Samsung-ის მიკროტალღური ღუმელის მართვის ღილაკები არ მუშაობს

ბოლო განახლების თარიღი : 10-12-2024

რა მოხდა

მიკროტალღური ღუმელი არ რეაგირებს მართვის პანელის ღილაკზე დაჭერისას ან მბრუნავი სახელურის ერთ-ერთ რეჟიმზე დაყენებისას.

რა უნდა გავაკეთო

თუ არ მუშაობს ღილაკი „დაწყება“

ეს შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ კარი მჭიდროდ არ არის დახურული — ამ შემთხვევაში, მიკროტალღური ღუმელი არ დაიწყებს კერძის მომზადების პროგრამას და შეიძლება მოგეჩვენოს, რომ „დაწყების“ ღილაკი არ მუშაობს. კარი შესაძლოა მჭიდროდ არ არის დახურული:

  • დაბინძურების გამო — შეამოწმე დასაკეტი მექანიზმი და, საჭიროების შემთხვევაში, გაწმინდე ის.
  • ჭურჭლის მეტისმეტად დიდი ზომის ან არასწორად დამონტაჟებული მბრუნავი მაგიდის გამო — დარწმუნდი, რომ ჭურჭელი ეტევა კამერაში და ხელს არ უშლის კარის დახურვას.

გახსენი და მჭიდროდ დახურე მიკროტალღური ღუმელის კარი, ხოლო შემდეგ სცადე ღუმელის შენთვის საჭირო რეჟიმის გაშვება.

თუ არც ერთი ღილაკი არ მუშაობს

შეასრულე შემდეგი რეკომენდაციები:

1 შეამოწმე, ხომ არ არის დაბინძურებული მიკროტალღური ღუმელის მართვის პანელი.
  • თუ ღილაკებს შორის ღარებში ჭუჭყი მოხვდება, შესაძლოა ღილაკზე დაჭერა გაძნელდეს და დაჭერისას სათანადო რეაგირება ვერ მოხდეს. გაწმინდე დაბინძურებული ადგილები და შეამოწმე ღილაკები.
  • თუ ღუმელის სენსორულ პანელი დასველდა — კარგად გაამშრალე. . 
  • თუ მიკროტალღური ღუმელის პანელი სუფთაა, მაგრამ ღილაკები სათანადოდ არ მუშაობს — გადადი შემდეგ საფეხურზე.
2 შეამოწმე, ღილაკებზე დაჭერისას ღუმელის ეკრანზე ხომ არ ჩნდება სიმბოლო „L“.
  • თუ „L“ სიმბოლო გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ გააქტიურებულია კარის ბლოკირება. ღუმელის მართვის პანელზე მოძებნე ბოქლომის სიმბოლო — ბლოკის მოსახსნელად ამ ღილაკს უნდა დააჭირო რამდენიმე წამის განმავლობაში.

    ბლოკირების ფუნქციის ღილაკის ადგილმდებარეობის მაგალითები:

    კარის ბლოკირება Samsung BESPOKE მიკროტალღურ ღუმელზე — 3 წამის განმავლობაში დააჭირე „დაწყების“ ღილაკს.
    კარის ბლოკირება Samsung MW5100J მიკროტალღურ ღუმელზე — 3 წამის განმავლობაში დააჭირე „ბლოკირების“ ღილაკს.

შენიშვნა:

ბლოკირების ფუნქცია Samsung-ის ყველა მიკროტალღურ ღუმელზე არ არის ხელმისაწვდომი. შენი ღუმელის მოდელზე ბლოკირების ხელმისაწვდომობა შეგიძლია დააზუსტო მომხმარებლის სახელმძღვანელოში.

  • თუ „L“ სიმბოლო არ გამოჩნდება — გადადი შემდეგ ნაბიჯზე.
3 სცადე დააყენო დრო.

თუ შენი მიკროტალღური ღუმელი ახალია ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამორთული იყო ელექტროქსელიდან, ღილაკები შეიძლება არ გააქტიურდეს, სანამ არ დააყენებ დროს.

4 დააჭირე მიკროტალღური რეჟიმის ღილაკს, ხოლო შემდეგ სხვა ღილაკებს. ზოგჯერ ეს მარტივი მოქმედება გვეხმარება პრობლემის მოგვარებაში.
5 გამორთე და ხელახლა ჩართე მიკროტალღური ღუმელი.

ჩახსენი მიკროტალღური ღუმელის კვების კაბელი როზეტიდან 1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ღუმელი ისევ შეაერთე ელექტროქსელში, დააყენე დრო და შეამოწმე ღილაკების მუშაობა.

  • თუ ამის შემდეგ ღილაკები ამუშავდა, დააკვირდი მიკროტალღურ ღუმელს რამდენიმე დღის განმავლობაში. სიტუაციის გამეორების შემთხვევაში, მიმართე სერვის-ცენტრს.
  • თუ ამის შემდეგ პრობლემა არ აღმოიფხვრა, საჭიროა რემონტი, რისთვისაც რეკომენდებულია მიმართო ავტორიზებულ სერვის ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!