Samsung-ის ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე გამოჩნდა შეცდომის კოდი „LE“
რა ხდება
ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოჩნდა შეცდომის კოდი „LE“, „LC“, „oC“ ან „E4“.
თუ შენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას არ აქვს ეკრანი, მსგავსი შეცდომების შემთხვევაში მართვის პანელზე შემდეგი ინდიკატორები დაიწყებს ციმციმს:
ინტენსიური რეცხვა | |
ეკონომიური რეცხვა | |
ჰიგიენა |
მიზეზი
- წყლის გაჟონვა.
- ჭურჭლის სარეცხი მანქანის ძირზე წყალია.
რა უნდა გავაკეთო
თუ შეცდომის დაფიქსირებამდე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რაიმე ჩაიღვარა, ამან შეიძლება გამოიწვიოს შეცდომის დაფიქსირება. აცადე ჭურჭლის სარეცხ მანქანას გაშრობა, შემდეგ გაუშვი რეცხვის ციკლი მისი მუშაობის შემოწმების მიზნით.
თუ სითხე არ ჩაღვრილა ან შეცდომა ისევ დაფიქსირდა, საჭიროა ჭურჭლის სარეცხი მანქანის რემონტი, ამისთვის გირჩევ მიმართო ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.