Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეტყობინებები A0, A1, A2, A3, A..., B0, C0, D0, E0
რა მოხდა
სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი: „A0“, „A1“, „A2“, „A3“, „A...“, „B0“, „C0“, „D0“, „E0“.
ზოგიერთ მოდელზე, ციფრის შემდეგ გამოისახება სიმბოლო „‒“. მაგალითად „A6‒“.
რას აღნიშნავს ეს
მანქანაზე გაშვებულია ქარხნული სატესტო რეჟიმი. ეს რეჟიმი გამოიყენება მანქანის ქარხნული შემოწმების მიზნით.
როგორ გამოვიდე ამ რეჟიმიდან
ერთდროულად ხანგრძლივად დააჭირე შემდეგ ღილაკებს: „ტემპერატურა“ + „ოფცია“ („ოფციები“) 10 წამის განმავლობაში. ეს შეტყობინება ეკრანიდან გაქრება.
ხშირად დაშვებული შეცდომა: თუ მანქანას გამორთავ და ისევ ჩართავ, ქარხნული რეჟიმი არ გაითიშება.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.