როგორ დავაკავშირო Samsung Galaxy მოწყობილობა Samsung-ის სარეცხ მანქანასთან SmartThings-ის მეშვეობით

ბოლო განახლების თარიღი : 07-11-2024

SmartThings წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც გაძლევს ჭვიანი ტექნიკის მართვის საშუალებას. მისი მეშვეობით შეგიძლია დისტანციურად ადევნო თვალი და აკონტროლო სმარტ-მოწყობილობების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ტელევიზორების, დინამიკების და აპლიკაციაში დარეგისტრირებული სხვა მოწყობილობების მდგომარეობა. ეს არის ახალი თაობის პლატფორმა, რომელსაც შეუძლია არ მხოლოდ Samsung-ის პროდუქტების, არამედ სხვა ჭკვიანი მოწყობილობების მართვა.

სარეცხი მანქანის მართვა სმარტფონის SmartThings აპლიკაციით

შეამოწმე დაკავშირების მოთხოვნები

სარეცხ მანქანასთან სმარტფონის დაკავშირებამდე დარწმუნდი, რომ დაკმაყოფილებულია შემდეგი მოთხოვნები:

Andoid

iOS (iPhone)

ოპერაციული სისტემა

Android 10.0 ან უფრო ახალი

iOS 15.0 ან უფრო ახალი

მოწყობილობის ტიპი

სმატფონი, პლანშეტი

iPhone 6 ან უფრო ახალი, iPad mini 4 ან უფრო ახალი

ოპერატიული მეხსიერება

2 Гб გბ და მეტი

2 გბ და მეტი

  • შედი სმარტფონის პარამეტრებში → „დაკავშირება“ → „Wi-Fi“ → დასაკავშირებლად აირჩიე როუტერი და შეიყვანე პაროლი.
  • ქსელთან (როუტერთან) წარმატებით დაკავშირების შემდეგ გამოჩნდება შეტყობინება „დაკავშირებულია“.

შენიშვნა: 

  • როუტერის სახელწოდება (SSID) შეყვანილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, ასოების და ციფრების გამოყენებით (სპეციალური სიმბოლოები არ არის მხარდაჭერილი),
  • სარეცხი მანქანის Wi-Fi ქსელთან დაკავშირებისას ხელმისაწვდომი უნდა იყოს 2,4 გჰც სიხშირის ქსელი.
  • ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახული უნდა იყოს Wi-Fi-ს ქსელის სიმბოლო მინიმუმ 3 ზოლით.
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სმარტფონთან SmartThings-ის მეშვეობით დაკავშირებისას დარწმუნდი, რომ მოწყობილობები და დაკავშირებულია ერთსა და იმავე როუტერთან.
  • ჩამოტვირთე და დააყენე SmartThings აპლიკაცია (ამის გაკეთება შეგიძლია Google Play Store, Apple App Store ან Samsung Galaxy Apps პლატფორმებიდან).
  • აპლიკაციის მოსაძებნად, საძიებო ველში შეიყვანე SmartThings.
  • SmartThings აპლიკაციის გამოყენებამდე, შედი Samsung-ის ანგარიშზე.
  • Samsung-ის ანგარიშის პარამეტრების დასაყენებლად მიჰყევი SmartThings აპლიკაციის ინსტრუქციას.
  • Samsung-ის სმარტფონზე, პარამეტრებში შეგიძლია დაამატო Samsung-ის ანგარიში. ამის შემდეგ ანგარიშზე შესვლა ავტომატურად მოხდება.

შენიშვნა:

  • SmartThings აპლიკაციასთან დაკავშირებული ყველა ფუნქცია და ნაბიჯების აღწერილობა განსხვავებულია და დამოკიდებულია პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიაზე.
  • მობილური მონაცემების გამოყენება შეიძლება იყოს ფასიანი, რაც ჩამოტვირთვებსა და მოწყობილობებს შორის უსადენო კავშირზეა დამოკიდებული.
  • ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები და ფუნქციები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის, მომსახურების მიმწოდებლის, ქსელის გარემოს ან პროდუქტის მიხედვით.
1 დარწმუნდი, რომ როუტერი და სარეცხი მანქანა ჩართულია.
2 შედი SmartThings აპლიკაციის ანგარიშზე. შესასვლელად გამოიყენე Samsung-ის ანგარიში. 

როდესაც აპლიკაცია გაიხსნება, ის ავტომატურად ამოიცნობს სარეცხი მანქანის მოდელს (თუ მოდელი ავტომატურად არ დაფიქსირდა, დააჭირე ღილაკს „დამატება“).

თუ ეს არ მოხდა, აპლიკაციის ჩანართში „რჩეულები“ დააჭირე ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ + სიმბოლოს და შემდეგ აირჩიე „მოწყობილობა“.

