Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდები 0E, 0F, 0C, E3
რა მოხდა
სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „0E“, „0F“, „0C“ ან „E3“.
ეკრანის არმქონე მოდელებში ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი + ტემპერატურის ორი ქვედა ინდიკატორი.
შეცდომის კოდის გამოჩენის მიზეზი
სარეცხ მანქანაში ჩასხმულია ძალიან ბევრი წყალი. მანქანის გამართულად მუშაობის დროს დოლურა წყლით ივსება 1/3-ით ან ოდნავ მეტად. 2/3 და მეტი ითვლება ნორმიდან გადახრად.
რატომ გამოჩნდა შეცდომის კოდი:
- დრენაჟის მილი არასწორადაა დაკავშირებული კანალიზაციასთან.
- ადგილი აქვს წყლის სენსორის გაუმართაობას - ამ შემთხვევაში შეცდომის კოდი გამოჩნდება მაშინაც კი, როდესაც დოლურაში არ არის ზედმეტი წყალი.
- წყლის მიწოდების სარქველი არასათანადოდ მუშაობს (ძალიან იშვიათია).
რა უნდა გავაკეთო
- თუ ამ დროს შეცდომის კოდი არ გამოისახა, ეს იმას ნიშნავს, რომ მანქანა გამართულად მუშაობს. შეცდომის კოდის გამოჩენის მიზეზი შეიძლება იყოს დრენაჟის შლანგის არასწორი შეერთება ან კანალიზაციის სისტემის გაჭედვა. თუ სარეცხი მანქანის დრენაჟის მილის კანალიზაციასთან დაკავშირების შემდეგ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდა, დაუკავშირდი სანტექნიკოსს.
- თუ მანქანის დოლურა მთლიანად აივსო წყლით, არ დაელოდო შეცდომის კოდის გამოჩენას და შეწყვიტე რეცხვა „დაწყება/დაპაუზების“ ღილაკზე დაჭერით. სარეცხ მანქანას ესაჭიროება შემოწმება, ამისათვის მიმართე უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს..
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.