HE/ HC/ E3 შეცდომის კოდი Samsung-ის ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე
რა მოხდა
Samsung-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოჩნდა შეტყობინება „HE“, „HC“ ან „E3“.
თუ შენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას არ აქვს ეკრანი, მართვის პანელზე ერთდროულად დაიწყებს ციმციმს ინდიკატორები:
„გავლება“ და „სწრაფი რეცხვა“ |
ან, ზოგიერთ მოდელზე:
„წინასწარი რეცხვა“ და „ექსპრეს რეცხვა“ |
მიზეზები
- არასწორადაა დაკავშირებული ელექტროქსელთან.
- გამაცხელებელი ელემენტი არასწორად მუშაობს (გაცხელების სისტემის შეცდომა).
- დრენაჟის შლანგი არასწორადაა მოთავსებული.
რა უნდა გავაკეთო:
თუ წყლის გაცხელების დროს სენსორი დააფიქსირებს წყლის დაბალ დონეს, სარეცხი მანქანა უსაფრთხო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას, რომლის დროსაც გამაცხელებელი ელემენტი არ გააქტიურდება - წყალი არ გაცხელდება და ეკრანზე გამოჩნდება შეცდომის კოდი „HE“, „HC“ ან „E3“.
დრენაჟის შლანგის დაკავშირების სქემა:
დრენაჟის შლანგის სწორად დაკავშირებისთვის იხილე მომხმარებლის სახელმძღვანელო (განყოფილება „მონტაჟი“), რომლის ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხარდაჭერის გვერდზე.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.