპერბმულების და მიბმული ფაილების ავტომატური ჩამოტვირთვის ფუნქციები, სურათების გაზიარების დროს წაიშლება ადგილმდებარეობის მონაცემები, ხოლო „გალერეაში“ ვეღარ შეძლებ გაზიარებული ალბომების გამოყენებას.

გაუმჯობესებული „ასისტენტის“ მენიუ [6.1.1]

 

სწრაფი წვდომის პანელის გახსნა ახლა უკვე ერთი შეხებით შეგიძლია. ასევე გაუმჯობესებულია ფიზიკური ღილაკების კონტროლის შესაძლებლობა. „ასისტენტის“ მენიუს გამოყენებისთვის ხანგრძლივად ან ორჯერ დააჭირე გვერდითა ღილაკს.

ელემენტის დაცვის მეტი გზა

 

აირჩიე სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი, რომელიც დაგეხმარება ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობის გაზრდაში. დაცვის საბაზისო დონის გამოყენებით შეძლებ ელემენტის მუხტის 95%-დან 100%-მდე დიაპაზონში შენარჩუნებას. ადაპტირებადი დაცვა შეაჩერებს დამუხტვის პროცესს შენი ძილის პერიოდში და დაასრულებს დამუხტვას შენს გაღვიძებამდე. მაქსიმალური დაცვისთვის ასევე შეგიძლია აირჩიო ელემენტის მაქსიმუმ 80%-მდე დამუხტვის პარამეტრი. 

ხმის ტრანსლაცია Auracast-ის მეშვეობით

 

გააზიარე შენი ხმა ტელეფონის მეშვეობით. შენთან ახლოს მყოფ Bluetooth LE Audio მოწყობილობის მქონე პირს შეეძლება შენი ტრანსლაციის მოსმენა.13

უფრო ჭკვიანი „თვითმფრინავის რეჟიმი“

 

თუ შენი ტელეფონი „თვითმფრინავის რეჟიმშია“ და ამ დროს გაააქტიურებ Wi-Fi-ს ან Bluetooth-ს, შენი ტელეფონი ამ მოქმედებას დაიმახსოვრებს. შემდეგ ჯერზე, როდესაც ტელეფონს „თვითმფრინავის რეჟიმში“ გადაიყვან, Wi-Fi ან  Bluetooth გააქტიურებული დარჩება.

უფრო მარტივი წვდომა ელემენტის პარამეტრებთან

 

ელემენტის პარამეტრებს უკვე საკუთარი მაღალი დონის მენიუ გააჩნია, რათა უფრო მარტივად შეძლო ელემენტის მოხმარებაზე თვალყურის დევნება და მისი პარამეტრების მართვა.

მავნე პროგრამების ბლოკირება 

 

გააუმჯობესე შენი აპლიკაციების და მონაცემების დაცვის დონე. Auto Blocker თავიდან აგაცილებს უცნობი აპლიკაციების ინსტალაციას, შეამოწმებს მოწყობილობას მავნე პროგრამებზე და დაბლოკავს  შენს ტელეფონზე USB კაბელით გამოგზავნილ ყველა საზიანო ბრძანებას.

სპეციალური შესაძლებლობები

Relumino კონტურები 

 

გაუკეთე კონტურები გამოსახულებებსა და ვიდეოებში არსებულ ობიექტებს, რათა გახადო ისინი მარტივად გარჩევადი დაქვეითეუბული მხედველობის მქონე პირებისთვის.

მხედველობის გაუმჯობესება უფრო მარტივია

 

ხმოვანი დახმარებისა და ხილვადობის გაუმჯობესების მენიუები გაერთიანებულია Vision-ის გაუმჯობესების მენიუში უფრო სწრაფი და მარტივი წვდომისთვის.

გამოსახულების გადიდების ახალი ვარიანტები

 

შეცვალე გამოსახულების გადიდების ფანჯრის დიზაინი. შეგიძლია აირჩიო სრული ეკრანი, ნახევარი ეკრანი ან ნება დართო მათ ჩანაცვლებას.

კურსორის სისქის შეცვლა

 

ახლა უკვე შეგიძლია ტექსტის რედაქტირების დროს გამოჩენილი კურსორის სისქის გაზრდა.

