Samsung-ის სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოსახული შეცდომის კოდები 5Е, 5С, E2
რა მოხდა
სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „5E“, „5C“ ან „E2“.
ეკრანის არმქონე მოდელებში ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი და ტემპერატურის ქვემოდან მეორე ინდიკატორი.
რას აღნიშნავს შეცდომის კოდი
მანქანიდან არ გამოდის წყალი.
რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი
- დრენაჟის შლანგი მოხრილია, დაკეცილია ან გაჭედილია (ხშირად, გაჭედვის მიზეზს წარმოადგენს დრენაჟის შლანგში ცხოველების ბეწვის მოხვედრა, რაც ხელს უშლის მანქანის წყლისგან დაცლას);
- გაჭედილია კანალიზაცია;
- გაჭედილია მანქანის შიგნით არსებული შლანგები;
- გაჭედილია დრენაჟის ფილტრი ან დრენაჟის ტუმბო;
- დრენაჟის ტუმბო არ მუშაობს;
- დრენაჟის შლანგი ძალიან გრძელია (თუ დამატებულ მონაკვეთთან ერთად მისი სიგრძე აჭარბებს 3 მეტრს, დრენაჟის ტუმბოს სიმძლავრე შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი მანქანის წყლისგან დასაცლელად);
- მანქანაში წყალი გაყინულია (თუ მანქანა ინახებოდა ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე).
ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთო
- ჩახსენი სარეცხი მანქანა ელექტრული ქსელის როზეტიდან;
- ჩახსენი დრენაჟის შლანგი კანალიზაციიდან (სიფონიდან, მილიდან). თუ დრენაჟის შლანგი დაგრძელებულია, მოხსენი დამატებული მონაკვეთი;
- მოათავსე დრენაჟის შლანგის ბოლო აბაზანაში ან ნიჟარაში. დარწმუნდი, რომ დრენაჟის შლანგი არ არის გადაგრეხილი;
- ჩართე მანქანა და გაუშვი რეჟიმი „გავლება + გაწურვა“ (სარეცხის და ფხვნილის გარეშე).
თუ მანქანა წყლისგან დაიცალა, გაწმინდე გაჭედილი კანალიზაციის სისტემა (სიფონი, მილი). ამის შემდეგ დააკავშირე მანქანა კანალიზაციასთან.
თუ მანქანა წყლისგან დაიცალა, გადადი შემდეგ საფეხურზე.
თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს.
თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის მიმართე Samsung-ის მხარდაჭერის ცენტრს ან უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.