Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდი LE, LC, E9
რა მოხდა
სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „LE“, „LC“ ან „E9“.
ეკრანის არმქონე მოდელებში ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი + ტემპერატურის ქვედა და ზედა ინდიკატორი.
რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი
მანქანა თავისით იცლება წყლისგან:
- დრენაჟის შლანგი ძალიან დაბლაა მოთავსებული,
- დრენაჟის შლანგი არასწორადაა დაკავშირებული კანალიზაციასთან,
- ავზში არის ხვრელი ან ბზარი, საიდანაც წყალი ჟონავს.
რა უნდა გავაკეთო
- თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს (შეცდომის გამოჩენის მიზეზი იყო დრენაჟის შლანგის არასწორი დაკავშირება კანალიზაციასთან.
- თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს..
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.