Galaxy Z Flip6
ფერადი. სახალისო. საოცარი
კუთხის წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები
*ონლაინ ექსკლუზიური ფერები ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung.com-ზე.
კუთხის წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები
*ონლაინ ექსკლუზიური ფერები ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung.com-ზე.
Galaxy AI აქ არის დასაკეც Galaxy მოწყობილობებზე
INTERPRETER
ტექსტების თარგმნის შეუდარებელი გამოცდილება FlexWindow-ს გამოყენებით.დაიკარგე თარგმანში? Galaxy Z Flip6 დაგეხმარება ენობრივი ბარიერების დამსხვრევაში — ის იდეალურად მოირგებს შენი პირადი თარჯიმნის როლს.,
შენი ეკრანი, შენი წესები
გადაეშვი AI-ს სამყაროში
50MP. ახალი კამერა. შთამბეჭდავი პორტრეტები
Galaxy Z Flip-ის ყველაზე მძლავრი კამერა, ახლა უკვე AI-ს მხარდაჭერით
განახლებული 50 MP ფართო კუთხის უკანა კამერა დაამუშავებს შენ მიერ გადაღებულ სურათებს ProVisual ტექნოლოგიის მეშვეობით, რის შედეგადაც მიიღებ თვალისმომჭრელ კადრებს და დეტალების სიმრავლით გამორჩეულ პორტრეტებს.,,,,,
ProVisual ტექნოლოგია
უკანა კამერა
-
50MP ფართო კუთხის 2x ოპტიკური ხარისხის ზუმი
-
12MP ულტრა ფართო
FlexCam. გადაიღე ფოტოები საუკეთესო რაკურსით
FlexCam იყენებს ავტომატური ზუმის ფუნქციას ობიექტების კადრის მისაახლოებლად ან დასაშორებლად და გთავაზობს კადრის FlexWindow-ზე წინასწარ დათვალიერების შესაძლებლობას სელფის გადასაღებად ეკრანზე შეხების გარეშე.
უკანა კამერით გადაღებული საოცარი პორტრეტები
გადაუღე 50 MP გარჩევადობის ფოტო შენს მეგობრებს და FlexWindow ეკრანის საშუალებით მიეცი მათ კადრის წინასწარ ნახვის შესაძლებლობა. ამის შემდეგ, გადაიღე სიკაშკაშითა და დეტალების სიმრავლით გამორჩეული სურათები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელს ფონური განათება გიშლის.
PHOTO ASSIST
მარტივი რედაქტირება. Galaxy AI-ს თავაზიანობაGalaxy Z Flip-ის უმძლავრესი ელემენტი
უახლესი Vapor Chamber Galaxy Z Flip-ზე
Vapor Chamber მომენტალურად აგრილებს მოწყობილობას და უზრუნველყოფს მის სწრაფ და უხარვეზო მუშაობას.
რატომ უნდა გადმოხვიდე Galaxy-ზე
გადმოდი Galaxy-ზე
გადმოდი Galaxy-ზე, ეს ძალიან მარტივია. მიიღე გაუმჯობესებული გამოცდილება ექსკლუზიურად Galaxy-ს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფუნქციების მეშვეობით.
გაიგე მეტიგამოსცადე Galaxy შენს ტელეფონზე
ჯერ არ გამოგიცდია უახლესი Galaxy მოწყობილობა? ახლა ხომ არ გამოსცდიდი? პირდაპირ შენს სმარტფონზე! დასაწყებად უბრალოდ დაასკანირე QR კოდი და ჩამოტვირთე.
trygalaxy.com-ზე გადასვლაცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება
ჩვენს მიზანია შევქმნათ უფრო მდგრადი მომავალი.
აქსესუარები
ხშირად დასმული კითხვები
კუთხის წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები
*ონლაინ ექსკლუზიური ფერები ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung.com-ზე.
- შედარებულია Galaxy Z Flip-ის წინა მოდელებთან.
- ავტომატური ზუმი ხელმისაწვდომია FlexMode რეჟიმში უკანა კამერის გამოყენებისას. ზუმის ხელით რეგულირების შემთხვევაში ავტომატური ზუმის ფუნქცია გაითიშება. მუშაობს მხოლოდ დაბალი განათების პირობებში. შესაძლოა არ იმუშაოს, თუ მოწყობილობა მოძრაობს ან სუბიექტი მეტისმეტად ახლოსაა კამერასთან.
- Interpreter ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია. კონკრეტული ენებით სარგებლობისთვის შეიძლება საჭირო იყოს შესაბამისი ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არჩეულ ენაზე. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული. ფუნქციების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის ან ოპერატორის მიხედვით. მხარდაჭერილი ენების ხელმისაწვდომობა შესაძლოა იყოს განსხვავებული.
