როგორ გავწმინდო Samsung-ის სარეცხი მანქანის დოლურა და კარის შუასადები

ბოლო განახლების თარიღი : 31-10-2024

სარეცხი მანქანის დოლურის გაწმენდა აუცილებელია იმისათვის, რომ ტანსაცმელი და სარეცხის მანქანა უფრო დიდხანს გემსახუროს. დოლურის გაწმენდა გეხმარება ნალექის, ობის და ბაქტერიების მოშორებაში.

რეკომენდებულია დოლურის თვეში ერთხელ გაწმენდა.

არ ჩართოთ მანქანა „დოლურის წმენდის ეკო რეჟიმზე“, თუ მასში თეთრეულია მოთავსებული. ამან შეიძლება გამოიწვიოს თეთრეულის და სარეცხი მანქანის დაზიანება.

  • თუ დოლურა საჭიროებს წმენდას, რეცხვის დასრულების შემდეგ მანქანაზე აინთება ინდიკატორი „დოლურის წმენდის ეკო რეჟიმი“.
  • ასეთ შემთხვევაში, სარეცხი მანქანიდან ამოიღე თეთრეული და გაწმინდე დოლურა, რისთვისაც გაუშვი წმენდის რეჟიმი.
  • თუ წმენდის რეჟიმს არ ჩართავ, შეტყობინება ეკრანზე გამოჩნდება რეცხვის კიდევ 5 ციკლის განმავლობაში.
  • თუ რეცხვის 6 ციკლის შემდეგ წმენდის რეჟიმს არ გაუშვებ, შეტყობინება აღარ გამოჩნდება.
  • როგორც წესი, შეტყობინება ეკრანზე ჩნდება თვეში ერთხელ ან ყოველი 40 რეცხვის ციკლის შემდეგ.
  • გაწმენდის საჭიროება არ ნიშნავს იმას, რომ მანქანა დაზიანებულია.

„დოლურის წმენდის ეკო რეჟიმი“ — ეს არის თვითწმენდის პროგრამა, რომელი დოლურას ათავისუფლებს  ობისა და ჭუჭყისგან. ის იცავს ტექნიკას დაზიანებისგან და ახანგრძლივებს მისი ექსპლუატაციის პერიოდს. რეკომენდებულია წმენდის ციკლის რეგულარულად გაშვება (ყოველი 40 რეცხვის ციკლის შემდეგ).

  • ამ ციკლის დროს წყალი ცხელდება 60-70°C-მდე. სხვა ტემპერატურის დაყენება არ შეიძლება.
  • რეკომენდებულია წმენდის პროგრამის რეგულარულად გაშვება. ავარიული სიტუაციის დადგომის შემთხვევაში, გაწმინდე ფილტრი ჭუჭყისგან.
  • Delay End ფუნქციის გამოყენება შეგიძლია მხოლოდ ECO DRUM ციკლთან ერთად.

როგორ გავუშვა „დოლურის წმენდის ეკო რეჟიმი“

საფეხური 1. დააჭირე ჩართვის ღილაკს.

საფეხური 2. რეჟიმების გადამრთველის დახმარებით აირჩიე ციკლი „დოლურის წმენდის ეკო რეჟიმი“.

საფეხური 3. „დოლურის წმენდის ეკო რეჟიმის“ გასაშვებად, დააჭირეთ ღილაკს „დაწყება / დაპაუზება“.

როგორ გავწმინდო Samsung-ის სარეცხი მანქანის დოლურა და კარის შუასადები

შენიშვნა:

  • მართვის პანელის დიზაინი შეიძლება განსხვავდებოდეს გამოსახულებაზე მოცემული მაგალითისგან.
  • პანელი გამოსახულებაზე წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე, თუმცა ხელმისაწვდომია შენი ქვეყნის ენაზეც.

როგორ გავწმინდოთ მანქანის კარი და კარის შუასადები

რეცხვის შემდეგ დოლურის რეზინის შუასადებში (მანჟეტში) შესაძლებელია დარჩეს წყალი. ამის გამო  არსებობს ობის გაჩენის რისკი. ამიტომ საჭიროა შუასადების რეგულარული შემოწმება და რბილი ქსოვილით გაწმენდა.

ასევე შეგიძლია საპნის ხსნარის გამოყენება. არ შეასხა წყალი სარეცხ მანქანაზე.

1 გააღე სარეცხი მანქანის კარი და გამოიღე სარეცხი.
2 შეამოწმე, ხომ არ არის მანჟეტზე ლაქები.
3 გასწიე მანჟეტი და დაათვალიერე მისი ყველა ნაწილი.
4 გაწმინდე შუასადები რბილი ჯაგრისით, სამზარეულოს ტილოთი ან სველი ქსოვილით.
სარეცხ საშუალებად შეგიძლია გამოიყენო საპნის თბილი წყალხსნარი.

შენიშვნა:

  • კარის რეზინი შეიძლება დაზიანდეს, თუ მის გასაწმენდად იყენებ ქლორიან მათეთრებელს ან სხვა მსგავს საწმენდ საშუალებას.
  • თუ მანჟეტის გასწმენდად ქლორიანი მათეთრებლის გამოყენება გადაწყვიტე, მათეთრებელი ჯერ თბილ წყალში გააზავე. აუცილებლად გაეცანი მათეთრებლის გამოყენების ინსტრუქციას. გაიკეთე რეზინის ხელთათმანები.
5 გაწმენდის შემდეგ, მანჟეტი გულდასმით გაამშრალე მშრალი ქსოვილით და კარი დატოვე ღია მის სრულად გაშრობამდე.
როგორ გავწმინდო Samsung-ის სარეცხი მანქანის დოლურა და კარის შუასადები

მადლობა გამოხმაურებისთვის!