რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მაცივრის კარები ჭრიალებს
რა ხდება
მაცივრის ან საყინულის კამერების კარები ჭრიალით ან ჩხაკუნით იღება ან იკეტება.
შენიშვნა:
თუ მაცივარი ახალია, შესაძლოა ჭრიალებდეს კარის შუასადები ან ეკრანთან დამაკავშირებელი სადენი. გარკვეული დროის შემდეგ დეტალებით გამოწვეული ჭრიალი ქრება. დაელოდე ერთი კვირა — თუ ჭრიალი შეწყდა, მაშინ მაცივარს ყველაფერი წესრიგში აქვს.
რა უნდა გავაკეთო
მაცივრის სახურავზე მოათავსე თარაზო.
თუ მაცივარი არასწორად დგას, დაარეგულირე მისი პოზიცია:
- მაცივრის ორივე წინა ფეხზე მოძებნე სიმაღლის რეგულატორი. რეგულატორი — ეს არის სპეციალური ხვრელი, სადაც ბრტყელთავიანი სახრახნისი თავსდება.
- მოათავსე ბრტყელთავიანი სახრახნისი შესაბამის რეგულატორში და დაატრიალე. მაცივრის მაღლა ასაწევად დაატრიალე საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, ხოლო მაცივრის დაბლა დასაწევად — საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით.
- თუ ცოტა ხნის წინ კარი მოხსნილი გქონდა დარწმუნდი, რომ ხრახნები მჭიდროდ არის დაჭერილი.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.