რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხ მანქანას რეცხვისთვის მეტი დრო სჭირდება
სარეცხი მანქანის პროგრამის თითოეულ რეჟიმზე განსაზღვრულია კონკრეტული დრო. გარე ფაქტორების მიხედვით ის შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს რამდნეიმე წუთით.
რეცხვის ხანგრძლივობის ცვლილების ძირითადი ფაქტორები:
- წყლის გაცხელება. თუ შენს სახლში არასტაბილური ძაბვაა, წყლის გაცხელება შეიძლება ნელა მოხდეს. გარდა ამისა, ზამთარში ონკანში წყალი გაცილებით ცივია, ვიდრე ზაფხულში, შესაბამისად მაღალ ტემპერატურაზე რეცხვისთვის წყლის გაცხელებას მეტი დრო დასჭირდება.
- წყლის ჭავლის წნევა. თუ წყლის ჭავლის წნევა სუსტია, სარეცხ მანქანას მეტი დრო დასჭირდება იმისათვის, რომ დოლურა გაავსოს რეცხვისთვის საჭირო ოდენობის წყლით. წყლის ჭავლის მაღალი წნევის შემთხვევაში, დოლურა მალე ივსება წყლით და რეცხვის დრო მცირდება.
- სარეცხის რაოდენობა. თუ სარეცხ მანქანაში მოთავსებულია დიდი რაოდენობით სარეცხი, გაწურვამდე შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს მის გასანაწილებლად. მცირე რაოდენობის სარეცხის შემთხვევაში, რეცხვის დრო შეიძლება შემცირდეს.
რეცხვისას ციკლის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს – ეს ნორმალურია.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.