რა გავაკეთო, თუ რეცხვის შემდეგ Samsung-ის სარეცხი მანქანის დოლურაში წყალი გროვდება
რა მოხდა
რეცხვის შემდეგ სარეცხი მანქანის დოლურაში წყალი გროვდება.
მიზეზები
სარეცხ მანქანაში წყალი შეიძლება ორი გზით მოხვდეს
- წყლის მიწოდების შლანგით.
ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, დოლურაში წყალი სუფთაა. ძირითადი მიზეზი — შემავალი (წყლის მიწოდების) სარქველის გაუმართაობა: ქარხნული დეფექტი ან არასწორი ექსპლუატაცია. თუ რეცხვის დასრულების შემდეგ წყლის მიწოდების ონკანს არ დაკეტავ, სარქველი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს წყლის წნევის მუდმივი ზემოქმედების გამო.
- დრენაჟის შლანგით კანალიზაციიდან.
თუ დრენაჟის შლანგი არასწორადაა დამონტაჟებული, სარეცხ მანქანაში წყალი შეიძლება ამ შლანგით მოხვდეს. ამ შემთხვევაში დოლურაში მოხვედრილი წყალი ბინძური ან საპნიანი იქნება.
რა უნდა გავაკეთო
- თუ წყლის მიწოდების ონკანს ყოველთვის კეტავ და დრენაჟის შლანგი არ არის დაკავშირებული კანალიზაციასთან — ასეთ შემთხვევაში წყალი ვერ შევა სარეცხ მანქანაში, თუ ვინმემ (მაგალითად, ბავშვმა) განგებ არ ჩაასხა წყალი დოლურაში.
- თუ წყლის მიწოდების ონკანს არ კეტავ და დრენაჟის შლანგიც არ არის დაკავშირებული კანალიზაციასთან, მაშინ გაუმართავია წყლის მიწოდების სარქველი — საჭირო გახდება ტექნიკის რემონტი.
- თუ ზოგჯერ არ საერთოდ არ კეტავ წყლის მიწოდების ონკანს, ხოლო დრენაჟის შლანგი კანალიზაციასთანაა დაკავშირებული, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
ამისათვის, ჯერ გაუშვი ავარიული დაცლის ციკლი, შემდეგ მანქანიდან ამოიღე დრენაჟის ფილტრი.
მას შემდეგ, რაც მანქანას წყლისგან სრულად დაცლი, თავის ადგილას დააბრუნე დრენაჟის ფილტრი, ავარიული დაცლის შლანგს გაუკეთე საცობი, დააფიქსირე კაუჭით და დახურე ფილტრის საფარი.
- ამ პერიოდის განმავლობაში სარეცხი მანქანა არ ჩართო.
- თუ სარეცხი მანქანა დაკავშირებულია ნიჟარის ქვეშ არსებულ სიფონთან, უფრო ზუსტი დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია ამ პერიოდის განმავლობაში გააგრძელო ონკანით/ შემრევით სარგებლობა (რომელიც სიფონის ზევით მდებარეობს). 1-2 დღის შემდეგ შეამოწმე, ისევ დაგროვდა თუ არა წყალი სარეცხ მანქანაში.
- თუ იმავე სიფონთან სხვა ტექნიკაც არის დაკავშირებული, საიდანაც ასევე შესაძლებელია წყალი იღვრებოდეს (მაგ., ჭურჭლის სარეცხი ან საშრობი მანქანა), რეკომენდებულია მათი ჩართვა ამ პერიოდის განმავლობაში. მისი მუშაობის დასრულების შემდეგ შეამოწმე, ისევ გაჩნდება თუ არა წყალი სარეცხ მანქანაში.
თავდაპირველად შეამოწმე, არის თუ არა წყალი ავარიული დაცლის შლანგში, შემდეგ ამოიღე დრენაჟის ფილტრი.
- თუ დრენაჟის ფილტრის ამოღების შემდეგ მანქანაში წყალი კვლავ დაგროვდა, მიზეზი არის დრენაჟის შლანგის არასწორი დაკავშირება და წყალი დოლურაში სწორედ ამ გზით ხვდება.
- თუ დრენაჟის ფილტრის ამოღების შემდეგ მანქანაში წყალი არ არის, პრობლემის მიზეზი წყლის მიწოდების სარქველია. ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის მიმართე უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.