რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მიკროტალღური ღუმელის ლანგარი არ ბრუნავს?

ბოლო განახლების თარიღი : 10-12-2024

რა ხდება

Samsung-ის მიკროტალღური ღუმელის მბრუნავი ლანგარი (მინის ლანგარი) არ მოძრაობს.

რა უნდა გავაკეთო

დარწმუნდი, რომ ჩართულია მომზადების რეჟიმი: კარი დახურულია, ნათურა ანათებს და ისმის მიკროტალღური ღუმელის მუშაობის ხმა.

თუ მიკროტალღური ღუმელი გამორთულია, მაგრამ შენ ცდილობ მბრუნავი ლანგრის (მინის ლანგრის) ხელით დატრიალებას, ის არ იმოძრავებს.

1 გამოაერთე მიკროტალღური ღუმელი ქსელიდან 30 წამით. ჩართე და შეამოწმე ბრუნავს თუ არა ლანგარი.
2 დარწმუნდი, რომ ჩართულია ფუნქცია „ლანგრის ბრუნვა“.
თუ ჩართულია, ბრუნვის აღსადგენად დააჭირე მართვის პანელზე მოცემულ ღილაკს „ლანგრის ბრუნვა“.

შენიშვნა:

ღილაკზე „ლანგრის ბრუნვა“ დაჭერით ბრუნვის რეჟიმის გამორთვა (მხოლოდ ხელით მომზადების რეჟიმის დროს) საშუალებას გაძლევს გამოიყენო დიდი ზომის ჭურჭელი, რომელიც ღუმელის შიდა სივრცეს მთლიანად ავსებს.

ფუნქცია „ლანგრის ბრუნვა“ ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ მოდელებზე. ამ ფუნქციის ხელმისაწვდომობის შემოწმება შესაძლებელია შენი მიკროტალღური ღუმელის ინსტრუქციაში, რომლის ჩამოტვირთვა შეგიძლია მხარდაჭერის ვებგვერდიდან

3 შეამოწმე დამონტაჟებულია თუ არა მიმმართველი რგოლი. მის გარეშე მბრუნავი ლანგარი არ იმოძრავებს.
Samsung-ის მიკროტალღური ღუმელის მიმმართველი რგოლი
4 შეამოწმე, რომ მიმმართველი რგოლის თვლები არ არის დაბინძურებული.
5 შეამოწმე დაზიანებულია თუ არა მბრუნავი ლანგრის მოსათავსებლად განკუთვნილი ჯვარედინი სამაგრი. მაგალითად, ჩანს თუ არა დარტყმის ნიშნები, დეფორმაცია და ა.შ.
ჯვარედინი სადგამი, რომელზეც თავსდება მბრუნავი ლანგარი

თუ ლითონის მასალისგან დამზადებულ ჯვარედინ სადგამზე შეინიშნება დაზიანებები, გირჩევ მის შესაცვლელად მიმართო ავტორიზებულ სერვის-ცენტრს. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებზე არ ვრცელდება გარანტია. 


თუ ჯვარედინ სამაგრზე არ შეინიშნება დაზიანებები, გადადი შემდეგ საფეხურზე.

6 შეამოწმე როგორ მუშაობს მიკროტალღური ღუმელი.

ჩაასხი ჭიქაში 100-150 მლ წყალი, მოათავსე ის ღუმელის ცენტრში და ჩართე „მიკროტალღური“ რეჟიმი.

შენიშვნა:
  • გამოიყენე მხოლოდ მიკროტალღური ღუმელისთვის განკუთვნილი ჭურჭელი.
  • ცარიელი მიკროტალღური ღუმელის ჩართვა არ არის დასაშვები.
7 თუ მსგავსი სიტუაცია განმეორდა, მიმართე სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!