როგორ უნდა მოვიქცე, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანიდან რეცხვის დროს ღრჭიალის ხმა ისმის

ბოლო განახლების თარიღი : 19-12-2024

რეცხვის ან გავლების დროს სარეცხი მანქანიდან არ უნდა ისმოდეს უჩვეულო ხმები, როგორიცაა კაკუნი, ღრჭიალი, ზრიალი, სტვენის ან ხახუნის ხმა. ამგვარი ხმების წარმოქმნა სხვადასხვა მიზეზთანაა დაკავშირებული. მაგალითად:

  • უცხო ნივთების არსებობა მანქანის დოლურაში
  • პლასტმასის ან ლითონის ელემენტების მქონე ნივთების რეცხვა
  • მანქანის არასწორი მონტაჟი
  • შიდა დეტალების ცვეთა.

 უჩვეულო ხმის გამომწვევი მიზეზის დასადგენად და მის აღმოსაფხვრელად, გაეცანი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.

ტანსაცმლით სავსე სარეცხი მანქანა
1

გამორთე მანქანა როზეტიდან. გახსენი სარეცხი მანქანის კარი და დაატრიალე დოლურა სხვადასხვა მიმართულებით.


თუ დოლურის ტრიალის დროს ისმის რაიმე საგანზე გამოდების მსგავსი ხმები, ღრჭიალი, გრუხუნი, კაკუნი ან ტკაცანი — ეს ნიშნავს, რომ რომელიმე შიდა დეტალი დაზიანებული ან გაცვეთილია. საჭიროა მანქანა შეამოწმოს Samsung-ის ავტორიზებული სერვის-ცენტრის სპეციალისტმა.


თუ მხოლოდ დოლურას ტრიალის ხმა გესმის, გადადი შემდეგ პუნქტზე.

2 დაათვალიერე სარეცხი მანქანის უკანა კედელი და შეამოწმე, მოხსნილია თუ არა ტრანსპორტირების ჭანჭიკები.
ტრანსპორტირების ჭანჭიკები
3 სარეცხი მანქანა შეიძლება ვიბრირებდეს და უჩვეულო ხმებს გამოსცემდეს, თუ ის არათანაბარ ან არასათანადო ზედაპირზე დგას. სარეცხი მანქანა დაამონტაჟე მყარ ბრტყელ ზედაპირზე და დაარეგულირე მისი ფეხები ერთ დონეზე გასასწორებლად.
4 უჩვეულო ხმები შეიძლება წარმოიქმნას, თუ დრენაჟის ფილტრი ან ფრთოვანა დანაგვიანებულია. საჭიროა მათი გაწმენდა.
5

გაუშვი რეცხვის იგივე რეჟიმი, რომელსაც ადრე იყენებდი, ოღონდ სარეცხის გარეშე. ტანსაცმელსა და ნივთებზე არის პლასტმასისა და მეტალის ელემენტები (ღილები, ელვა-შესაკრავები, კნოპები და სხვ.) — ეს ელემენტები შეიძლება იყოს იმ უჩვეულო ხმების მიზეზი, რომლებსაც მანქანის დოლურა გამოსცემს.


თუ სატესტო რეცხვის დროს უჩვეულო ხმებს არ გამოსცემს, ეს ნიშნავს, რომ სარეცხი მანქანა გამართულად მუშაობს.

თუ უჩვეულო ხმები მაინც დარჩა, რეკომენდებულია მიმართო სერვის-ცენტრს.


მადლობა გამოხმაურებისთვის!