- 50MP რეზოლუცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy Z Flip6-ის უკანა ფართო კუთხის კამერაზე.
- ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა განსხვავდება ქსელის პირობების, ფუნქციების და გამოყენებული აპლიკაციების, ზარების და შეტყობინებების სიხშირის, დამუხტვის სიხშირის და სხვა მრავალი ფაქტორის მიხედვით. მონაცემები მიღებულია გამოყენების საშუალო პროფილთან შედარების საფუძველზე. ამ მონაცემების შეგროვება და ანალიზი დამოუკიდებლად განახორციელა კომპანიამ UX Connect Research, ნაგულისხმევი პარამეტრების და LTE და 5G Sub6 ქსელების გამოყენებით.
- სისქე გაზომილია მინის ქვემოთა ნაწილიდან ზემოთა ნაწილამდე, გახსნილ მოწყობილობაზე.
- ფერების ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის ან ოპერატორის მიხედვით.
- Interpreter ფუნქცით გენერირებული ტექსტის გამოტანა შესაძლებელია როგორც ძირითად, ისე FlexWindow ეკრანზე, თუმცა საჭიროა ამ ფუნქციის ხელით გააქტიურება. არ არის ხელმისაწვდომი მხოლოდ FlexWindow-ით სარგებლობისას.
- იმისათვის, რომ შეტყობინებებზე პასუხის რეკომენდაციების ფუნქციამ შეძლოს შეტყობინებების მიღება, საჭიროა ინტერნეტ-კავშირი. შეტყობინებებზე პასუხის რეკომენდაციების შემოთავაზება შესაძლებელია ინტერნეტ-კავშირის გარეშეც, შეტყობინებების მოწყობილობაზე მიღების შემდეგ. საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია. შეტყობინებებზე პასუხის რეკომენდაციების ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ FlexWindow ეკრანზე. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება არჩეული ენის, ქვეყნის და აპლიკაციის მიხედვით. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
- პროცესი შემოკლებული და სიმულირებულია. შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის, არჩეული ენის და მოწყობილობის მოდელის მიხედვით. საჭიროა ინტერნეტთან კავშირი. მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს Android-ის და Google-ის აპლიკაციის უახლეს ვერსიამდე განახლება. მუშაობს თავსებად მოწყობილობებზე და შესაბამის ზედაპირებზე. შედეგები შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც დამოკიდებულია ვიზუალურ თანხვედრაზე. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული. საძიებლად შემოხაზეთ ფუნქციის FlexWindow-ზე გამოყენება არ არის შესაძლებელი.
- იმისათვის, რომ Live Translate ფუნქციამ შეძლოს სატელეფონო შეტყობინებების მიღება, საჭიროა ინტერნეტ-კავშირი. სატელეფონო შეტყობინებების მოწყობილობაზე მიღების შემდეგ, ამ ფუნქციით ტექსტის თარგმნა შესაძლებელია ინტერნეტ-კავშირის გარეშეც. საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Live Translate ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Samsung Phone აპლიკაციებზე და მესამე მხარის ზოგიერთ აპლიკაციაზე. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება არჩეული ენის და რეგიონის მიხედვით. კონკრეტული ენებით სარგებლობისთვის შეიძლება საჭირო იყოს შესაბამისი ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
- „ტრანსკრიპციის“ და „რეზიუმირების“ ფუნქციებით სარგებლობისთვის საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Transcript Assist-ის ფუნქციები ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Samsung Voice Recorder აპლიკაციაზე ან წინასწარ დაინსტალებული Samsung Phone აპლიკაციის მეშვეობით ჩაწერილ ფაილებზე, Samsung Notes აპლიკაციასა და Samsung Interpreter აპლიკაციაზე. წინასწარ დაინსტალებული Samsung Phone აპლიკაციით ხმის ჩაწერის ფუნქცია შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ ქვეყანაში. იმისათვის, რომ მოხდეს აუდიო ფაილების დამუშავება, მათი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს. Transcript Assist-ის მოკლე შინაარსის გენერირების ფუნქციის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ სიმბოლოების კონკრეტულ რაოდენობასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არჩეულ ენაზე. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
- შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს განათების და/ან გადაღების პირობების მიხედვით, რაც მოიცავს სიტუაციებს, როდესაც ობიექტი ფოკუსში არ არის ან მოძრაობს.
- ოპტიკური ხარისხის ზუმისთვის გამოიყენება Adaptive Pixel სენსორი.
- 2x ზუმის გააქტიურება უნდა მოხდეს Camera Assistant აპლიკაციის პარამეტრებში. Camera Assistant აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Galaxy Store-იდან.
- AI Zoom გამოიყენება ციფრული ზუმის მანძილებს შორის ინტერვალებში. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
- Photo Assist-ის Generative Edit ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Generative Edit ფუნქციის მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 12MP-მდე. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ს მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია წყლის ნიშანი. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული.
