Samsung-ის მტვერსასრუტიდან დამწვრის სუნი გამოდის

ბოლო განახლების თარიღი : 10-12-2024

რა ხდება

მტვერსასრუტის გამოყენების დროს იგრძნობა დამწვრის სუნი.

მტვერსასრუტის კორპუსიდან სუნი გამოდის

მიზეზი

  • მტვერსასრუტი ახალია.
  • მტვერსასრუტის ფილტრები დაბინძურებულია.
  • მტვრის კონტეინერი სავსეა.
  • როზეტი გაუმართავია.
  • მტვერსასრუტი გაუმართავია.

რა გავაკეთო, თუ მტვერსასრუტიდან დამწვრის სუნი გამოდის და მუშაობის დროს კვამლი ჩნდება

გამოაერთე მტვერსასრუტი როზეტიდან და აცადე გაგრილდეს. ტექნიკის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი ავტორიზებულ სერვის-ცენტრს

რა გავაკეთო, თუ მტვერსასრუტიდან გამოდის მხოლოდ დამწვრის სუნი

გამორთე მტვერსასრუტი. მოძებნე ადგილი, საიდანაც სუნი გამოდის: მტვერსასრუტის კორპუსიდან, კვების კაბელიდან ან როზეტიდან.

  • თუ ცოტა ხნის წინ შეიძინე მტვერსასრუტი და გახურებული პლასტმასის არც ისე მძაფრი სუნი გცემს, ესე იგი ის გამართულად მუშაობს. მსგავსი სუნი წარმოიქმნება ახალი დეტალების ერთმანეთთან კავშირის შედეგად, რაც მალე გაქრება.
  • თუ სუნი ძალიან მძაფრია, მოძებნე მისი მიზეზი და რეკომენდაციის სანახავად დააჭირე შესაბამის პუნქტს.

1 შეამოწმე მტვერსასრუტის ფილტრების მდგომარეობა და მტვრის კონტეინერის ავსების დონე.
სუნი შესაძლოა დაბინძურებული ფილტრების და მტვრის კონტეინერის გამო გაჩნდეს. გაწმინდე ისინი.
2 ჩართე მტვერსასრუტი შემოწმების მიზნით.
  • თუ სუნი ვერ იგრძენი, ესე იგი მტვერსასრუტი გამართულად მუშაობს და შეგიძლია გააგრძელო მისი გამოყენება. იმისათვის, რომ თავიდან აიცილო პრობლემის განმეორება, გირჩევ რეგულარულად გაწმინდო მტვერსასრუტის ფილტრები.
  • თუ სუნი ისევ იგრძენი, მტვერსასრუტის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის გირჩევ მიმართო ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

1 შეამოწმე მტვერსასრუტის კვების კაბელი.
  • თუ კაბელზე შეინიშნება მექანიკური დაზიანებები, მაგალითად, გატეხილია ელექტროჩანგალი, გაწყვეტილია ან ზედმეტად მჭიდროდ არის გაკვანძული კვების კაბელი, მის შესაცვლელად შეგიძლია დაუკავშირდე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

  • თუ დაზიანება არ მოიძებნა, გადადი შემდეგ პუნქტზე.
2 შეაერთე მტვერსასრუტი ცალკე როზეტში გადამყვანის ან დამაგრძელებლის გარეშე.
  • თუ სუნი ვერ იგრძენი, ესე იგი მტვერსასრუტი გამართულად მუშაობს და შეგიძლია გააგრძელო მისი გამოყენება.
  • თუ სუნი იგრძენი, დაუყოვნებლივ გამორთე მტვერსასრუტი.
     

სუნის მიზეზი შესაძლოა დაზიანებული სადენები ან გაუმართავი როზეტი იყოს, ან როზეტი შეიძლება არ იყოს გათვლილი მტვერსასრუტის სიმძლავრეზე. 

თუ გაუმართაობის მიზეზი სადენებია, მიმართე ელექტრიკოსს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!