რა გავაკეთო, თუ Samsung-ის კონდიციონერი არ ირთვება

ბოლო განახლების თარიღი : 10-12-2024

რა მოხდა

კონდიციონერი არ ირთვება არც დისტანციური მართვის პულტით და არც კორპუსზე არსებული ღილაკით.

კონდიციონერი არ ირთვება

მიზეზი

  • პულტის ელემენტები დაცლილია.
  • კონდიციონერს აქვს გადატვირთვისგან დაცვის ფუნქცია.
  • ბინაში გამორთულია ელექტროენერგია ან ძაბვა არასტაბილურია.
  • დაზიანებულია კონდიციონერის კვების კაბელი ან როზეტი.
  • კონდიციონერი გაუმართავია.

რა უნდა გავაკეთო

1 თუ კონდიციონერი მხოლოდ პულტით არ ირთვება, დიდი ალბათობით, დაცლილია პულტის ელემენტები. შეცვალე ელემენტები და სცადე კონდიციონერის ჩართვა.
2 გადატვირთე კონდიციონერი. ამისათვის გამორთე ის როზეტიდან 1-2 წუთის განმავლობაში. შემდეგ ხელახლა შეაერთე კონდიციონერი როზეტში და სცადე მისი ჩართვა.
3 ზოგიერთი კონდიციონერი აღჭურვილია გადატვირთვისგან დაცვის ფუნქციით.
ამ ფუნქციის მქონე კონდიციონერებისათვის დამახასიათებელია 3-წუთიანი დაყოვნება ჩართვის დროს. ამ ფუნქციის ხელმისაწვდომობის შემოწმება შეგიძლია მომხმარებლის სახელმძღვანელოში. სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა შესაძლებელია განყოფილებაში „მხარდაჭერა“.
კონდიციონერის ხელახლა ჩართვამდე დაელოდე მინიმუმ 3 წუთი.
4 კონდიციონერი პირდაპირ შეაერთე ელექტროქსელის როზეტში, დამაგრძელებლებისა და გადამყვანების გამოყენების გარეშე.
თუ ის ორბუდიან ან სამბუდიან როზეტშია შეერთებული, ჩახსენი სხვა ხელსაწყოები როზეტიდან.
არ გამოიყენო დამაგრძელებელი არ გამოიყენო დამაგრძელებელი
გამორთე როზეტიდან სხვა მოწყობილობები გამორთე როზეტიდან სხვა მოწყობილობები
5 დაათვალიერე, ხომ არ არის დაზიანებული კონდიციონერის კაბელი და ელექტროჩანგალი ან როზეტი.
  • თუ კონდიციონერის დენის კაბელია დაზიანებული (გატეხილია ელექტროჩანგალი, გაწყვეტილია კაბელი) – მის შესაცვლელად მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
  • თუ დაზიანებულია როზეტი – შესაკეთებლად მიმართე ელექტრიკოსს.
  • თუ ხილული დაზიანებები არ არის, გადადი შემდეგ პუნქტზე.
6 შეამოწმე როზეტი. შეაერთე მასში სხვა მოწყობილობა, მაგალითად, ჩაიდანი ან ფენი.
  • თუ სხვა მოწყობილობაც არ მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ როზეტი გაუმართავია – მის შესაკეთებლად საჭიროა ელექტრიკოსის გამოძახება.
  • თუ სხვა მოწყობილობა მუშაობს, გადადი შემდეგ პუნქტზე.
7 კონდიციონერი სხვა როზეტში შეაერთე.
  • თუ კონდიციონერი ჩაირთო, გამოიძახე ელექტრიკოსი დაზიანებული როზეტის შესამოწმებლად..
  • თუ კონდიციონერი არ მუშაობს – საჭიროა ტექნიკის რემონტი. რეკომენდებულია დიაგნოსტიკისთვის მიმართო ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!