გაიგე მეტი „სპეციალური შესაძლებლობების“ შესახებ

 

„სპეციალური შესაძლებლობების“ პარამეტრებს დაემატა Samsung Accessibility ვებ-გვერდის ბმული, რაც შესაძლებლობას გაძლევს მეტი გაიგო „სპეციალური შესაძლებლობების“ ფუნქციების და შესახებ და შეიტყო, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტების გამოყენება ყველას შეეძლოს.

ციფრული ჯანმრთელობა

გაუმჯობესებული განლაგება 

 

შეცვლილია „ციფრული ჯანმრთელობის“ ფუნაციის დიზაინი, რაც საჭირო ინფორმაციის უფრო მარტივად მოძებნის შესაძლებლობას იძლევა.

მეტი კონტენტი შენს ყოველკვირეულ ანგარიშში

 

გამოყენების ყოველკვირეული ანგარიში საშუალებას გაძლევს აღმოაჩინო მოწყობილობის გამოყენების უჩვეულო შემთხვევები, გაიგო, თუ დღის რა პერიოდში იყენებ მას ყველაზე ხშირად და როგორ დააბალანსო ეკრანთან გატარებული დრო.

ტელეფონი

უპასუხე ზარს ეკრანზე შეხებით, თითის გასმის ნაცვლად [6.1.1]

 

თუ სატელეფონო ზარზე თითის გასმით პასუხი შენთვის პრობლემას წარმოადგენს, შეგიძლია გაააქტიურო ღილაკზე შეხებით პასუხის ფუნქცია.

უპასუხე ყველა ზარს „სპიკერზე“ [6.1.1]

 

ისაუბრე მარტივად, სმარტფონის ხელში დაჭერის გარეშე. თუ გსურს ყველა ზარს „სპიკერზე“ უპასუხო, შეგიძლია გამოიყენო ახალი ფუნქცია, რომელიც ყველა ზარზე პასუხისას „სპიკერს“ გაააქტიურებს და აღარ დაგჭირდება ყოველ ჯერზე ხელით გადართვა.

უფრო მარტივია ვიდეოზარის ეფექტებსა და მიკროფონის რეჟიმზე წვდომა

 

ვიდეოზარის ეფექტები და მიკროფონის რეჟიმი ახლა გამოჩნდება სწრაფ პანელში აუდიო და ვიდეო ზარების მიმდინარეობისას.

კონტაქტები

შექმენი და გააზიარე შენი პროფილის ბარათი [6.1.1]

 

შექმენი საკუთარი პროფილის ბარათი შენი სახელით და ფოტოთი, რომლის ნახვასაც შეძლებენ Galaxy მოწყობილობების სხვა მომხმარებლები სატელეფონო ზარის დროს ან შენი საკონტაქტო ინფორმაციის დათვალიერებისას. ასევე შეგიძლია შექმნა შენს კონტაქტებში არსებული სხვა პირების პროფილის ბარათები, რომლებიც შენს ეკრანზე გამოჩნდება მათგან შემოსული ზარის დროს.

საათი

მაღვიძარას პერსონალიზაცია

 

გამოიყენე გამოსახულება, ვიდეო ან AR ემოჯი თითოეული მაღვიძარასთვის პერსონალიზებული ეკრანის შესაქმნელად. ახლა განლაგების ისე შეცვლაც შეგიძლია, რომ მაღვიძარა ეკრანის სასურველ ადგილას გამოჩნდეს.

გაეცანი One UI-ს წინა ვერსიას

 

Galaxy სმარტფონი

Galaxy s23 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი. Galaxy s23 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი.
 

