Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდები LE1, LC1

ბოლო განახლების თარიღი : 13-12-2024

რა მოხდა

სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „LE1“ ან „LC1“.

Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდები LE1, LC1

რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი

სენსორმა დააფიქსირა მანქანის ძირში მოთავსებულ კონტეინერში დაგროვილი წყალი ან ქაფი:

  • წყალი ჟონავს დრენაჟის ფილტრიდან (არ არის მჭიდროდ ჩასმული ან დაზიანებულია);
  • წყალი ჟონავს სარეცხი ფხვნილის განყოფილებიდან;
  • წყალი ჟონავს შიდა დამაკავშირებელი შლანგებიდან ან დრენაჟის შლანგიდან;
  • წყალი ჟონავს კარიდან (დაზიანებულია შუასადები);
  • მანქანაზე წყალი მოხვდა გარედან (კანალიზაციიდან, წყალსადენი მილიდან და ა.შ.);
  • მანქანაში მოთავსებულია ძალიან დიდი რაოდენობით ფხვნილი;
  • გამოყენებულია ავტომატური რეცხვისთვის შეუსაბამო ფხვნილი.

ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთო

დაათვალიერე სარეცხი მანქანა და შეაფასე დოლურაში ქაფის რაოდენობა.

დოლურაში დიდი რაოდენობით ქაფია ან გარეთ ჟონავს.

შეასრულე ქვემოთ მოცემულ სტატიაში წარმოდგენილი რეკომენდაციები.

ქაფის რაოდენობის მიუხედავად, ის გარეთ არ ჟონავს

სარეცხ მანქანას ესაჭიროება შემოწმება, ამისათვის მიმართე უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.


მადლობა გამოხმაურებისთვის!