როგორ უნდა გამოიყენო SmartThings

ჩამოტვირთე SmartThings აპლიკაცია

დაამატე შენი მოწყობილობები SmartThings აპლიკაციაში და მიიღე დაკავშირებულ სამყაროში ცხოვრების სრულიად ახალი გამოცდილება.

შეისწავლე აპლიკაციის გამოყენება სამი საფეხურით

 

საფეხური 1 : დაამატე შენი მოწყობილობები აპლიკაციაში

პირს ხელში უჭირავს Galaxy სმარტფონი, რომლის ეკრანზეც ჩანს SmartThings აპლიკაციის ხატულა. უკანა ფონზე გამოსახული ჭკვიანი სახლის მოწყობილობები  სმარტფონს Wi-Fi-ს მეშვეობით უკავშირდება. პირს ხელში უჭირავს Galaxy სმარტფონი, რომლის ეკრანზეც ჩანს SmartThings აპლიკაციის ხატულა. უკანა ფონზე გამოსახული ჭკვიანი სახლის მოწყობილობები  სმარტფონს Wi-Fi-ს მეშვეობით უკავშირდება.
 

საფეხური 2 : მართე შენი მოწყობილობები და გახადე ცხოვრება უფრო ჭკვიანური

ლურჯი ინტერიერის ფონზე ჩანს ჭკვიანი სახლის რვა მოწყობილობა. მარცხნიდან მარჯვნივ: კედელზე დასამაგრებელი თეთრი კონდიციონერი, მის ქვეშ მოთავსებული თეთრი Bespoke AI სარეცხი და საშრობი მანქანები, თეთრი Jet Bot AI+ რობოტი მტვერსასრუტი სარეცხი და საშრობი მანქანების წინ, იატაკზე დასადგამი შავი ფერის Philips Hue Signe გრადიენტული განათების სანათი, ფერადი Bespoke მაცივარი და საყინულე, მაცივრის და საყინულის ზემოთ კედელზე დაკიდებული SmartThings Cam კამერა და კედელზე დამაგრებული Smart Plug. ლურჯი ინტერიერის ფონზე ჩანს ჭკვიანი სახლის რვა მოწყობილობა. მარცხნიდან მარჯვნივ: კედელზე დასამაგრებელი თეთრი კონდიციონერი, მის ქვეშ მოთავსებული თეთრი Bespoke AI სარეცხი და საშრობი მანქანები, თეთრი Jet Bot AI+ რობოტი მტვერსასრუტი სარეცხი და საშრობი მანქანების წინ, იატაკზე დასადგამი შავი ფერის Philips Hue Signe გრადიენტული განათების სანათი, ფერადი Bespoke მაცივარი და საყინულე, მაცივრის და საყინულის ზემოთ კედელზე დაკიდებული SmartThings Cam კამერა და კედელზე დამაგრებული Smart Plug.
 

საფეხური 3 : მოახდინე შენი მომენტების ავტომატიზაცია

წარმოდგენილია ორი ფოტო კოლაჟი. პირველ ფოტოზე ნაჩვენებია ქალი, რომელიც ხალისიანად იწყებს დილას და ასევე დილის რუტინის ამსახველი ხატულები. მეორე ფოტოზე გამოსახულია ქალი, რომელსაც მშვიდად სძინავს ღამით. ფოტოზე ასევე მოცემულია ღამის რუტინის ამსახველი ხატულები. წარმოდგენილია ორი ფოტო კოლაჟი. პირველ ფოტოზე ნაჩვენებია ქალი, რომელიც ხალისიანად იწყებს დილას და ასევე დილის რუტინის ამსახველი ხატულები. მეორე ფოტოზე გამოსახულია ქალი, რომელსაც მშვიდად სძინავს ღამით. ფოტოზე ასევე მოცემულია ღამის რუტინის ამსახველი ხატულები.

