რა გავაკეთო, თუ სარეცხი მანქანა ძლიერ ხმაურობს წყლით ავსების დროს
რა მოხდა
სარეცხი მანქანა წყლით ავსებისას ჩვეულებრივზე მეტად ხმაურობს. ან წყლით ავსების დროს ძლიერი გუგუნი და კაკუნი ისმის.
სარეცხი მანქანის წყლით ავსების დროს გარკვეული ხმაური ნორმალურია. სხვადასხვა მწარმოებლის სარეცხი მანქანების წყლით ავსების ხმა შესაძლოა განსხვავდებოდეს და, შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი მათი შედარება.
თუ რეცხვის პროცესში ეკრანზე არ ჩნდება შეცდომის შეტყობინება, შენი Samsung-ის სარეცხი მანქანა გამართულად მუშაობს.
მომხმარებლის სახელმძღვანელოში შეგიძლია ნახო სარეცხი მანქანის მუშაობის ხმის ნორმალური დონე. თუ გეჩვენება, რომ წყლით ავსებისას სარეცხი მანქანა მაღალ ხმას გამოსცემს ან ხმა უჩვეულო ხმა გესმის, სცადე აღმოფხვრა ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო მიზეზები.
მიზეზები
- წყლის მაღალი ან დაბალი წნევა (ხმა: ხმაური, გუგუნი).
- წყლის მიწოდების შლანგის/ფილტრის გაჭედვა (ხმა: ხმაური, გუგუნი).
- წყლისგან დაცლის/წყლის მიწოდების შლანგი მანქანის კორპუსს ეხეთქება (ხმა: კაკუნი წყლით ავსების დაწყებისას).
- შემშვები სარქველის დახურვა (ხმა: ერთი ტკაცუნი წყლით ავსების შემდეგ).
რა უნდა გავაკეთო
- თუ წყლით ავსების დასაწყისში კაკუნს გაიგონებ, შეამოწმე, ხომ არ ეხეთქება წყლის მიწოდების ან წყლისგან დაცლის შლანგი მანქანის კორპუსს.
რეცხვის ციკლის დასაწყისში ჯერ ხდება წყლის გაშვება, შემდეგ კი ავსება. წყლით ავსებისას და დაცლისას შლანგებში წნევა იმატებს, რის გამოც ისინი შეიძლება მოძრაობდეს და ეხეთქებოდეს სარეცხი მანქანის კედლებს.
- თუ წყლით ავსების შემდეგ ერთ ტკაცუნს გაიგებ, ეს შემშვები სარქველის დახურვის ხმაა. თუ ეს ხმა ჩვეულებრივზე მეტად მაღალია, გაეცანი ქვემოთ მოცემულ სტატიას.
- თუ გავლების ბოლო ეტაპზე მანქანის წყლით ავსებისას ხმაურს გაიგებ, მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
*მაგალითად, შენ აირჩიე გაწურვის სამი ციკლი. გავლების პირველი ორი ციკლის დროს მანქანის წყლით ავსების ხმა არ ისმის, ხოლო მესამე ეტაპზე ძლიერი ხმა ფიქსირდება.
თუ რეგულირების დროს წყლის ჭავლი არ მოიმატებს, შესაძლოა წყლის მიწოდების შლანგი იყოს გაჭედილი. დროდადრო მასში შეიძლება დაგროვდეს ჟანგი, კირი და სხვა ნივთიერებები. გაწმინდე წყლის მიწოდების შლანგი წყლის ძლიერი ჭავლის გამოყენებით ან შეცვალე ის.
წყლის ჭავლზე ასევე შეიძლება გავლენას ახდენდეს დამატებით დაყენებული ტუმბოები, ფილტრები და სხვა.
- წყლით ავსებისას ხმაურის დონე შემცირდა – მანქანა გამართულად მუშაობს.
- წყლით ავსებისას ხმაურის დონე არ შემცირდა – დიაგნოსტიკისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.