როგორ გავუშვა კალიბრაციის რეჟიმი Samsung-ის სარეცხ მანქანაზე
„ბამბის“ რეჟიმის გამოყენებისას Samsung-ის სარეცხი მანქანა ავტომატურად განსაზღვრავს სარეცხის წონას.
სარეცხის წონის უფრო ზუსტად განსასაზღვრად რეკომენდებულია კალიბრაციის რეჟიმის გაშვება სარეცხი მანქანის დამონტაჟებისთანავე.
კალიბრაციის რეჟიმი Samsung-ის ყველა სარეცხ მანქანაზე არ არის ხელმისაწვდომი. „კალიბრაციის“ რეჟიმის ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად გაეცანი შენი სარეცხი მანქანის მომხმარებლის სახელმძღვანელოს.
- ინვერტორული ძრავის მქონე მოდელებში კალიბრაციის რეჟიმის გაშვებისას დოლურა ორივე მიმართულებით ბრუნავს.
- უნივერსალური ძრავის მქონე მოდელებში კალიბრაციის რეჟიმის გაშვებისას დოლურა მხოლოდ ერთი მიმართულებით ბრუნავს.
ამავე საკითხზე:
ქვემოთ მოყვანილია სარეცხი მანქანის სხვადასხვა სერიის მოდელებზე კალიბრაციის რეჟიმის გაშვების მაგალითები.
- დარწმუნდი, რომ სარეცხი მანქანის დოლურაში ნივთები არ არის მოთავსებული.
- გამორთე სარეცხი მანქანა „ჩართვის/გამორთვის“ ღილაკით. (კვების წყაროდან გამოერთება საჭირო არაა).
- ერთდროულად ხანგრძლივად დააჭირე ღილაკებს „ტემპერატურა“ და „რეცხვის დაწყების გადადება“, შემდეგ (არ აუშვა დაჭერილ ღილაკებს) დააჭირე ღილაკს „ჩართვა/გამორთვა“.
- სარეცხი მანქანა ჩაირთვება და ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება „CLB“ ან „_ _ _“.
- „კალიბრაციის“ რეჟიმის გასააქტიურებლად დააჭირე ღილაკს „გაშვება“.
- დოლურა დაიწყებს ტრიალს როგორც საათის ისრის, ისე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
- კალიბრაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ტექსტი „დასრულება“ („END“), რის შემდეგაც სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება. სარეცხი მანქანა მზადაა გამოსაყენებლად.

- კალიბრაციის რეჟიმის გასააქტიურებლად დააჭირე ღილაკს „გაშვება“.

- სენსორულ ეკრანზე აირჩიე „პარამეტრები“ > „კალიბრაცია“ > „გაშვება“ (კარი დაიბლოკება და დოლურა რამდენიმე წუთის განმავლობაში იტრიალებს საათის ისრის და მისი საწინააღმდეგო მიმართულებით.
- კალიბრაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება (ჩაქრება ყველა ინდიკატორი).
- სარეცხი მანქანა მზადაა გამოსაყენებლად.
- დარწმუნდი, რომ სარეცხი მანქანის დოლურაში ნივთები არ არის მოთავსებული.
- გამორთე სარეცხი მანქანა „ჩართვის/გამორთვის“ ღილაკით. (კვების წყაროდან გამოერთება საჭირო არაა).
- ერთდროულად ხანგრძლივად დააჭირე (დაახლოებით 5 წამის განმავლობაში) ღილაკებს „ტემპერატურა“ და „რეცხვის დაწყების გადადება“, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება „Cb“ .
- კალიბრაციის რეჟიმის გასააქტიურებლად დააჭირე ღილაკს „გაშვება“.
- დოლურა დაიწყებს ტრიალს როგორც საათის ისრის, ისე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
- „კალიბრაციის“ რეჟიმის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება „0“, რის შემდეგაც სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება. სარეცხი მანქანა მზადაა გამოსაყენებლად.
- დარწმუნდი, რომ სარეცხი მანქანის დოლურაში ნივთები არ არის მოთავსებული.
- გამორთე სარეცხი მანქანა „ჩართვის/გამორთვის“ ღილაკით. (კვების წყაროდან გამოერთება საჭირო არაა).
- ერთდროულად ხანგრძლივად დააჭირე (დაახლოებით 5 წამის განმავლობაში) ღილაკებს „ტემპერატურა“ და „რეცხვის დაწყების გადადება“ მანამ, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება „Cb“ .
- „კალიბრაციის“ რეჟიმის გასააქტიურებლად დააჭირე ღილაკს „გაშვება“.
- დოლურა დაიწყებს ტრიალს როგორც საათის ისრის, ისე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
- „კალიბრაციის“ რეჟიმის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ტექსტი „დასრულება“ („End“, „En“), რის შემდეგაც სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება. სარეცხი მანქანა მზადაა გამოსაყენებლად.
- დარწმუნდი, რომ სარეცხი მანქანის დოლურაში ნივთები არ არის მოთავსებული.
- გამორთე სარეცხი მანქანა „ჩართვის/გამორთვის“ ღილაკით. (კვების წყაროდან გამოერთება საჭირო არაა).
- ერთდროულად ხანგრძლივად დააჭირე (დაახლოებით 5 წამის განმავლობაში) ღილაკებს „ტემპერატურა“ და „რეცხვის დაწყების გადადება/რეცხვის დაწყების გადადება+“, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება „Cb“ .
- „კალიბრაციის“ რეჟიმის გასააქტიურებლად დააჭირე ღილაკს „გაშვება“.
- დოლურა დაიწყებს ტრიალს როგორც საათის ისრის, ისე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
- კალიბრაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება „0“, რის შემდეგაც სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება. სარეცხი მანქანა მზადაა გამოსაყენებლად.
- დარწმუნდი, რომ სარეცხი მანქანის დოლურაში ნივთები არ არის მოთავსებული.
- შეაერთე სარეცხი მანქანა როზეტში და დააჭირე ღილაკს „კვება“.
- დააჭირე ღილაკს „Smart Control“ და გეჭიროს 3 წამის განმავლობაში, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება პარამეტრების მენიუ. ღილაკების „ზემოთ/ქვემოთ“ მეშვეობით აირჩიე პუნქტი „კალიბრაცია“ და დააჭირე ღილაკს „OK“.
- „კალიბრაციის“ რეჟიმის გასააქტიურებლად დააჭირე ღილაკს „გაშვება“.
- დოლურა დაიწყებს ბრუნვას როგორც საათის ისრის, ისე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
- „კალიბრაციის“ რეჟიმის დასრულების შემდეგ სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება. სარეცხი მანქანა მზადაა გამოსაყენებლად.
- დარწმუნდი, რომ სარეცხი მანქანის დოლურაში ნივთები არ არის მოთავსებული.
- შეაერთე სარეცხი მანქანა როზეტში და დააჭირე ღილაკს „კვება“.
- დააჭირე ღილაკს „Smart Control“ და გეჭიროს 3 წამის განმავლობაში, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება პარამეტრების მენიუ. გადაატრიალე გადამრთველი, აირჩიე პუნქტი „კალიბრაცია“ და დააჭირე ღილაკს „OK“.
- დოლურა დაიწყებს ბრუნვას როგორც საათის ისრის, ისე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
- „კალიბრაციის“ რეჟიმის დასრულების შემდეგ სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება. სარეცხი მანქანა მზადაა გამოსაყენებლად.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.