Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდები H1, H2, HE, HE1, HE2, HC, HC1, HC2, E5, E6

ბოლო განახლების თარიღი : 11-04-2024

რა მოხდა

რეცხვის ტემპერატურის 40°C-ზე და უფრო მაღალ მაჩვენებელზე დაყენების დროს გამოისახება შეცდომის კოდი. თუ არჩეულია უფრო დაბალი ტემპერატურა, შეცდომის კოდი არ გამოისახება.

სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „H1“, „H2“, „HE“, „HE1“, „HE2“, „HC“, „HC1“, „HC2“, „E5“ ან „E6“.

შენიშვნა:

ზემოთ მოცემული შეცდომის კოდები არ აგერიოს რეცხვის დარჩენილი დროის აღმნიშვნელ შემდეგ შეტყობინებებში: „2H“, „3H“ ან „4H“. მათ შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანი შემდეგ სტატიას: «Samsung-ის სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოსახული შეტყობინება 2H, 3H და 4H».

Samsung-ის სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოსახული შეცდომის კოდები H1, HE, HE1, HC, HC1, E5, E6

ეკრანის არმქონე მოდელებში ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი + ტემპერატურის ქვედა და ზემოდან მეორე ინდიკატორი

Samsung-ის სარეცხ მანქანაზე ანთია ყველა რეჟიმის ინდიკატორი + ტემპერატურის ქვედა და ზევიდან მეორე ინდიკატორი

ან რეცხვის ყველა რეჟიმის ინდიკატორი + ტემპერატურის ორი ცენტრალური ინდიკატორი.

Samsung-ის სარეცხ მანქანაზე ანთია ყველა რეჟიმის ინდიკატორი + ტემპერატურის ორი ცენტრალური ინდიკატორი

რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი

მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს:

  • არასტაბილური ძაბვა ელექტრო ქსელში; 
  • მანქანა არასწორადაა დაკავშირებული ელექტრო ქსელთან; 
  • არ მუშაობს რეცხვის რეჟიმის გამაცხელებელი; 
  • არ მუშაობს შრობის რეჟიმის გამაცხელებელი.

რა უნდა გავაკეთო

1 შეამოწმე სარეცხი მანქანის ელექტრო ქსელთან დაკავშირება. თუ იყენებ დამაგრძელებელ კაბელს ან ადაპტერს - სარეცხი მანქანა პირდაპირ შეაერთე როზეტში.
2 ჩართე სარეცხი მანქანა და გაუშვი რეცხვის იგივე რეჟიმი. (სარეცხის და სარეცხი ფხვნილის გარეშე).
  • თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, ესე იგი ყველაფერ რიგზეა. შეგიძლია განაგრძო სარეცხი მანქანის გამოყენება. სავარაუდოდ შეცდომის კოდის გამოსახვის მიზეზია არასტაბილური ძაბვა ელექტრო ქსელში.
  • თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!