რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მაცივარი ზედმეტად ყინავს პროდუქტებს
რა ხდება
მაცივრის კამერა ძლიერად ყინავს პროდუქტებს.
მიზეზი
- მაცივრის განყოფილებაში დაყენებულია ძალიან დაბალი ტემპერატურა.
- „Cool Select Zone“ განყოფილებაში დაყენებულია დაბალი ტემპერატურა.
- პროდუქტები იმ ხვრელებთან ახლოს არის მოთავსებული, საიდანაც მაცივარს ცივი ჰაერი მიეწოდება.
- პროდუქტები მაცივრის კედელთან არის მოთავსებული.
- ხილი და ბოსტნეული მოთავსებულია „fresh zone“ განყოფილებაში.
რა უნდა გავაკეთო
მაცივრის მუშაობის შემოწმება შესაძლებელია თერმომეტრით: მოათავსე თერმომეტრი ცივ წყლიან ჭიქაში და შედგი მაცივრის განყოფილებაში 3 საათის განმავლობაში.
თუ თერმომეტრის ჩვენებასა და დაყენებულ ტემპერატურას შორის სხვაობა:
- 3°C-ზე ნაკლებია — ეს დასაშვები ცდომილებაა. მაცივარი ნორმალურად მუშაობს. იმისათვის რომ თავიდან აიცილო პროდუქტების ზედმეტად გაყინვა, შეასრულე ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები.
- 3°C-ზე მეტია — მიმართე ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტის უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს
თუ დაყენებული გაქვს +1°C ან უარყოფითი ტემპერატურა, გაზარდე +3°C -მდე (სტანდარტული მნიშვნელობა).
რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, დააკვირდი მაცივრის მუშაობას 1-2 დღის განმავლობაში.
- თუ პროდუქტები აღარ გაიყინება — მაცივარი გამართულად მუშაობს.
- თუ მაცივარი ისევ ზედმეტად ყინავს პროდუქტებს — მაცივრის კამერის მუშაობის დიაგნოსტიკისათვის რეკომენდებულია მიმართო ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.