რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანა წურვის დროს ძალიან ხმაურობს
რა ხდება
წურვის დროს ისმის ხმაური, გუგუნი ან უცხო ხმები: კაკუნი, ღრჭიალი, გრუხუნი, ჩხარუნი და სხვა.
როგორი ხმაურია დასაშვები და როგორი ხმა არ უნდა იყოს
უხმაურო სარეცხი მანქანა არ არსებობს. გამართული მუშაობისას მანქანის მიერ გამოცემული ხმა გუგუნს წააგავს. წურვის რეჟიმზე მუშაობისას მსგავსი ხმა სრულიად ნორმალურია, გარდა ამისა, წურვის დროს დოლურა ყველაზე სწრაფად ბრუნავს.
თუმცა, უცხო ხმები – ღრჭიალი, გრუხუნი, ჩხარუნი, დარტყმის ხმა და სხვ. არ უნდა ისმოდეს. თუ ასეთი ხმები ყოველი რეცხვის დროს ისმის ჩატვირთული სარეცხის რაოდენობის მიუხედავად (და არა მხოლოდ მძიმე თეთრეულის წურვის დროს), შეასრულე ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები.
შენიშვნა:
თითოეული მოდელის ინსტრუქციაში გაწერილია ხმაურის მაქსიმალური დონე, რომელსაც მანქანა რეცხვისა და წურვის დროს შეიძლება გამოსცემდეს. წურვის დროს ეს მაჩვენებელი საშუალოდ 73-75 დეციბელს შეადგენს (დამოკიდებულია მოდელზე) – ეს საკმაო მაღალი ხმაა. თუ დოლურას ხმაურის დონე ამ მაჩვენებელს არ აღემატება, ყველაფერი წესრიგშია.
რა უნდა გავაკეთო
ასევე გახსოვდეს, რომ უცხო ხმაურის მიზეზი შესაძლოა დაუბალანსებელი თეთრეული იყოს. დისბალანსის შესამცირებლად შეეცადე ერთად გარეცხო ერთნაირი ზომის და ქსოვილის ნივთები.
ამავე თემაზე:
- თუ ხმა არ გაისმება (მაგალითად ერთი ჩუმი წკაპუნი, როდესაც დოლურა სრულ ბრუნს აკეთებს) – გადადი შემდეგ საფეხურზე.
- თუ ხმა გაისმება (წამოდების ხმა, გრუხუნი, კაკუნი, ტკაცანი) – დიაგნოსტიკისთვის მიმართე სერვის-ცენტრს.
ტრანსპორტირების ჭანჭიკებს მანქანაზე ქარხანაში აყენებენ. მისი საშუალებით ხდება დოლურას დაფიქსირება სარეცხი მანქანის ტრანსპორტირების დროს, რაც იცავს მას დაზიანებისაგან. სარეცხის მანქანის გამოყენებამდე საჭიროა ჭანჭიკების მოხსნა.
ჭანჭიკები განთავსებულია სარეცხი მანქანის უკანა კედელზე. მანქანას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ხუთამდე ჭანჭიკი, მოდელის მიხედვით.
ტრანსპორტირების ჭანჭიკები ასე გამოიყურება:
ისეთი ზედაპირები, როგორიცაა ხის იატაკი, ლინოლეუმი, ხალიჩა, პარკეტი ან ლამინატი, სარეცხი მანქანის დასამონტაჟებლად არ არის შესაფერისი.
როგორ დავარეგულირო სარეცხი მანქანის ფეხები
საფეხური 1. მოუშვი მანქანის ფეხებზე არსებული ქანჩები
საფეხური 2. დაატრიალე ფეხები, სანამ მანქანა არ გასწორდება. ამის შემდეგ ქანჩები ისევ მოუჭირე.
არათანაბარი დგომა |
როგორ გავასწორო |
---|---|
წინა მხარე უფრო მაღალია |
დაატრიალე ფეხები საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით |
უკანა მხარე უფრო მაღალია |
დაატრიალე ფეხები საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით |
მანქანა გადახრილია მარცხნივ |
დაატრიალე მარცხენა ფეხი საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით |
მანქანა გადახრილია მარჯვნივ |
დაატრიალე მარჯვენა ფეხი საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით |
შენიშვნა:
ეხება იმ მანქანებს, რომლებსაც აქვს კალიბრაციის ფუნქცია. კალიბრაციის ფუნქციის ხელმისაწვდომობის დაზუსტება შეგიძლია მოცემული მოდელის სარეცხი მანქანის ინსტრუქციაში.
ამავე თემაზე:
ამავე თემაზე:
- თუ კაკუნი, ღრჭიალი, გრუხუნი, ჩხარუნი და სხვ. ხმები არ ისმის – შენს მანქანას ყველაფერი წესრიგში აქვს, შეგიძლია მშვიდად განაგრძო მისი გამოყენება.
- თუ კაკუნი, ღრჭიალი, გრუხუნი, ჩხარუნი და სხვ. ხმები ისმის – დიაგნოსტიკისთვის მიმართე სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.