რას ნიშნავს შეცდომის კოდი „dF“ ან „De-ice“ Samsung-ის კონდიციონერზე?

ბოლო განახლების თარიღი : 18-10-2024

თუ კონდიციონერის ეკრანზე ჩნდება „dF“ ან „De-ice“ კოდი, ეს არ წარმოადგენს შეცდომის შეტყობინებას. ის აღნიშნავს გალღობის რეჟიმის გააქტიურებას.

ავტომატური გალღობის რეჟიმი საჭიროა კონდიციონერის გარე ბლოკიდან  ყინულის ნადების მოსაშორებლად.

dF ინდიკატორი

თუ კონდიციონერს გათბობის რეჟიმში ამუშავებ +5 °C-ზე დაბალი გარე ტემპერატურის პირობებში, გარე ბლოკზე შესაძლოა ყინულის ნადები წარმოიქმნას.

გალღობის რეჟიმზე ხელით გადაყვანა შეუძლებელია, საჭიროების შემთხვევაში კონდიციონერი თავად გაააქტიურებს ამ რეჟიმს.

ამ ფუნქციის მუშაობის პერიოდში, შიდა ბლოკის ეკრანზე გამოჩნდება „dF“ ან „De-ice“ კოდი (დამოკიდებულია მოდელზე). კონდიციონერი მოახდენს ოთახის სითბოს გარე ბლოკში გადატანას - ამ სითბოს მეშვეობით ყინული დაიწყებს დნობას.

ავტომატური გალღობის რეჟიმი 5-დან 15 წუთამდე გრძელდება. ამ პერიოდში შიდა ბლოკი არ მუშაობს და ოთახის გაგრილება ან გათბობა არ ხდება.  რეჟიმის ხანგრძლივობის დაზუსტება შესაძლებელია მომხმარებლის სახელმძღვანელოში. სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა შესაძლებელია  განყოფილებიდან „მხარდაჭერა“.

არ გამორთო კონდიციონერი გალღობის დროს!

გალღობის დასრულების შემდეგ, კონდიციონერი მზადაა ნორმალურ რეჟიმში მუშაობისთვის.

მადლობა გამოხმაურებისთვის!