აპლიკაცია და სერვისები

Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან. Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან.
  • [6.1.1] ნიშნავს 2024 წლის მე-3 კვარტალში გამოშვებულ One UI 6.1.1-ს.
  • მახასიათებლების აღწერა დაფუძნებულია მიმდინარე და წინა ვერსიებს შორის განსხვავებებზე.
  • მახასიათებლები შეიძლება შეიცვალოს.
  • ხელმისაწვდომი ფუნქციები და/ან კონტენტი შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის, ქვეყნის/რეგიონის და ოპერატორის მიხედვით.
  • ზოგიერთი AI ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია.
  • ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი.
  • Galaxy AI ფუნქციები 2025 წლის ბოლომდე უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი მხარდაჭერილ Samsung Galaxy მოწყობილობებზე. მესამე მხარის მიერ მოწოდებული AI ფუნქციებისთვის შეიძლება მოქმედებდეს განსხვავებული პირობები.
  • Samsung არ გასცემს რაიმე დაპირებას, გარანტიას ან მტკიცებულებას Galaxy AI ფუნქციების მეშვეობით მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის, სისწორის და სანდოობის შესახებ.
  • Galaxy AI-ს გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს არასრულწლოვანთათვის იმ რეგიონებში, სადაც მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა AI-ს გამოყენებასთან დაკავშირებით.
  • Galaxy AI სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება არჩეული ენის მიხედვით. კონკრეტული ენებით სარგებლობისთვის შეიძლება საჭირო იყოს შესაბამისი ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. 
  • 2024 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, Galaxy S24 სერიის, Galaxy S23 სერის, Galaxy S22 სერიის, Galaxy Z Fold6 | Z Flip6, Galaxy Z Fold5 | Z Flip5, Galaxy Z Fold4 | Z Flip4, Tab S9 | S9+ | S9 Ultra და Tab S8 | S8+ | S8 მოდელებზე. მხარდაჭერილი მოდელები განსხვავდება მახასიათებლის მიხედვით.
  1. Sketch to Image ფუნქციის მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 12MP-მდე.  იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ს მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია წყლის ნიშანი. 
  2. Portrait Studio-ს მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 9MP-მდე. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ს მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია წყლის ნიშანი.
  3. ფუნქციის გააქტიურება ხდება მხოლოდ სიმბოლოების კონკრეტულ რაოდენობასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
  4. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება არჩეული ენის მიხედვით. კონკრეტული ენებით სარგებლობისთვის შეიძლება საჭირო იყოს შესაბამისი ენის პაკეტის ჩამოტვირთვა.
  5. იმისათვის, რომ Live Translate ფუნქციამ შეძლოს სატელეფონო შეტყობინებების მიღება, საჭიროა ინტერნეტ-კავშირი. სატელეფონო შეტყობინებების მოწყობილობაზე მიღების შემდეგ, ამ ფუნქციით ტექსტის თარგმნა შესაძლებელია ინტერნეტ-კავშირის გარეშეც. Live Translate ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Samsung Phone აპლიკაციებზე და მესამე მხარის ზოგიერთ აპლიკაციაზე.
  6. Note Assist-ის „რეზიუმირების“ ფუნქციის გააქტიურება ხდება სიმბოლოების რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვების და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. იმისათვის, რომ მოხდეს აუდიო ფაილების დამუშავება, მათი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.
  7. ფუნქციის გასააქტიურებლად საჭიროა სიმბოლოების რაოდენობასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.
  8. ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Samsung Voice Recorder აპლიკაციაში. იმისათვის, რომ მოხდეს აუდიო ფაილების დამუშავება, მათი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.
  9. აუცილებელია, რომ გამოსახულების რეზოლუცია იყოს 500x500-ზე მაღალი. მხარდაჭერილია JPG, HEIC (HEIF), BMP, PNG და WebP ფორმატის ფაილები.
  10. ხელმისაწვდომია Galaxy Z Flip5 და Z Flip6 მოდელებზე.
