Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდები DE, DE1, DE2, DС, DC1, DC2, ED
რა მოხდა
სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „DE“, „DE1“, „DE2“, „DС“, „DC1“, „DC2“ ან „ED“.
ეკრანის არმქონე მოდელებში ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი + ტემპერატურის ყველა ინდიკატორი.
რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი
კამერის კარი არ არის დახურული:
- კამერის კარს და შუასადებს შორის ან საკეტში უცხო სხეულია გაჭედილი.
- ბლოკირების საკეტი ან კარის დახურვის მექანიზმი მწყობრიდან არის გამოსული.
რა უნდა გავაკეთო, თუ შეცდომის კოდი გამოჩნდა რეცხვის ციკლის გაშვებამდე:
- თუ კარი ღიაა, დახურე ბოლომდე, სანამ წკაპუნის ხმას არ გაიგონებ.
- თუ კარი დახურულია, თუმცა შეცდომის კოდი არ ქრება, გააღე კარი და დარწმუნდი, რომ::
- კარის დახურვას ხელს არ უშლის სარეცხი;
- საკეტზე ან კაუჭზე არ არის მიკრული თმები ან ძაფები;
- საკეტის კომპონენტები რ არის გატეხილი ან დეფორმირებული.
- თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს.
- თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
რა უნდა გავაკეთო, თუ შეცდომის კოდი გამოჩნდა რეცხვის დროს:
- თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს.
- თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.