როგორ შევცვალო Samsung-ის მაცივრის კარის გაღების მიმართულება
ზოგჯერ, მაცივრის ადგილის შეცვლისას, მისი შეკეთების შემდეგ ან სხვა მიზეზის გამო, შეიძლება საჭირო გახდეს კარის მოხსნა და მისი გაღების მიმართულების შეცვლა. ქვემოთ მოცემულია მაცივრის კარის გაღების მიმართულების შეცვლის ინსტრუქცია. დეტალური ინფორმაცია იხილე მომხმარებლის სახელმძღვანელოში ან მიმართეთ კლიენტთა მომსახურების ცენტრს.
კარის გაღების მიმართულების შეცვლა (საჭიროების შემთხვევაში)
საჭირო ინსტრუმენტები
არ შედის კომპლექტში |
დამატებითი დეტალი |
---|---|
ბრტყელთავიანი სახრახნისი ფიგურული სახრახნისი ქანჩის გასაღები, 11 მმ ტორსული გასაღები, 8 მმ ტორსული შიდა გასაღები 5 მმ |
ანჯამის საფარი კარის საფარი |
მოქმედებების თანმიმდევრობა
შენიშვნა:
- რეკომენდებულია ამ პროცედურის შესრულება ორი პირის მიერ.
- თუ შესაძლებელია და ამას კანონიც მოითხოვს, მაცივრის ჩართვამდე აუცილებელია ჩატარდეს ელექტრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება.
საფეხური 1. მაცივრის კარის გაღების მიმართულების შეცვლამდე, გამორთე მაცივარი კვების წყაროდან და მთლიანად გამოათავისუფლე პროდუქტებისგან.
საფეხური 2. მოხსენი მარცხენა საფარი მცირე ზომის სახრახნისით.
საფეხური 3. მოხსენი ანჯამის საფარი, ამისათვის გამოიყენე მცირე ზომის სახრახნისი. იყავი ფრთხილად, რათა არ დააზიანო საფარი.
საფეხური 4. მოხსენი სადენების განყოფილების საფარი და კარის საფარი.
საფეხური 5. მოხსენი კორპუსი.
შენიშვნა. მაცივრის კარი მძიმეა. დაშავების თავიდან ასაცილებლად, მოხსნის დროს გამოიჩინე სიფრთხილე.
საფეხური 6. მოხსენი სადენების ბუდე.
საფეხური 7. ზედა ანჯამიდან მოხსენი 2 ხრახნი.
შენიშვნა. იყავი ფრთხილად, რათა არ დააზიანო სადენი.
საფეხური 8. მოხსენი მაცივრის კარი შუა ანჯამიდან.
საფეხური 9. მოხსენი შუა ანჯამა, რისთვისაც გამოიყენე 5 მმ-იანი ტორსული გასაღები (2 ხრახნის მოსახსნელად) და ფიგურული სახრახნისი (1 ხრახნის მოსახსნელად).
საფეხური 10. მოხსენი საყინულე კამერის კარი ქვედა ანჯამიდან.
საფეხური 11. გადაიტანე ხვრელების საცობები მეორე მხარეს.
შენიშვნა. ხვრელების საცობების შეცვლისას, იყავი ფრთხილად, რათა არ დაკაწრო კარი.
საფეხური 12. განათავსე კარი უსაფრთხო ადგილას, რათა არ დააზიანო.
საფეხური 13. შეცვალე ავტომატური დახურვის ბერკეტის მექანიზმის და მაცივრისა და საყინულის კარების ქვემოთ არსებული ხრახნების მდებარეობა.
შენიშვნა. დაშავების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინე სიფრთხილე.
საფეხური 14. ქვედა ანჯამისა და ფეხების მდებარეობის შესაცვლელად, დააწვინე მაცივარი უკანა კედლით.
საფეხური 15. გადაიტანე ხრახნის ხვრელების საცობები მეორე მხარეს.
შენიშვნა. იყავი ფრთხილად, რათა არ დააზიანო მაცივარი.
საფეხური 16. დაამაგრე შუა ანჯამა, რისთვისაც გამოიყენე 5 მმ-იანი ტორსული გასაღები და ფიგურული სახრახნისი.
შენიშვნა. არ მოაცილო საპოხი შუა ანჯამას.
საფეხური 17. დაამაგრე შუა ანჯამა, რისთვისაც გამოიყენე 5 მმ-იანი ტორსული გასაღები.
შენიშვნა. კარის გაღების ან დახურვის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს უმნიშვნელო ხმაურს.
საფეხური 18. შეცვალე ქვედა ანჯამისა და ფეხების მდებარეობა.
საფეხური 19. გადაიტანე კარის სადენები მეორე მხარეს.
შენიშვნა. დაშავების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინე სიფრთხილე.
საფეხური 20. მოათავსე მაცივარი ვერტიკალურ მდგომარეობაში.
საფეხური 21. თავის ადგილზე დაამაგრე კარის საფარი.
საფეხური 22. შეცვალე მაცივრისა და საყინულის კამერების კარის შუასადებების მდებარეობა.
საფეხური 23. მოხსენი მაცივრისა და საყინულის კამერების კარის შუასადებები, მოატრიალე 180°-ით და ხელახლა დაამაგრე.
საფეხური 24. დაამაგრე სადენების განყოფილების საფარი.
საფეხური 25. დაამაგრე ზედა ანჯამა.
შენიშვნა.
- დარწმუნდი, რომ კარის შუასადებები სწორად არის დამაგრებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გაჩნდეს ხმაური და წარმოიქმნას კონდენსატი, რაც იმოქმედებს მოწყობილობის მუშაობაზე.
- კარი მძიმეა. დაშავების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინე სიფრთხილე.
- რეკომენდებულია, რომ ეს პროცედურა განახორციელოს ორმა პირმა.
საფეხური 26. დაამაგრე სადენების ბუდე.
საფეხური 27. დაამაგრე სადენი.
საფეხური 28. დაამაგრე მართვის სახელური.
შენიშვნა. არ ჩართო მაცივარი კარის გაღების მიმართულების შეცვლის პროცედურის დასრულებისთანავე — დაელოდე სულ მცირე ერთი საათი.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.