Samsung-ის მაცივარზე ციმციმებს ტემპერატურის ინდიკატორი
რა მოხდა
ტემპერატურის ინდიკატორი მაშინ ციმციმებს, როდესაც მაცივრის ან საყინულის განყოფილებაში ტემპერატურა აჭარბებს დაყენებულ მაჩვენებელს.
შესაძლო მიზეზები
- კვების წყაროს ხარვეზები (ელექტროენერგიის გათიშვა, ძაბვის ვარდნა, ელჭექი და ა.შ.
- კარი დიდი ხნის განმავლობაშია ღიად დატოვებული;
- ტექნიკური გაუმართაობა.
შენიშვნა:
- RB სერიის მოდელებში მოციმციმე ინდიკატორი მიანიშნებს, რომ მაცივრის („Fridge“) ან საყინულის („Freezer“) განყოფილებაში არ არის დაყენებული ტემპერატურა. ტემპერატურის დასაყენებლად დააჭირე პანელზე არსებულ შესაბამის ღილაკს.
- თუ ინდიკატორი ციმციმებს 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
რა უნდა გავაკეთო
თუ მაცივარი ელექტროქსელთან დამაგრძელებლის, გადამყვანის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის მეშვეობითაა დაკავშირებული, ჩახსენი ის ქსელიდან 15 წუთით და შემდეგ პირდაპირ შეაერთე როზეტში.
თუ არ იცი რა ტემპერატურა შეიყვანო, აირჩიე: +3 °C მაცივრის განყოფილებისთვის და -19 °С საყინულის განყოფილებისთვის. ჩვეულებრივ, ტემპერატურის არჩეულ მაჩვენებლამდე მიღწევას რამდენიმე საათი ესაჭიროება.
თუ მაცივარში ტემპერატურა არ მიაღწევს დაყენებულ მაჩვენებლამდე, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.