- Photo Assist-ის Instant Slow-mo ფუნქცია ხელმისაწვდომია Samsung Video Player და Samsung Gallery აპლიკაციებზე. შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი კონკრეტული ტიპის ვიდეო ფაილებისთვის. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
- Photo Assist-ის Live Effect ფუნქციას აქვს JPG, HEIC (HEIF), BMP, PNG და WebP ფორმატის ფაილების მხარდაჭერა. შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი კონკრეტული ფოტოებისთვის. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული.
- ღამის რეჟიმის მხარდაჭერა გააჩნია Instagram-ის აპლიკაციაში ინტეგრირებულ კამერას.
- Snapdragon ბრენდის პროდუქტები წარმოადგენს Qualcomm Technologies, Inc.-ის და/ან მისი პარტნიორი კომპანიების წარმოებულ პროდუქციას.
- მხოლოდ Galaxy-ის დასაკეცი სმარტფონებისთვის.
- სტანდარტული მაჩვენებლები მიღებულია მესამე მხარის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე. სტანდარტული მაჩვენებელი არის მიახლოებითი საშუალო მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია ელემენტების ნიმუშების ტევადობის მაჩვენებლის გადახრის გათვალისწინებით, რომელთა ტესტირება განხორციელდა IEC 61960 სტანდარტით. ნომინალური ტევადობაა 3887mAh Galaxy Flip6-ის შემთხვევაში. ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქსელის პარამეტრების, გამოყენების პირობების და სხვა ფაქტორების მიხედვით.
- დაფუძნებულია Samsung-ის შიდა ლაბორატორიული ტესტირების შედეგებზე, რომლის დროსაც გამოიყენებოდა მოცემული მოდელის გამოშვების წინა ვერსია, რომელიც ყურსასმენებთან დაკავშირებული იყო Bluetooth-ით და ნაგულისხმევი პარამეტრებით გააქტიურებული იყო LTE. ელემენტის ტევადობის და დენის ძალის გაზომვის მონაცემები ეფუძნება ელემენტის ენერგიის მოხმარების მაჩვენებელს ვიდეო ფაილის დაკვრის დროს (მოწყობილობაში შენახული ვიდეო ფაილი 720p რეზოლუციით) და აუდიო ფაილის დაკვრის დროს (მოწყობილობაში შენახული mp3 ფაილი, 192kbps, გამორთული LCD ეკრანით). ვიდეო და აუდიო ფაილების დაკვრის რეალური ხანგრძლივობა განსხვავდება ქსელთან კავშირის, პარამეტრების, ფაილის ფორმატის, ეკრანის სიკაშკაშის, ელემენტის მდგომარეობის და სხვა ფაქტორების მიხედვით.
- Android™ მოწყობილობებიდან ფაილების კაბელით გადმოტანისას, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე. ფაილების გადატანა შესაძლებელია კაბელის გარეშეც, უსადენო კავშირის მეშვეობით. ფაილების უსადენო კავშირის მეშვეობით გადატანის შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე. გახსენი Smart Switch Mobile მიმღები Galaxy მოწყობილობის პარამეტრებში ან ჩამოტვირთე Smart Switch Mobile აპლიკაცია Galaxy Store-იდან. მონაცემების, კონტენტის და აპლიკაციების გადატანის შესაძლებლობა დამოკიდებულია გადატანის მეთოდზე.
- iOS მოწყობილობებიდან ფაილების კაბელით გადმოტანისას, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი - iOS 5 ან უფრო ახალ ვერსიაზე. ფაილების გადატანა შესაძლებელია კაბელის გარეშეც, უსადენო კავშირის ან iCloud-ის მეშვეობით. უსადენო კავშირის გამოყენების შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა - iOS 12 ან უფრო ახალ ვერსიაზე. iCloud-ით გადატანის შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა - iOS 5 ან უფრო ახალ ვერსიაზე. გახსენი Smart Switch Mobile მიმღები Galaxy მოწყობილობის პარამეტრებში ან ჩამოტვირთე Smart Switch Mobile აპლიკაცია Galaxy Store-იდან. უსადენო კავშირით გადატანისთვის, App Store-იდან შენს iPhone-ზე ან iPad-ზე ჩამოტვირთე Smart Switch-ის iOS ვერსია. მონაცემების, კონტენტის და აპლიკაციების გადატანის შესაძლებლობა დამოკიდებულია გადატანის მეთოდზე. iOS მოწყობილობიდან კონტაქტების, გალერეის, ვიდეოების, კალენდარის და შეხსენებების გადატანა შესაძლებელია უსადენო კავშირის მეშვეობით.
- დიდი მოცულობის მონაცემების ერთიანად გადატანისას რეკომენდებულია კაბელის გამოყენება.
