შეცდომა 4Е, 4С, Е1 Samsung-ის სარეცხ მანქანაზე
რა მოხდა
სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „4E“, „4C“ ან „E1“.
ეკრანის არმქონე მოდელებში ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი + ტემპერატურის ქვედა ინდიკატორი.
რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი
მანქანას წყალი არ მიეწოდება:
- დაკეტე ონკანი, რომლითაც მანქანას წყალი მიეწოდება;
- სახლში არ მოგეწოდება ცივი წყალი ან ჭავლის წნევა ძალიან დაბალია;
- წყლის მიწოდების შლანგი, რომლითაც მანქანას წყალი მიეწოდება, მოხრილია ან დაკეცილია;
- გაჭედილია წყლის მიწოდების ფილტრის ბადე;
- მანქანა თავისით იცლება წყლისგან.
ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთო
კიდევ ერთხელ, იმავე რეჟიმით გაუშვი სარეცხი მანქანა და ამუშავების შემდეგ შეამოწმე, ისმის თუ არა მასში წყლის ჩასხმის ხმა.
წყლის ჩასხმის ხმა ისმის:
თუ გესმის წყლის ჩასხმის ხმა, მაგრამ მანქანაზე მაინც გამოისახება შეცდომის კოდი:
- მანქანაში მოთავსებულია უფრო მეტი ნივთი, ვიდრე დასაშვებია არჩეული რეჟიმისთვის,
- მანქანაში მოთავსებული ნივთები ისრუტავს ძალიან დიდი ოდენობით წყალს, მაგალითად ბალიშები, საბნები და ა.შ.
თითოეული რეჟიმისთვის განსაზღვრული თეთრეულის მაქსიმალური ოდენობა მოცემულია მომხმარებლის სახელმძღვანელოს განყოფილებაში „ექსპლუატაცია“ ან „თეთრეულის რეცხვის ინსტრუქციები“. რეცხვის დროს მანქანაში ისხმება გარკვეული ოდენობის წყალი. თუ ნივთები გათვალისწინებულზე მეტ წყალს ისრუტავს, მანქანაში წყლის დონე იკლებს. სენსორი ამ ფაქტს დააფიქსირებს და მანქანაზე გამოისახება შეცდომის კოდი.
თუ მანქანაში მოთავსებულია მცირე რაოდენობის სარეცხი ან არ არის ისეთი ნივთები, რომლებიც დიდი ოდენობით წყალს ისრუტავს, შეამოწმე ჭავლის წნევა წყლის მიწოდების შლანგში. თუ ჭავლის წნევა სუსტია, მანქანაზე გამოისახება შეცდომის კოდი. ამ შემთხვევაში მიმართე სანტექნიკოსს.
წყლის ჩასხმის ხმა არ ისმის:
თუ მანქანის ხელახლა გაშვების შემდეგ არ გესმის წყლის ჩასხმის ხმა და მანქანაზე კვლავ გამოისახება შეცდომის კოდი:
- თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის მოხმარება, რადგან ის გამართულად მუშაობს.
- თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მიმართე სანტექნიკოსს. სარეცხი მანქანა არ გაუშვებს რეცხვის რეჟიმს, თუ წყლის ჭავლის წნევა დაბალია.
მოხსენი შლანგის მეორე ბოლო წყალსადენის მილიდან და სცადე მასში წყლის ჩასხმა.
- თუ წყალი გაივლის შლანგში, წყალსადენის მილში წყლის მიწოდების შესამოწმებლად მიმართე სანტექნიკოსს.
- თუ წყალი არ გაივლის შლანგში, იმას ნიშნავს, რომ შლანგი გაიჭედა. შეიძინე ახალი შლანგი ან გაწმინდე წყლის ძლიერი ჭავლის მეშვეობით.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.