რა გავაკეთო, თუ Samsung-ის საშრობი მანქანა ბოლომდე არ აშრობს

ბოლო განახლების თარიღი : 11-12-2024
საშრობი მანქანა

რა მოხდა

გაშრობის შემდეგ თეთრეული სველი რჩება. საშრობ მანქანაში თეთრეულის შრობის დაბალი ხარისხი.

მიზეზები

  1. ელექტროქსელში ძაბვა დაბალი ან არასტაბილურია.
  2. არჩეული რეჟიმისთვის გათვალისწინებული თეთრეულის მაქსიმალური რაოდენობა გადაჭარბებულია.

რა უნდა გავაკეთო

როგორც წესი, არასწორი მუშაობის შემთხვევაში, მანქანის ეკრანზე ფიქსირდება შეცდომა.

თუ შეცდომის შეტყობინება არ დაფიქსირდა, შრობის დაბალი ხარისხი შეიძლება დაკავშირებული იყოს არასწორად არჩეულ რეჟიმთან, თეთრეულის არასწორად ჩატვირთვასთან ან ელექტროქსელთან არასწორად შეერთებასთან.

1 შეამოწმე ელექტროქსელთან კავშირი. საშრობი მანქანა პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული ცალკე როზეტთან: დამაგრძელებლის/გამანაწილებლის/გადამყვანის გარეშე.
2 ინსტრუქციის მიხედვით შეამოწმე, ხომ არ არის გადაჭარბებული არჩეული რეჟიმისთვის გათვალისწინებული თეთრეულის მაქსიმალური რაოდენობა.

თუ მაქსიმალური დატვირთვა გადაჭარბებულია - შრობის ხარისხი მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული. კონკრეტული რეჟიმისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური დატვირთვა მითითებულია შენი სარეცხის მანქანის ინსტრუქციაში, რომელიც შეგიძლია მოიძიო და ჩამოტვირთო მხარდაჭერის გვერდიდან.

თუ სარეცხის რაოდენობა გადაჭარბებული არ არის, გადადი შემდეგ საფეხურზე.

3 შეამოწმე, შრობის რომელი რეჟიმი იყო არჩეული.

შრობის შედეგი შეიძლება განსხვავდებოდეს შრობის არჩეული ციკლისა და თეთრეულის რაოდენობის და ტიპის მიხედვით.

არჩეული შრობის ტიპის მიხედვით, თეთრეულის ნარჩენი ტენიანობის ხარისხი შეიძლება განსხვავებული იყოს. ინფორმაცია შრობის კონკრეტული რეჟიმის შესახებ მოცემულია შენი საშრობი მანქანის ინსტრუქციაში, რომელიც შეგიძლია მოიძიო და ჩამოტვირთო მხარდაჭერის გვერდიდან.

თუ არჩეულია რეჟიმი „შრობის დრო / შრობის დროის შერჩევა“, შენ დამოუკიდებლად ირჩევ შრობის დროს თეთრეულის ტიპის, დატვირთვის და ნარჩენი ტენიანობის ხარისხის მიხედვით.

4 თუ ყველა რჩევა გაითვალისწინე, მაგრამ შრობის დასრულების შემდეგ თეთრეული კვლავ სველი რჩება - მიმართე სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!