როგორ შევარჩიო Samsung-ის სარეცხი და საშრობი მანქანების ერთმანეთზე გადაბმის კომპლექტი
სარჩევი
1. რომლებია თავსებადი სარეცხი მანქანები
2. რომლებია თავსებადი საშრობი მანქანები
რომლებია თავსებადი სარეცხი მანქანები
Samsung-ის სარეცხ მანქანებზე, რომელთა სიღრმე 55-60 სმ-ია, შესაძლებელია საშრობი მანქანის ვერტიკალური დამონტაჟება. ვიწრო სარეცხ მანქანებზე მონტაჟი არ შეიძლება.
ვერტიკალური მონტაჟისას, საშრობი მანქანა უნდა განთავსდეს სარეცხი მანქანის თავზე (და არა პირიქით).
ეს გადაბმის კომპლექტები არ გამოიყენება სხვა მწარმოებლების სარეცხ მანქანებზე.
რომლებია თავსებადი საშრობი მანქანები
გადაბმის კომპლექტის გამოყენება Samsung-ის ნებისმიერ საშრობ მანქანაზეა შესაძლებელი.
ეს გადაბმის კომპლექტები არ გამოიყენება სხვა მწარმოებლების საშრობ მანქანებზე. მაგალითად, ვერ შეძლებ სხვა მწარმოებლის მიერ დამზადებული საშრობი მანქანის დამონტაჟებას Samsung-ის სარეცხი მანქანის თავზე.
როგორი გადაბმის კომპლექტები არსებობს
კომპლექტები უნივერსალურია და მიესადაგება Samsung-ის თითქმის ყველა მოდელის სარეცხ მანქანას.
არსებობს სულ სამი ტიპის კომპლექტი:
- SKK-DD (თეთრი),
- SKK-UDW (თეთრი),
- SKK-UDX (ფოლადისფერი).
მთავარი განსხვავება ისაა, რომ SKK-UDW და SKK-UDX ტიპის კომპლექტები არ გამოიყენება Samsung-ის იმ მოდელის სარეცხ მანქანებზე, რომლებიც:
- აწყობილია ჩინეთში,
- არის 6-8 კგ ტევადობის,
- არის 550 მმ სიღრმის.
- ამ მოდელებისთვის საჭიროა SK-DA ტიპის კრონშტეინების კომპლექტი, რომელიც ამ ჩამონათვალში არ არის მოცემული.
თუ რომელი გადაბმის კომპლექტი მიესადაგება შენი სარეცხი მანქანის კონკრეტულ მოდელს, შეგიძლია დააზუსტო მომხმარებლის სახელმძღვანელოს განყოფილებაში „მონტაჟი“ („დამატებითი აქსესუარები“).
მომხმარებლის სახელმძღვანელოს ნახვა და ჩამოტვირთვა შეგიძლია Samsung-ის დახმარების ვებგვერდზე:
გადაბმის კომპლექტები SKK-UDW და SKK-UDX
SKK-UDW და SKK-UDX ტიპის კომპლექტები ერთმანეთისგან მხოლოდ ფერით განსხვავდება: W - თეთრი, X - ფოლადისფერი.
კომპლექტი არ გამოიყენება Samsung-ის იმ მოდელის სარეცხ მანქანებზე, რომლებიც:
- აწყობილია ჩინეთში,
- არის 6-8 კგ ტევადობის,
- არის 550 მმ სიღრმის.
WW**T მოდელების სარეცხი მანქანებისთვის რეკომენდებულია SKK-UDW და SKK-UDX ტიპის კომპლექტების გამოყენება.
ამ კომპლექტის გამოყენება სხვა მოდელებზეც არის შესაძლებელი, თუმცა აწყობის შემდეგ მას ნაკლებად ესთეტიური იერსახე ექნება, ამიტომ მათთვის გამოიყენე SKK-DD გადაბმის კომპლექტი.
SKK-DD გადაბმის კომპლექტი
ეს კომპლექტი გამოიყენება Samsung-ის ნებისმიერი მოდელის სარეცხ მანქანაზე, გარდა WW**T მოდელებისა.
ამ კომპლექტის გამოყენება აღნიშნული მოდელების მონტაჟის დროსაც შეიძლება, თუმცა უკეთესი ვიზუალისთვის, უმჯობესია SKK-UDW და SKK-UDX ტიპის კომპლექტების გამოყენება, რომელთა დიზაინი სწორედ ამ მოდელებზეა მორგებული.
როგორ დავამონტაჟო სწორად
საშრობი მანქანის სარეცხ მანქანაზე სწორად დამონტაჟებისათვის, მიმართე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მონტაჟის კვალიფიციურ სპეციალისტს ან იხილე „მონტაჟის ინსტრუქცია“ (რომელიც მოყვება გადაბმის კომპლექტს).
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.