მოძებნე შენი მოწყობილობა,
რომელიც თავსებადია SmartThings-თან

გამოიყენე უფრო ჭკვიანურად შენს სახლში არსებული მოწყობილობები.
მოძებნე ლოგო „Works with SmartThings“ (მუშაობს SmartThings-თან) ან „Matter“.

შეიძინე ჩვენი SmartThings-თან თავსებადი მოწყობილობები

აღმოაჩინე Samsung-ის უახლესი პროდუქტები, რომლებიც შექმნილია SmartThings გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

* SmartThings-ის გამოსაყენებლად, ჩამოტვირთე აპლიკაცია შემდეგი პლატფორმებიდან: Galaxy Store, Play Store ან App Store. აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭიროა Android OS 9↑ და მინიმუმ 3GB RAM ან iOS 14↑.

* ყველა მოწყობილობა დაკავშირებული უნდა იყოს Wi-Fi ან სხვა უსადენო ქსელთან და რეგისტრირებული უნდა იყოს ერთი Samsung ანგარიშის გამოყენებით.

* ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის, სერვის-პროვაიდერის, ქსელის ან მოწყობილობის მიხედვით და შეიძლება შეიცვალოს შეტყობინების გარეშე.

* გამოსახულებები და ეკრანის კონტენტი წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.

* რეალური UI შეიძლება განსხვავდებოდეს პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, მოდელის, რეგიონისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.

* მოწყობილობების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელია SmartThings-თან, არის თითოეულ 200 ადგილმდებარეობაზე. თუმცა დაკავშირებული მოწყობილობების მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება ნაკლები იყოს, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის ქსელის მახასიათებლებზე. თითოეული ანგარიშით შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ადგილმდებარეობის, თითოეულ ადგილმდებარეობაზე - მაქსიმუმ 20 ოთახის დამატება. ასევე ადმინისტრატორს, რომელმაც დაარეგისტრირა ადგილმდებარეობა, შეუძლია მოიწვიოს მაქსიმუმ 20 წევრი.

*air care დიაგრამაზე მოცემული რიცხვები წარმოადგენს ოთახების რაოდენობის საშუალო მაჩვენებელს, რაც შეიძლება განსხვავდებოდეს მოწყობილობაზე გამოსახული მაჩვენებლებისგან.

1. SmartThings Energy სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანაზე, რეგიონზე ან მოწყობილობაზე. ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე (Android OS 9↑, iOS 14↑). საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში. ენერგიის მოხმარებაზე მონიტორინგისთვის საჭიროა, რომ ყველა მოწყობილობა რეგისტრირებული იყოს SmartThings აპლიკაციაში.

2. ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy მოწყობილობებზე. ეს ფუნქცია საჭიროებს Philips Hue თეთრ და ფერად სანათს და Hue Bridge მოწყობილობას.

3. საჭიროა Philips Hue ფერადი ჭკვიანი სანათები, Philips Hue Bridge, Philips Hue Sync App (2022 წლის შემდეგ გამოშვებულ Samsung TV სერიის მოწყობილობებზე, QLED TV-ზე ან მომდევნო მოდელებზე საჭიროა ამ ფუნქციის შეძენა აპლიკაციის მეშვეობით) ან Philips Hue Sync Box (რეგიონებში, სადაც ტელევიზორის აპლიკაციის მეშვეობით პროდუქტების შეძენა შეუძლებელია, მისი სათანადოდ მუშაობისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს Philips Hue Sync Box-ის შეძენა) და Samsung-ის ანგარიში. იყიდება ცალკე.

4. Philips Hue Sync აპლიკაციის ხელმისაწვდომობა Samsung TV-ზე დამოკიდებულია ქვეყანაზე, რეგიონზე ან მოწყობილობაზე. Philips Hue Sync აპლიკაციის Samsung TV-ზე გამოყენებისთვის საჭიროა ფასიანი სერვისის გამოწერა ხუთ წლამდე პერიოდით. აღნიშნული პერიოდის შემდეგ, ამ აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი გააგრძელებს განახლებებით მხარდაჭერას.