- Galaxy მოწყობილობებს შორის მონაცემების გადატანისთვის Quick Share ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი მოწყობილობების გამოყენების შემთხვევაში: Android OS 10.0 (Q) და One UI 2.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე სმარტფონები და პლანშეტები, Windows 10 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე პერსონალური კომპიუტერები. საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია, Wi-Fi და Bluetooth კავშირი. iOS და Android მოწყობილობებზე Quick Share ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია გაზიარების ბმულის გაგზავნით: ინდივიდუალურად გაზიარებული ფაილების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5GB-ს (ჯამში 5 GB დღეში), ბმული გაუქმდება ორი დღის შემდეგ; საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია და ინტერნეტ-კავშირი.
- Armor Aluminum ჩარჩო არ მოიცავს ხმის კონტროლის ღილაკებსა და გვერდითა ღილაკებს ან SIM ბარათის ბუდეს.
- შედარებულია წინა მოდელებთან.
- Corning® Gorilla® Glass Victus® 2 გამოყენებულია მოწყობილობის წინა და უკანა ზედაპირზე.
- შედეგები დაფუძნებულია ლაბორატორიულ ტესტებზე, რომლის დროსაც მოხდა მოწყობილობის 1 მეტრი სიღრმის მტკნარ წყალში ჩაძირვა 30 წუთის განმავლობაში, ასევე 1 მმ-ზე მეტი ზომის მყარი ობიექტის, მაგალითად მავთულის მიმართ გამძლეობაზე გამოცდა. არ არის რეკომენდებული პლაჟზე ან აუზზე გამოყენება. მოწყობილობის მტვრისა და წყლის მიმართ გამძლეობა არ არის მუდმივი და დროთა განმავლობაში შესაძლოა შემცირდეს ნორმალური ცვეთის გამო. არ არის მტვრის და ქვიშის მიმართ გამძლე
- ენერგიის ქულა ხელმისაწვდომია Android სმარტფონებზე (Android 11 ან უფრო ახალი ვერსია) და საჭიროებს Samsung Health აპლიკაციას (6.27 ან უფრო ახალი ვერსია). საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და რეგიონის მიხედვით. ენერგიის ქულის შესამოწმებლად, უნდა მოხდეს Samsung Galaxy Watch-ის ან Samsung Galaxy Ring-ის მეშვეობით შეგროვებული ჯანმრთელობის მონაცემების სინქრონიზება Samsung Health აპლიკაციასთან. საჭიროა სულ მცირე წინა დღის აქტივობის, ძილის და ძილის დროს გულისცემის სიხშირის მონაცემები. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
- Galaxy Watch Ultra და Galaxy Watch7 მოწყობილობები იყიდება ცალკე.
- Galaxy Z Flip6-ის ძირითადი ეკრანის სრული მართკუთხედის დიაგონალის ზომაა 6,7 ინჩი, ხოლო მომრგვალებული კუთხეების გათვალისწინებით - 6,6 ინჩი; ყურების ზონის რეალური ფართობი შესაძლოა უფრო მცირე იყოს მომრგვალებული კუთხეების და კამერის ჭრილის გამო.
- Galaxy Z Flip6-ის გარეთა ეკრანის სრული მართკუთხედის დიაგონალის ზომაა 3,4 ინჩი; ყურების რეალური სივრცე სრული მართკუთხედის 95%-ს შეადგენს, მომრგვალებული კუთხეების და ქვედა ჭრილის გამო.
- ზოგიერთ აპლიკაციას შესაძლოა არ გააჩნდეს FlexWindow-ს ვიჯეტების მხარდაჭერა.
- კონტენტის გენერირების ფუნქციებით სარგებლობისთვის საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Google-ის ანგარიშზე ავტორიზაცია. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული. ფუნქციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოდელის მიხედვით.
- იმისათვის, რომ Photo Ambient ფუნქციამ შეძლოს ამინდის მონაცემების მიღება, საჭიროა ინტერნეტ-კავშირი. ამინდთან დაკავშირებული ინფორმაციის შემოთავაზება შესაძლებელია ინტერნეტ-კავშირის გარეშეც, მონაცემების მოწყობილობაზე მიღების შემდეგ. ამინდის რეალური პირობების ასახვა შესაძლოა დროში შეფერხდეს, რადგან სერვისის ფუნქციონირება დამოკიდებულია ადგილობრივი ამინდის შესახებ ინფორმაციის განახლებაზე. შესაძლოა არ იყოს თავსებადი შიდა სივრცეში, ღამით და დაბალი განათების პირობებში გადაღებული ფოტოები. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული. ამ ეტაპზე, სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy S24 სერიის, Galaxy Z Flip6 და Galaxy Z Fold6 მოდელებზე. ფუნქციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოდელის მიხედვით.