Samsung-ის სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოსახული შეცდომის კოდები BE, BE1, BE2, BE3, BC, BC2, EB
რა მოხდა
სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „BE“, „BE1“, „BE2“, „BE3“, „BC“, „BC2“ ან „EB“.
რას აღნიშნავს შეცდომის კოდი
მართვის პანელის რომელიღაცა ღილაკი გაიჭედა (ჩავარდა).
ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთო
ყურადღებით დაათვალიერე მართვის პანელზე არსებული ღილაკები და შეამოწმე, ხომ არ არის რომელიმე მათგანი გაჭედილი.
თუ რომელიმე ღილაკი გაჭედილია და აღარ უბრუნდება საწყის მდგომარეობას
რამდენჯერმე დააჭირე ჩავარდნილ ღილაკზე და სცადე მისი საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.
- თუ ღილაკი დაბრუნდება საწყის მდგომარეობაში, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს.
- თუ ღილაკი არ დაბრუნდება საწყის მდგომარეობაში, მოწყობილობის რემონტისთვის მიმართე უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
თუ გაჭედილ ღილაკს ვერ აღმოაჩენ
ჩართვა/გამორთვის ღილაკის გამოყენებით გამორთე მანქანა და დაელოდე ერთი წუთი. შემდეგ ჩართე მანქანა და გაუშვი რეცხვის ნებისმიერი რეჟიმი.
- თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს.
- თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.