3 აირჩიე პუნქტი „სარეცხი მანქანა“, შემდეგ აირჩიე Samsung.
4 ისევ დააჭირე ღილაკს „სარეცხი მანქანა“. აპლიკაცია მზადაა მუშაობისთვის. ამის შემდეგ დააჭირე ღილაკს „დაწყება“. 
5 აირჩიე სარეცხი მანქანის განთავსების ადგილი და ოთახი და დააჭირე ღილაკს „შემდეგი“. 
6 მიჰყევი ინსტრუქციას შენი სმარტფონის ეკრანზე: სარეცხ მანქანაზე ხანგრძლივად დააჭირე Smart Control ღილაკს, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება წარწერა „AP“.

ფრონტალური ჩატვირთვის FlexWash-ზე უბრალოდ დააჭირე Smart Control ღილაკს.

თუ შენს სარეცხ მანქანას სენსორული ეკრანი აქვს, შედი სმარტფონის ან პლანშეტის პარამეტრებში (Settings), შემდეგ დააჭირე „უსადენო დაკავშირებას“ (Easy Connection) და აირჩიე წვდომის წერტილი..

შემდეგი საფეხურები დამოკიდებულია ოპერაციულ სისტემაზე.

თუ Android-ის მომხმარებელი ხარ, შეასრულე შემდეგი საფეხურები

  1. შეიყვანე მონაცემები Wi-Fi ქსელთან დასაკავშირებლად.

  2. დაელოდე, სანამ სარეცხი მანქანა Samsung-ის ანგარიშზე დარეგისტრირდება.

  3. როდესაც რეგისტრაცია დასრულდება, შეიყვანე შენი სარეცხი მანქანის სახელი.

შენიშვნა: 

  • თუ დაკავშირება შეჩერდება 99-100%-ზე, ეს შეიძლება დროებითი ხარვეზის ბრალი იყოს. სცადე ხელახლა დაკავშირება ზედიზედ 2-3 ჯერ. თუ დაკავშირება კვლავ ვერ მოხერხდა, სცადე მოგვიანებით (მაგრამ ისევ ზედიზედ 2-3-ჯერ).
  • თუ დაკავშირება შეჩერდება 45-49%-ზე, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ინტერნეტ-კავშირის ცუდი ხარიხი (დაბალი სიჩქარე და სხვ.). ასეთ შემთხვევაში გამოიყენე სხვა სმარტფონი წვდომის წერტილის რეჟიმში, დაუკავშირდი მას და კიდევ ერთხელ გაიმეორე სარეცხ მანქანასთან დაკავშირების პროცედურა.

    როგორ გამოვიყენო Samsung Galaxy მოწყობილობა მოდემის ან Wi-Fi წვდომის წერტილის სახით

iOS (iPhone)-ის მომხმარებელი ხარ, შეასრულე შემდეგი საფეხურები

  1. დააჭირე  ეკრანის ქვემოთ მოცემულ ღილაკს „შემდეგი“.

  2. შენს iPhone-ზე გახსენი პარამეტრები, გადადი Wi-Fi-თან დაკავშირებაზე და დაუკავშირდი ქსელს, რომლის სახელწოდება იწყება „washer“-ით.

  3. პაროლი 1111122222 (ხუთი ერთიანი და ხუთი ორიანი).

  4. როგორც კი შენი მოწყობილობა Wi-Fi ქსელს დაუკავშირდება, თავიდან გაუშვი SmartThings აპლიკაცია. შენი მოწყობილობის ქსელთან დასაკავშირებლად, შეიყვანე Wi-Fi-ს მონაცემები  და დააჭირე ღილაკს „შემდეგი“. ინფორმაცია სარეცხ მანქანაში გადაიგზავნება.

  5. დაელოდე, სანამ სარეცხი მანქანა Samsung-ის ანგარიშზე დარეგისტრირდება. 

  6. როდესაც რეგისტრაცია დასრულდება, მიუთითე სახელი შენი სარეცხი მანქანისთვის. 
7 თუ ადრე დაკავშირება სხვა ანგარიშიდან განხორციელდა, გამოჩნდება შეტყობინება, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ეკრანის ანაბეჭდზე. ამ შემთხვევაში უნდა დააჭირო ღილაკს „ანგარიშის რეგისტრაცია“, რათა ძველი ანგარიშიდან გამოხვიდე და დაარეგისტრირო ახალი.
8 როდესაც დაკავშირება დასრულდება, გამონდება შეტყობინება. უბრალოდ დააჭირე ღილაკს „მზადაა“.
9 ამის შემდეგ აპლიკაციამ შეიძლება მოითხოვოს მართვის ხელსაწყოს (კონტროლერის) განახლება. დააჭირე „განახლება“.

მადლობა გამოხმაურებისთვის!