რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანის წყლისგან დაცლის დროს ხმაური ისმის
მუშაობის დროს სარეცხი მანქანა შეიძლება გამოსცემდეს სხვადასხვა ხმას: დოლურას ტრიალის, წყლისგან დაცლის ან წურვის ხმას. თუ წყლისგან დაცლისას უცნაური ხმა გესმის, პირველ რიგში აუცილებელია ხმის ტიპის ამოცნობა და მისი დაფიქსირების დროის დადგენა.
როგორი სახისაა ხმა?
- ხმამაღალი გუგუნი — შესაძლოა დრენაჟის შლანგის სიგრძე აღემატება დასაშვებ ზომას (3 მეტრს).
- ტკაცანი — შესაძლოა იმპელერში ან ფილტრში მოხვედრილია უცხო საგანი. აუცილებელია დრენაჟის ფილტრის გაწმენდა.
როდის დააფიქსირე ეს ხმა?
- პირველად ჩართვისას: თუ ახალი სარეცხი მანქანის მუშაობას ძველი სარეცხი მანქანის მუშაობას ადარებ, გაითვალისწინე, რომ სხვადასხვა მწარმოებლის სარეცხი მანქანები წყლისგან დაცლის დროს შესაძლოა განსხვავებულ ხმებს გამოსცემდეს.
- სახლში წყლის შეწყვეტის შემდეგ: შესაძლოა დრენაჟის ფილტრი დაიბლოკა.
მიზეზები
- დრენაჟის ფილტრის გაჭედვა ან იმპელერში უცხო ნივთის მოხვედრა.
- კანალიზაციის სისტემის გაჭედვა.
- დრენაჟის ტუმბოს ან ზოგადად დრენაჟის სისტემის არასათანადო მუშაობა.
- ზედმეტად გრძელი დრენაჟის შლანგი. თუ მისი სიგრძე დამაგრძელებელი ნაწილის ჩათვლით აღემატება 3 მეტრს, ეს იმას ნიშნავს, რომ დრენაჟის ტუმბო დიდი დატვირთვით მუშაობს, რაც შეიძლება ხმაური ან გუგუნის მიზეზი იყოს.
- წყლისგან დაცლის დროს დრენაჟის ან წყლის მიწოდების შლანგი ეხეთქება მანქანის კორპუსს.
რა უნდა გავაკეთო
- თუ დრენაჟის შლანგი დაგრძელებულია, დააყენე კომპლექტთან ერთად მოწოდებული სტანდარტული ზომის შლანგი ან მოხსენი დამაგრძელებელი ნაწილი.
- ამ დროს შლანგი საიმედოდ უნდა დაამაგრო, რადგან წყლის გამოშვების დროს მაღალი წნევის გამო შესაძლოა შლანგი ამოვარდეს აბაზანიდან/ნიჟარიდან და იატაკი დაასველოს. დააფიქსირე დრენაჟის შლანგი კომპლექტში შემავალი დამჭერის გამოყენებით (როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ფოტოზე).
გაფრთხილება:
წყლისგან დაცლა ხდება:
- რეცხვის რეჟიმის ჩართვისთანავე,
- რეცხვის ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ,
- ყოველი გავლების შემდეგ და გაწურვის ეტაპზე.
ასევე შეამოწმე, ხომ არ ეხეთქება დრენაჟის შლანგი სარეცხი მანქანის კორპუსს წყლისგან დაცლის პროცესის დაწყებისთანავე.
ძლიერი წნევის გამო დრენაჟის შლანგი შესაძლოა ეხეთქებოდეს სარეცხი მანქანის კორპუსს ან მასთან ახლოს მდებარე სხვა საგნებს.
- თუ ხმა არ განმეორდა, ეს ნიშნავს, რომ შენი სარეცხი მანქანა გამართულად მუშაობს.
- თუ ხმა კვლავ განმეორდა, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.