რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხ მანქანაში რეცხვის პროცესი ჩვეულებრივზე დიდხანს გრძელდება
სხვადასხვა ფაქტორების გამო, სარეცხ მანქანაში რეცხვის პროცესი შესაძლოა რეჟიმით გათვალისწინებულზე დიდხანს გაგრძელდეს. თუ სარეცხი მანქანა დიდხანს რეცხავს სარეცხს, მაგრამ რეცხვის პროცესი ბოლომდე მიდის და ამ დროს ხარვეზებს არ აქვს ადგილი, მაშინ სარეცხ მანქანას არანაირი დეფექტი არ აქვს.
ქვემოთ მოცემულ სტატიაში მოცემულია რეცხვის დროის გახანგრძლივების ძირითადი მიზეზები და თითოეული მათგანის გამოსწორების რეკომენდაციები.
არასტაბილური ძაბვა
ეს არის ძირითადი მიზეზი. როდესაც ძაბვა არასტაბილურია და დასაშვებ ზღვრებს სცდება, სარეცხი მანქანა ჩერდება და ელოდება ძაბვის დასტაბილურებას.
რჩევა: შეამოწმე სარეცხი მანქანის ელექტროქსელთან დაკავშირება. მანქანა პირდაპირ უნდა იყოს შეერთებული ცალკე (ერთბუდიან) როზეტში, გადამყვანებისა და დამაგრძელებლების გარეშე.
მანქანის ელექტროქსელთან უსაფრთხოდ და სწორად დაკავშირება შეუძლია კვალიფიციურ ელექტრიკოსს ან ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს.
ელექტროქსელთან სწორი დაკავშირება სიტუაციას ვერ გამოასწორებს, თუ ძაბვა მთელ სახლში არასტაბილურია.
წყლისგან დაცლა ან წყლით ავსება
თუ წყლის წნევა დაბალია, საკმარისი რაოდენობის წყლით ასავსებად მანქანას მეტი დრო დასჭირდება. ასევე შესაძლებელია, რომ გაიჭედა წყლის მიწოდების ფილტრი.
რჩევა: გირჩევ შეამოწმო მანქანის კავშირი წყალმომარაგების სისტემასთან და გაწმინდო წყლის მიწოდების ფილტრი. თუმცა, თუ წყლის წნევა არასტაბილურია მთელ სახლში, რეცხვის დრო მაინც შეიძლება გახანგრძლივდეს.
რეცხვას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, თუ დრენაჟის ფილტრი გაიჭედა ან დრენაჟის სისტემა არ არის სწორად მოწყობილი – მაგალითად, დრენაჟის შლანგი ძალიან გრძელია.
რჩევა: გაწმინდე დრენაჟის ფილტრი და შეამოწმე სარეცხი მანქანის საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირება. გამოიყენე მანქანის კომპლექტაციაში შემავალი დრენაჟის შლანგი; აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი 3 მეტრით დაგრძელება. საკანალიზაციო მილი, რომელთანაც შლანგია დაკავშირებული, უნდა იყოს 60-90 სმ სიმაღლის და არანაკლებ 5 სმ დიამეტრის.
თეთრეულის არასწორი განაწილება
თეთრეულის არასწორად განაწილებამ, გადატვირთვამ ან დიდი ზომის ნივთების რეცხვამ შესაძლოა დისბალანსი გამოიწვიოს. დისბალანსის თავიდან ასაცილებლად, წურვის დაწყებამდე მანქანა ცდილობს სარეცხის გადანაწილებას დოლურაში – ამას დრო სჭირდება.
რჩევა: შეასრულე თეთრეულის განაწილებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები:
• მანქანაში მოათავსე არანაკლებ 3-4 ნივთი.
• მოათავსე მსგავსი მასალებისგან დამზადებული ნივთები.
• თუ მანქანაში ერთ დიდ (მძიმე) ნივთს და რამდენიმე პატარა (მსუბუქ) ნივთს მოათავსებ, წურვის სიჩქარე დააყენე 400 ბრ/წთ-ზე და გაუშვი მანქანა წურვის რეჟიმის გარეშე.
• თუ საწოლის თეთრეულს რეცხავ, მისი წონა მშრალ მდგომარეობაში არ უნდა აღემატებოდეს 2 კგ-ს. წურვის სიჩქარე დააყენე 800 ბრ/წთ-ზე.
• მანქანა არ გადატვირთო. მანქანის მაქსიმალური დატვირთვით მუშაობა დასაშვებია მხოლოდ „ბამბის“ რეჟიმში. იმისათვის, რომ გაიგო, თუ როგორ მოათავსო სარეცხი მანქანაში სწორად, გაეცანი მომხმარებლის სახელმძღვანელოში მოცემულ განყოფილებას „მიმოხილვა/ციკლების ცხრილი“.
დიდი რაოდენობით ქაფი
თუ მანქანაში დიდი რაოდენობით სარეცხი საშუალებაა მოთავსებული ან გამოყენებულია ხელით რეცხვისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალება, ამან შეიძლება ძალიან დიდი რაოდენობით ქაფის წარმოქმნა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში მანქანა დაიწყებს ქაფის რაოდენობის შემცირების პროცესს.
რჩევა: შესამოწმებლად მანქანა ჩართე სარეცხი საშუალების გარეშე და დააკვირდი მის მუშაობას. თუ რეცხვის პროცესის ხანგრძლივობა ნორმალურია, მომავალში ეცადე ნაკლები სარეცხი საშუალება გამოიყენო. სტანდარტული რეკომენდებული ოდენობაა 2 სუფრის კოვზი 6 კგ თეთრეულზე.
როგორ შევამოწმო სარეცხი მანქანის მუშაობა
რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, მანქანა გაუშვი სატესტო რეცხვის რეჟიმში, თეთრეულისა და სარეცხი ფხვნილის გარეშე. თუ მანქანა რეცხვის პროცესში გაჩერდა, არ გამორთო. დაელოდე, გამოჩნდება თუ არა შეცდომის შეტყობინება.
თუ რეცხვა ბოლომდე დასრულდება შეცდომების გარეშე, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ტექნიკა გამართულად მუშაობს.
თუ ეკრანზე გამოჩნდა შეცდომის შეტყობინება, მოგვაწოდე ეს შეცდომის კოდი ჩვენი ონლაინ-ჩატის მეშვეობით:
ამავე თემაზე:
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.