5. საჭიროა თავსებადი კარის ვიდეოზარი. კარის ვიდეოზარი რეგისტრირებული უნდა იყოს SmartThings აპლიკაციაში. ამჟამად მხარდაჭერილია კარის ვიდეოზარების შემდეგი მოდელები: Ring Video Doorbell Elite, Ring Video Doorbell Pro with Chime Pro, Spotlight Cam Mount, Spotlight Cam Wired, Stick Up Cam Battery, Video Doorbell, Video Doorbell 2, Video Doorbell 3, Video Doorbell Pro და სხვა. გაითვალისწინე, რომ მხარდაჭერილი კარის ვიდეოზარების სია სამომავლოდ განახლდება.

6. SmartThings-ის Pet Care სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია რეგიონზე და მხარდაჭერილია მხოლოდ BESPOKE Jet Bot AI+ მოდელზე. ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე (Android OS 9↑, iOS 14↑). საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში. BESPOKE Jet Bot AI+-ის ფრონტალური კამერის გამოყენებით შეგიძლია თვალი ადევნო შენს შინაურ ცხოველს. მას აქვს E2EE (End to End Encryption) ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს ვიდეოს საიმედო შიფრაციას, რათა მხოლოდ ავტორიზებულმა მომხმარებელმა შეძლოს მასზე წვდომა. მოწყობილობის მიერ შენი შინაური ცხოველის ამოცნობის უნარი დამოკიდებულია ცხოველის ტიპზე და საცხოვრებელ გარემოზე. ამჟამად მხარდაჭერილია მხოლოდ ძაღლების ამოცნობა. სამომავლოდ შეიძლება დაემატოს ამოცნობადი ცხოველების სახეობები.

7. საჭიროა თავსებადი IP კამერა. მომხმარებელმა პირველ რიგში უნდა განახორციელოს IP კამერის პარამეტრების კონფიგურაცია მწარმოებლის აპლიკაციის მეშვეობით და შემდეგ დაარეგისტრიროს SmartThings აპლიკაციაში. „შინაურ ცხოველებზე მონიტორინგის“ (Pet Monitoring) ფუნქციის გამოსაყენებლად, გახსენი SmartThings აპლიკაცია, გადადი „მოწყობილობის“ (Device) ჩანართზე და აირჩიე “IP Cam” პროდუქტის ბარათი.

8. Samsung Health-ის Smart Trainer ფუნქცია ამჟამად ხელმისაწვდომია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კორეასა და გაერთიანებულ სამეფოში. კონტენტის სერვისის პროვაიდერებისა და შესაბამისი ფიტნეს კონტენტის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნისა და რეგიონის მიხედვით. Smart Trainer ფუნქცია ხელმისაწვდომია Q70B და შემდგომი სერიის მოწყობილობებზე. სხეულის მდგომარეობის ეკრანზე ასახვისთვის, საჭიროა თავსებადი Slim Fit Cam მოწყობილობა, რომელიც ცალკე იყიდება.

9. განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი გამაჯანსაღებელი და ფიტნეს მიზნებისთვის. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის ან დაავადების გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიზნებისთვის. გაზომვის მონაცემები განკუთვნილია მხოლოდ საცნობარო მიზნებისთვის. რჩევისთვის მიმართე სამედიცინო პერსონალს. ხელმისაწვდომია Galaxy Watch 4 სერიის და მომდევნო თაობის Samsung Watch მოწყობილობებზე.

10. ფუნქციონალური მხარდაჭერა, მხარდაჭერის მეთოდები და სპეციფიკაციები შეიძლება განსხვავდებოდეს პროდუქტის მიხედვით.

11. საჭიროა თავსებადი IP კამერა. მომხმარებელს პირველ რიგში უნდა განახორციელოს IP კამერის პარამეტრების კონფიგურაცია მწარმოებლის აპლიკაციის მეშვეობით და შემდეგ დაარეგისტრიროს SmartThings აპლიკაციაში.