  11. ავტომატური ზუმი ხელმისაწვდომია Flex რეჟიმში უკანა კამერის გამოყენებისას. ზუმის ხელით რეგულირების შემთხვევაში ავტომატური ზუმის ფუნქცია გაითიშება. მუშაობს მხოლოდ დაბალი განათების პირობებში.
  12. Flex რეჟიმი მხარდაჭერილია 75°-დან და 115°-მდე კუთხით გახსნილ სმარტფონზე.
  13. 2024 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით ხელმისაწვდომია Galaxy S24 სერიის, Galaxy S23 სერიის, Galaxy Z Fold6 | Z Flip6, Galaxy Z Fold5 | Z Flip5 და Tab S9 | S9+ | S9 Ultra მოდელებზე.
  14. ხელმისაწვდომია Samsung Video Player და Samsung Gallery აპლიკაციებზე. შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი კონკრეტული ტიპის ვიდეო ფაილებისთვის.
  15. 2024 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით ხელმისაწვდომია Galaxy S24 სერიის, Galaxy S23 სერიის, Galaxy S22 სერიის, Galaxy S21 სერიის, Galaxy Z Fold6 | Z Flip6, Galaxy Z Fold5 | Z Flip5, Galaxy Z Fold4 | Z Flip4, Galaxy Z Fold3 | Z Flip3, Tab S9 | S9+ | S9 Ultra და Tab S8 | S8+ | S8 მოდელებზე. 
  16. შედეგები შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც დამოკიდებულია ვიზუალურ თანხვედრაზე.
  17. პროდუქტის ფუნქციების ხელმისაწვდომობა შეიძლება დამოკიდებული იყოს თქვენს აპლიკაციაზე და მოწყობილობის პარამეტრებზე. 
  18. ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება არ იყოს კონკრეტულ აპლიკაციებთან თავსებადი.
  19. სატელეფონო შეტყობინებების მოწყობილობაზე მიღების შემდეგ, ამ ფუნქციით ტექსტის თარგმნა შესაძლებელია ინტერნეტ-კავშირის გარეშეც. სატელეფონო შეტყობინებების მისაღებად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი. Live Translate ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Samsung Phone აპლიკაციებზე და მესამე მხარის ზოგიერთ აპლიკაციაზე.
  20. Note Assist-ის „რეზიუმირების“ ფუნქციის გააქტიურება ხდება სიმბოლოების რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვების და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. იმისათვის, რომ მოხდეს აუდიო ფაილების დამუშავება, მათი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.
  21. Transcript Assist-ის ფუნქციების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Samsung Voice Recorder აპლიკაციაში ან წინასწარ დაინსტალებული Samsung Phone აპლიკაციის, Samsung Notes აპლიკაციისა და Samsung Interpreter აპლიკაციის მეშვეობით ჩაწერილ ფაილებზე. იმისათვის, რომ მოხდეს აუდიო ფაილების დამუშავება, მათი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს. Transcript Assist-ის მოკლე შინაარსის გენერირების ფუნქციის გააქტიურება ხდება მხოლოდ სიმბოლოების კონკრეტულ რაოდენობასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
  22. ფუნქციის გასააქტიურებლად საჭიროა სიმბოლოების რაოდენობასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.
  23. Generative Edit ფუნქციის მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 12MP-მდე. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ს მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია წყლის ნიშანი.
  24. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ს მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია წყლის ნიშანი.
  25. AI Zoom გამოიყენება ციფრული ზუმის მანძილებს შორის ინტერვალებში.
  26. ამინდის რეალური პირობების ასახვა შესაძლოა დროში შეფერხდეს, რადგან სერვისის ფუნქციონირება დამოკიდებულია ადგილობრივი ამინდის შესახებ ინფორმაციის განახლებაზე. შესაძლოა არ იყოს თავსებადი შიდა სივრცეში, ღამით და დაბალი განათების პირობებში გადაღებული ფოტოებთან. ამინდის რეალური პირობების ასახვა შესაძლოა დროში შეფერხდეს, რადგან სერვისის ფუნქციონირება დამოკიდებულია ადგილობრივი ამინდის შესახებ ინფორმაციის განახლებაზე. შესაძლოა არ იყოს თავსებადი შიდა სივრცეში, ღამით და დაბალი განათების პირობებში გადაღებული ფოტოები. 2024 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით ხელმისაწვდომია Galaxy S24 სერიის და Galaxy Z Fold6 | Z Flip6 მოდელებზე.
  27. „Cmd ღილაკი“ შეიძლება იყოს Windows ღილაკი, Command ღილაკი ან Search ღილაკი.
  28. ხელმისაწვდომია კონკრეტულ Samsung Galaxy პლანშეტებსა და Z Fold სერიის მოწყობილობებზე.
