რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მაცივარი გამოსცემს ხმოვან სიგნალს, როდესაც კარი დახურულია
რა ხდება
მაცივარი გამოსცემს ხმოვან სიგნალს, თუმცა კარი დახურულია.
მიზეზები:
- შენობაში გამოირთო ელექტროენერგია ან ადგილი ჰქონდა ძაბვის ვარდნას;
- მაცივრის კარი არასწორადაა დამონტაჟებული ან ბოლომდე არ იხურება;
- მაცივრის უკან ან მის ქვეშ მოხვდა უცხო ნივთი, რომელიც ხმოვან სიგნალს იწვევს.
შენიშვნა:
თუ მაცივრის ნებისმიერი განყოფილების კარი 2 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ღია რჩება, გაისმება ხმოვანი სიგნალი – ასე მუშაობს ფუნქცია Door Alarm.
Door Alarm ფუნქციის გამორთვის ინსტრუქციები იხილე შენი მაცივრის მოდელის მომხმარებლის სახელმძღვანელოში.
რა უნდა გავაკეთო
მაცივრის უკან შეიძლება შემთხვევით მოხვდეს ბავშვის სათამაშო, საათი, უსადენო ყურსასმენი ან რაიმე სხვა ნივთი, რომელიც ხმოვან სიგნალს გამოსცემს.
ხმა შესაძლოა გვერდით მდებარე ელექტრომოწყობილობებიდანაც მოდიოდეს.
ყურადღებით დაათვალიერე სივრცე ირგვლივ, რათა დარწმუნდე, რომ ხმოვანი სიგნალის წყარო ნამდვილად მაცივარია.
თუ დარწმუნებული ხარ, რომ ხმა ნამდვილად მაცივრიდან მოდის, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
შესაძლოა ბინაში გამოირთო ელექტროენერგია და ახლა მაცივარი გაძლევს სიგნალს, რომ მასში არსებული ტემპერატურა დაშვებულზე მეტად გაიზრდა და პროდუქტები შეიძლება გალღვეს და გაფუჭდეს.
სცადე ტემპერატურის დარეგულირება მართვის პანელიდან, შემდეგ კი შეამოწმე მოწყობილობის მუშაობა.
- თუ ხმოვანი სიგნალი შეწყდა, გააგრძელე მაცივრის გამოყენება.
- თუ პრობლემა არ აღმოიფხვრა, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
თუ ბინაში ადგილი ჰქონდა ძაბვის ვარდნას, შეცდომის მიზეზი ეს შეიძლება გამხდარიყო. შეეცადე გამორთო მაცივარი კვების წყაროდან 10 წუთით – ამისთვის ჩახსენი კვების კაბელი როზეტიდან. შემდეგ ხელახლა ჩართე და დაარეგულირე მაცივრის და საყინულის კამერების ტემპერატურა.
- თუ ხმოვანი სიგნალი შეწყდა, გააგრძელე მაცივრის გამოყენება.
- თუ პრობლემა არ აღმოიფხვრა, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
თუ ახლახან მაცივრის კარს გაღების მიმართულება შეუცვალე და მაცივარმა ამის შემდეგ დაიწყო ხმოვანი სიგნალის გამოცემა, დიდი ალბათობით კარი არასწორადაა დამონტაჟებული.
დარწმუნდი, რომ მაცივრის კარის მიმართულების შეცვლა სწორად განახორციელე, ამისათვის გაეცანი ქვემოთ წარმოდგენილ სტატიას.
თუ დარწმუნებული ხარ, რომ მაცივრის ყველა კარი სწორადაა დამონტაჟებული, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები ვერ დაგეხმარა და მაცივარი განაგრძობს ხმოვანი სიგნალის გამოცემას, რეკომენდებულია მოწყობილობის დიაგნოსტიკისთვის მიმართო ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.