Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდი UE, UB, E4

ბოლო განახლების თარიღი : 16-12-2024

რა მოხდა

სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „UE“, „UB“ ან „E4“.

Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდი UE, UB, E4

ეკრანის არმქონე მოდელებში ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი + ტემპერატურის ზემოდან მეორე ინდიკატორი.

Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდი UE, UB, E4

როდის და რატომ ჩნდება შეცდომის კოდი

შეცდომის კოდი ჩნდება გაწურვის ციკლის წინ, როდესაც მანქანა ცდილობს თანაბრად გადაანაწილოს თეთრეული დოლურას კედლებზე. თუ მანქანა ვერ შეძლებს თეთრეულის გადანაწილებას, გამოისახება შეცდომის შეტყობინება.

თეთრეულის გადანაწილება ვერ ხერხდება, როდესაც:

  • თეთრეული ერთადაა შეკრული ან ერთმანეთშია გადახლართული;
  • მანქანაში მოთავსებულია არასაკმარისი რაოდენობის ნივთი: ერთი ან ორი;
  • მანქანაში ძალიან ბევრი ნივთია.

ჩვეულებრივ, ეს შეცდომის კოდი გამოისახება მაშინ, როდესაც რეცხვის დასრულებამდე დარჩენილია 9, 7 ან 3 წუთი. შეცდომის კოდის გამოჩენამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში დოლურა ნელა ტრიალებს  ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით - მანქანა ცდილობს თეთრეულის თანაბრად გადანაწილებას. ამ დროს ეკრანზე გამოსახული დრო არ იცვლება.

როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომის კოდის გამოჩენა

რა არის ჩატვირთული დოლურაში

რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი

როგორ გამოვასწორო

ერთი ან ორი ნივთი

სარეცხი მანქანა ვერ ახერხებს გაწურვის წინ ნივთების დოლურას ზედაპირზე თანაბრად გადანაწილებას. ძირითადი დატვირთვა დოლურას მხოლოდ ერთ მხარეს მოდის.

მოათავსე მინიმუმ 3-4 ნივთი.

ერთი დიდი ზომის (მძიმე) ან რამდენიმე მცირე ზომის (მსუბუქი) ნივთი

გაწურვის სიჩქარე დააყენე 400ბრ/წთ-ზე ან გაუშვი რეცხვის რეჟიმი გაწურვის ციკლის გარეშე.

სხვადასხვა ტიპის ქსოვილის თეთრეული

სხვადასხვა ტიპის ქსოვილი წყალს განსხვავებულად შეიწოვს. ამის გამო ნივთების წონა შეიძლება განსხვავებული იყოს და ამან ხელი შეუშალოს ნორმალურ გაწურვას.

დოლურაში მოათავსე მსგავსი მასალისგან დამზადებული ნივთები.

საწოლის თეთრეული

რეცხვის დროს ნივთები შეიძლება ერთმანეთში გადაიხლართოს ან ჩაცურდეს საბნის ან ბალიშის პირში.

ერთ ჯერზე დოლურაში მოათავსე არაუმეტეს 2კგ თეთრეულისა. წურვის სიჩქარე დააყენე 800ბრ/წთ-ზე.

დიდი რაოდენობით თეთრეული

თუ მანქანაში დიდი რაოდენობით თეთრეულია მოთავსებული, დოლურას შეიძლება მათი გადანაწილება გაუჭირდეს.

მანქანის მაქსიმალური დატვირთვა დასაშვებია მხოლოდ „ბამბის“ რეჟიმის გამოყენების დროს. იმისათვის, რომ გაიგო, თუ როგორ უნდა ჩატვირთო მანქანა სწორად, გაეცანი მომხმარებლის სახელმძღვანელოს განყოფილებას, სახელწოდებით „ციკლების მიმოხილვა/ცხრილი“.

ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთო

1 გააღე კარი და ამოიღე თეთრეული. თუ კარი არ გაიღო, დაელოდე 5-7 წუთი და ხელახლა სცადე.
1 გამორთე სარეცხი მანქანა წრე და ხაზი„ჩართვა/გამორთვის“ ღილაკზე დაჭერით,შემდეგ ჩახსენი როზეტიდან. კარის განბლოკვა უნდა მოხდეს ხუთი წუთის განმავლობაში.
თუ კარი ამის შემდეგაც არ გაიღო, დაცალე მანქანა წყლისგან ავარიული რეჟიმის გამოყენებით.
2 Пწყლისგან დაცლის შემდეგ ჩაატარე სარეცხი მანქანის კალიბრაცია.
ეს რეჟიმი Samsung-ის ყველა სარეცხ მანქანას არ აქვს. კალიბრაციის რეჟიმის ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად გაეცანი შენი სარეცხი მანქანის მომხმარებლის სახელმძღვანელოს, რომლის ჩამოტვირთვა შეგიძლია განყოფილებიდან სახელმძღვანელო და ჩამოტვირთვა.
2 თუ ნივთები ერთმანეთშია გადახლართული, გაშალე ისინი და თანაბრად გადაანაწილე დოლურაში.
3 დახურე კარი.
4 წურვის ციკლის გასაგრძელებლად დააჭირე „დაწყება/დაპაუზების სამკუთხედი და ორი ხაზი ღილაკზე.
  • თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის მოხმარება, რადგან ის გამართულად მუშაობს. შეცდომის კოდის გამოჩენის მიზეზი ისაა, რომ ვერ მოხერხდა სარეცხ მანქანაში თეთრეულის თანაბრად გადანაწილება.
  • თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოისახება, შეამოწმე მანქანის მუშაობა თეთრეულის ჩატვირთვის გარეშე:
    1. გააღე კარი და ამოიღე თეთრეული;
    2. დახურე კარი;
    3. წურვის ციკლის გასაგრძელებლად დააჭირე  „დაწყება/დაპაუზების“ სამკუთხედი და ორი ხაზი
 ღილაკზე.
  • თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!