რა გავაკეთო, თუ Samsung-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ ირთვება
რა ხდება
Samsung-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ ირთვება. როზეტში ჩართვის შემდეგ, ჩართვის ღილაკზე დაჭერისას, ეკრანსა და მართვის პანელზე რაიმე ნიშანი არ ჩნდება.
მიზეზები
- სახლში ელექტროენერგია გათიშულია (ან ძაბვა არასტაბილურია: მაღალია ან დაბალი).
- დაზიანებულია ელექტრომომარაგების კაბელი ან ელექტროჩანგალი.
- როზეტის ან თვით ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაუმართაობა.
რა უნდა გავაკეთო
- თუ სახეზეა მექანიკური დაზიანებები, მაგალითად გატეხილია ელექტროჩანგალი ან გაწყვეტილია ელექტრომომარაგების კაბელი, სამწუხაროდ ამ შემთხვევას საგარანტიო მომსახურება არ ითვალისწინებს. არასაგარანტიო რემონტისათვის დაუკავშირდი სერვის-ცენტრს
- თუ დაზიანება არ არის, გადადი შემდეგ პუნქტზე.
უნდა შეამოწმო ზუსტად ის როზეტი, რომელში შეერთებისას მანქანა არ ჩაირთო, და არა სხვა როზეტი.
- თუ ფენი (ჩაიდანი) არ ჩაირთო, დარწმუნდი, რომ სახლში არის ელექტრომომარაგება და ხომ არ არის გათიშული წრედის ამომრთველი და გადადი მე-4 საფეხურზე.
- თუ ფენი(ჩაიდანი) ჩაირთვება, გადადი შემდეგ საფეხურზე.
თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ ჩაირთო, საჭირო გახდება ტექნიკის რემონტი. დაუკავშირდი სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.