რა უნდა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანის დოლურა არ ბრუნავს

ბოლო განახლების თარიღი : 31-10-2024

სტატიაში აღწერილია მიზეზები, თუ რატომ შეიძლება არ ბრუნავდეს სარეცხი მანქანის დოლურა და ამ პრობლემის აღმოფხვრის გზები.

შეცდომის კოდები „UE“ / „UB“ / „E4“ - სარეცხის დისბალანსი

შეცდომის კოდის გამოსახვის მიზეზია სარეცხის არასწორი ან არათანაბარი ჩატვირთვა, როდესაც მანქანა თანაბრად ვერ ანაწილებს სარეცხს დოლურის კედლებზე.

სპეციალური სენსორი აფიქსირებს, რომ დოლურა არათანაბრად ბრუნავს და აგზავნის სიგნალს, რომ მანქანა გაუმართავად მუშაობს. შემდეგ მანქანა ამცირებს ბრუნვის სიჩქარეს, დოლურა რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივე მიმართულებით ნელა ბრუნავს და ცდილობს სარეცხის განაწილებას. ამ დროს რეცხვის დრო ეკრანზე არ იცვლება. თუ მანქანა ვერ ახერხებს თეთრეულის გადანაწილებას, ეკრანზე ჩნდება შეცდომის კოდი.

ჩვეულებრივ, შეცდომის კოდი გამოისახება წურვის ეტაპზე, როდესაც რეცხვის დასრულებამდე დარჩენილია 9, 7 ან 3 წუთი, თუმცა ეს შეიძლება სხვა დროსაც მოხდეს.

მიზეზები და გამოსავალი:

1 დოლურაში მეტისმეტად ბევრი სარეცხია

რა უნდა გავაკეთო? გამოიღე ნივთების ნაწილი.

შენიშვნა

  • ერთ ჯერზე ჩასატვირთი სარეცხის მაქსიმალური მოცულობა (წონა) იხილე სარეცხი მანქანის გამოყენების სახელმძღვანელოს განყოფილებაში „ციკლების მიმოხილვა / ცხრილი“.
  • სარეცხ მანქანაში არ გარეცხო ფეხსაწმენდი ხალიჩა და ფეხსაცმელი.
რა უნდა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანის დოლურა არ ბრუნავს
2 დოლურაში ძალიან ცოტა სარეცხია.

რა უნდა გავაკეთო?

ჩატვირთე მინიმუმ 3-4 ნივთი.

შეამცირე წურვის ციკლის ბრუნების რაოდენობა (მაგ., 400 ბრუნამდე).

გარეცხე გაწურვის გარეშე.

რა უნდა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანის დოლურა არ ბრუნავს
3 დოლურაში მოთავსებულია ერთი დიდი (მძიმე) და რამდენიმე პატარა (მსუბუქი) ნივთი.

რა უნდა გავაკეთო? შეეცადე შეამცირო წურვის ციკლის ბრუნების რაოდენობა (მაგ.,  400 ბრუნი/წუთში) ან/და გარეცხე წურვის ციკლის.

4 დოლურაში მოთავსებული ნივთები სხვადასხვა ტიპის ქსოვილისგან არის დამზადებული.

შეცდომის კოდი ჩნდება წურვის ეტაპზე. სხვადასხვა ტიპის ქსოვილი სხვადასხვა დონით იწოვს წყალს, ამიტომ გაწურვის წინ ნივთების წონა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავებული იყოს. ეს შეიძლება აისახოს თეთრეულის განაწილების პროცესზე.

რა უნდა გავაკეთო? გასარეცხად ჩატვირთე ერთნაირი მასალისგან დამზადებული (ან მსგავსი სტრუქტურის მქონე) ნივთები.

მანქანის ან დოლურის არასწორი მდებარეობა

მანქანა განთავსებული უნდა იყოს სწორად, თანაბარ ზედაპირზე, მისი ყველა მხარე უნდა იყოს ერთ დონეზე. არ მოათავსო სხვა ნივთები მანქანის ძირსა და ფეხებს შორის. არ მოათავსო სარეცხი მანქანა ისე, რომ მისი ფეხები ჰაერში დაკიდებული დარჩეს.

დოლურა ზუსტად ცენტრში უნდა იყოს განთავსებული ისე, რომ დოლურას ყველა მხარე თანაბრად იყოს დაშორებული სარეცხი მანქანის კედლებიდან. თუ დოლურის მდებარეობა არასწორია, შეეცადე გაასწორო მანქანა ფეხების რეგულირების საშუალებით. 

რა უნდა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანის დოლურა არ ბრუნავს

დოლურა არ ბრუნავს, რეცხვის დრო მცირდება - დაზიანებულია ღვედი

თუ რეცხვის დრო მიდის და ყველა დანარჩენი ფუნქციაც სრულდება (წყლით ავსება, წყლისგან დაცლა, გაცხელება), მაგრამ დოლურა არ ბრუნავს, ეს ნიშნავს, რომ ღვედი, რომელიც დოლურას ატრიალებს, მომძვრალია ან გაწყვეტილია.

რა უნდა გავაკეთო?

მანქანა გაუშვი „ბამბის“ რეჟიმში, თეთრეულის და სარეცხი საშუალების გარეშე. დაელოდე ავტომატური აწონვის ეტაპის დაწყებას (ეკრანზე გამოჩნდება წრეზე მბრუნავი სიმბოლოები) და შეამოწმე, ბრუნავს თუ არა დოლურა. შემოწმებისთვის საკმარისია დაელოდო ავტომატური აწონვის დაწყებიდან 30 წამის განმავლობაში. რეჟიმის შესაჩერებლად დააჭირე ღილაკს „დაწყება/დაპაუზება“ და შემდეგ გამორთე მანქანა „ჩართვა/გამორთვის“ ღილაკის გამოყენებით.

  • თუ დოლურა ბრუნვას დაიწყებს, ეს ნიშნავს, რომ მანქანა გამართულად მუშაობს ან გაჩერების მიზეზი ღვედი არ არის. სცადე მანქანის თავიდან გაშვება, თუ დოლურა არ დატრიალდა, დაელოდე ეკრანზე შეცდომის კოდის გამოჩენას (მანქანის გაჩერების მომენტიდან 20 წუთის განმავლობაში არ გამორთო და არ დააჭირო რომელიმე ღილაკს მართვის პანელზე).
  • თუ დოლურა არ დაიწყებს ბრუნვას, მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.

როგორ მოვიქცე, თუ საჭიროა სარეცხი მანქანის კარის გაღება

თუ საჭიროა დოლურიდან სარეცხის გამოღება, თუმცა მანქანის კარი დაბლოკილია და არ იღება, მანქანა გამორთე ჩართვის ღილაკით, ხოლო შემდეგ ჩახსენი როზეტიდან. ხუთი წუთის განმავლობაში კარი უნდა განიბლოკოს (გაისმება ჩუმი წკაპუნის ხმას). თუ ეს არ მოხდა, გაუშვი წყლის ავარიული გამოშვების რეჟიმი. ამის შემდეგ კარი განიბლოკება.

მადლობა გამოხმაურებისთვის!