  29. ხელმისაწვდომია Galaxy S24 სერიის, Galaxy S23 სერიის, Galaxy Z Fold6 და Galaxy Z Fold5 მოდელებზე.
  30. არ არის ხელმისაწვდომი გარკვეული ტიპის სურათებისთვის.
  31. შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი კონკრეტული ტიპის ვიდეო ფაილებისთვის.
  32. გაზიარებული კონტენტიდან პროექტის იმპორტირების და რედაქტირების გაგრძელების ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მოწყობილობებზე, რომლებზეც მხარდაჭერილია Studio და დაყენებულია One UI 6.1 ან უფრო ახალი ვერსია. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Studio აპლიკაციაში და არ არის შესაძლებელი მისი ჩამოტვირთვა Store-იდან.
  33. ხელმისაწვდომია One UI 2.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე და Android OS 10 (Q OS) ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე მოწყობილობებზე. მხარდაჭერილ PC-ებში შედის: Galaxy Books, მათ შორის Qualcomm პროცესორზე დაფუძნებული PC-ები, რომლებიც გამოშვებულია 2020 წელს ან შემდეგ წლებში და სხვა მწარმოებლების Windows PC-ებზე, რომლებზეც დაინსტალებულია Intel Bluetooth/Wi-Fi დრაივერები (OS: Windows 10 2004 ან მომდევნო ვერსია, Bluetooth დრაივერი: Intel 22.50.02 ან მომდევნო ვერსია, Wi-Fi დრაივერი: Intel 22.50.07 ან მომდევნო ვერსია). Quick Share ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Bluetooth და Wi-Fi კავშირი. მოწყობილობების რაოდენობა, რომლებზეც ერთდროულად შეიძლება მონაცემთა გაზიარება Quick Share ფუნქციის გამოყენებით, დამოკიდებულია იმ მოწყობილობის Wi-Fi ჩიპზე, რომლითაც ხდება გაზიარება. რეალური სიჩქარე შეიძლება განსხვავდებოდეს მოწყობილობის, ქსელის პარამეტრების და მომხმარებლის გარემოს მიხედვით.
  34. არ არის მხარდაჭერილი ჩინეთში.
  35. ხელმისაწვდომია Galaxy S24 სერიის და უფრო ახალ მოდელებზე. 
  36. შესაძლებელია Galaxy Store-იდან ჩამოტვირთვა იმ მოწყობილობებზე, რომლებზეც დაინსტალებულია One UI 2 ან უფრო ახალი ვერსია ან Android OS10 (Q OS) ან უფრო ახალი ვერსია.
  37. ხელმისაწვდომია Galaxy Tab-ის კონკრეტულ მოდელებზე, როგორიცაა Galaxy Tab S9 | S9+ | S9 Ultra, Tab S8 | S8+ | S8 Ultra, A9+ და ა.შ.
  38. საჭიროებს Windows 11, 22H2 Build 22621 ან უფრო ახალ ვერსიას, Phone Link-ის დესკტოპ აპლიკაციის v1.22082.111.0 ან უფრო ახალ ვერსიას და Link To Windows ტელეფონის აპლიკაციის (წინასწარ დაინსტალებული Samsung-ის მოწყობილობებზე) v1.22082.142.0 ან უფრო ახალ ვერსიას.
  39. განკუთვნილია მხოლოდ გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის.
  40. ამ ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Samsung Galaxy Watch-ის (Galaxy Watch 4 სერიის და უფრო ახალი მოდელები, Galaxy Fit3-ის გარდა) ან Samsung Galaxy Ring-ის მეშვეობით შეგროვებული მონაცემების სინქრონიზება Samsung Health App-თან. 
  41. საჭიროა სულ მცირე წინა დღის აქტივობის, ძილის და ძილის დროს გულისცემის სიხშირის მონაცემები. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
  42. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის ან ძილთან დაკავშირებული დარღვევების გამოვლენის, დიაგნოსტირების, მკურნალობისთვის. მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
  43. პერსონალიზებული FTP-ის (ზღვრული ფუნქციური ენერგიის) გაზომვისთვის, Samsung Galaxy სმარტფონი დაკავშირებული უნდა იყოს ძალის მზომთან. FTP-ის უფრო ზუსტად გამოსათვლელად, აუცილებელია Galaxy Watch-ის დაკავშირება სმარტფონთან. FTP ავტომატურად გამოითვლება ველოსიპედით 4 წუთზე მეტი დროის განმავლობაში საშუალო ან მაღალი ინტენსივობის რეჟიმში სიარულის შემდეგ. ამ დროს ველოსიპედზე დამაგრებული უნდა იყოს ძალის მზომი. ფუნქცია იყენებს მანქანურ სწავლებას, ამიტომ რაც უფრო ხშირად ივლით ველოსიპედით, მით უფრო ზუსტი იქნება გამოთვლილი FTP-ის მნიშვნელობა. ველოსიპედზე დასამაგრებელი ძალის მზომი.
  44. ხელმისაწვდომია S Pen-ის მხარდაჭერის მქონე მოდელებზე.
  45. არ არის მხარდაჭერილი რუსეთში.
  46. ეს ფუნქცია მხარდაჭერილია მხოლოდ მოწყობილობის შიდა მეხსიერებაზე და SD ბარათზე.
  47. მხარდაჭერილი QR კოდებისა და შტრიხკოდების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს.